[quote]მოკლედ რაღაც ვიდებილე და მივქარე და ნებაყოფლობით დავრეგისტრირდი დღგ-ს გადამხდელად წესით არ მეკუთვნოდა.
ეხლა რა მაინტერესებს. აწი თუ რამეს გავყიდი ყველას და ყველაფერზე დღგ უნდა გადავახდევინო? მათ შორის სერვისზეც?
და ყველაფერზე ფაქტურა უნდა ამოვწერო?
რო არ გადავახდო დღგ თუ ფაქტურა არ ამომიწერია რა მოხდება?
საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის გ პუნქტი:
"მყიდველის მოთხოვნისას მისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიუცემლობის შემთხვევაში – ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტი;"
თუ არ მოუთხოვია ა-ფაქტურა და უბრალოდ არ იხდი, ანუ დეკლარაციაში არ აჩვენებ 132-ე მუხლი:
1. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის ოდენობის 15 000 ლარამდე შემცირება, –
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 15 000 –დან 25 000 ლარამდე ფარგლებში შემცირება, –
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 25 000 ლარით ან უფრო მეტით შემცირება, –
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 75 პროცენტის ოდენობით.....................
25000-ს თუ აცდა ეგ თანხა უკვე სისხლის სამართალთან გექნება საქმე, ესე რომ არ გირჩევ