upfirმე ვმუშაობდი დაზღვევაში და რამოდენიმე რჩევას მოგცემ

1) გაიგე რამდენია ფრანშიზა.
ეს არის მინიმალური თანხა რომელსაც არ აგინაზთღაურებს კომპანია. მაგალითად თუ 10 000-იანი მანქანა მოგპარეს, 10%-იანი ფრანშიზის შემთხვევაში გადაგიხდიან 9 000-ს. დაზიანებაზე ფრანშიზა შეიძლება იყოს ორმაგი: 10% მინიმუმ 100$ ზარალის. ანუ თუ გაკეთება დაჯდა 2 000%, 200$ შენი გადასახდელი იქნება, მაგრამ თუ დაჯდა 300 $ შენი გადასახდელი 100$ იქნება.
2) დაზღვევა 1 წლიანია და ჯდება მანქანის ღირებულების 4-6% წელიწადში. თუ იხდი განვადებით, პროცენტს არიცხავენ.
დაზღვევა მოიცავს:
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, აფეთქება, საგზაო შემთხვევისგან გამოწვეული დაზიანება, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ხულიგნობა) მინების დაზიანებისგან დაზღვევისთვის შეიძლება დამატებით გადაგახდევინონ.
3) აგრეთვე შემოგთავაზებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას. ეს ფარავს, შენ თუ სხვას დაარტყი იმასაც კომპანია გაუკეთებს ან თუ სამკურნალოა უმკურნალებს. ჯდება წელიწადში 50-200 დოლარამდე, გააჩნია რამხელა ლიმიტს აირჩევ (ლიმიტი - რა თანხის ფარგლებში აგინაზღაურებენ)
4) შემოგთავაზებენ მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას, ჯდება 50-200 დოლარამდე. ნუ ეს რასაც გულისხმობს გასაგებია
ეს ყველა პირობა დააზუსტე სხვადასხვა კომპანიაში. ტარიფი თითქმის ყველას ერთნაირი აქვს, პირობებშია განსხვავება