Meg Whitman Meg Whitman წარმოგვიდგება როგორც პრეზიდენტი და CEO კომპანიისა eBay რომელიც წარმოადგენს განსაცვიფრებლად წარმატებულ ონ-ლაინ აუქციონს. მან ეს პოსტი ჩაიბარა მისი დამფუძნებლისგან (Pierre Omidyar), თუმცა პიერი რჩება აქტიურ მოღვაწედ თავის კომპანიაში. განსხვავებით სხვა ონ-ლაინ საიტებისაგან იბეი გამოირჩევა შთამბეჭდავი შემოსავლებით. აღსანიშნავია რომ არ არსებობს არავითარი საწყობი, ზედმეტი მომსახურე პერსონალი, მხოლოდ ბრენდი, სახელი, და რაღა თქმა უნდა სერვერების მთელი სისტემა რომელიც ხიდს დებს გამყიდველსა და მყიდველს შორის.
იგი პირველ ქალად გვევლინება რომელიც გახდა მილიარდელი ებეის წყალობით.
მარგარეთ "მეგი" ვითმენი დაიბადა 1957 წელს. იგი ყველაზე უმცროსია ორ დედმამიშვილში. მისი ოჯახი და ოჯახის გარემოცვა საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და გაიზარდა ლონგ აილენდის, (ნიუ იორკი) ფეშენებელურ უბანში. მის მამას ჰენდრიქსს, ჰქონდა საკუთარი ფინანსური ორგანიზაცია (სესხების გამცემი). დედამისი იყო დიასახლისი და როგორც მეგი აღწერს თავისუფალი ქალი და თავგადასავლების მოყვარული (ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეებში). რადგან მამამისი სულ დაკავებული იყო და გვიანობამდე სახლში არ მოდიოდა, მეგი და მისი ძმები დედასთან ატარებდნენ ძირითად დროს და მისი ზეგავლენის ქვეში იყვნენ.
ვითმენი სკოლაში გამოირჩეოდა თავისი სპორტული მიღწევებით. იგი სკოლის ცურვის გუნდის კაპიტანი იყო, ასევე აქტიურად თამაშობდა კალათბურთსა და ბალახის ჰოკეის. 1973 წელს მეგი აბარებს პრინსტონის უნივერსიტეტში განზრახვით გამოვიდეს ექიმი, როგორც უმეტესობა საშუალო სკოლა დამთავრებული გოგო მაშინდელ დროში. უნივერსიტეტის პირველი კურსისი გავლისას მას მოუწია ისეთი საგნების გავლა როგორებიცაა ორგანული ქიმია, ფიზიკა და ასე შემდეგ.. იგი იხსენებს რომ მან გაუძლო ამ დატვირთვას მაგრამ არც თუ ძალიან მოეწონა კურსი. მეგიმ მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი თავის ამპლუაში როდესაც დაიწყო მუშაობა გაყიდვების წარმომადგენელად თავისევე ინსტიტუტის სტუდენტურ გაზეთში. იგი საბოლოოდ მიხვდა რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო და გადავიდა ეკონომიკის ფაკულტეტზე რომელიც წარმატებით დაამთავრა 1977 წელს. გამომდინარე მისი მჩქეფარე ხასიათიდან და მოუსვენარი ბუნებიდან, იგი არ დაკმაყოფილდა მიღებული ცოდნით და იმავე წელს იგი სწავლას აგრძელებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრატურაზე. სწავლის დამთავრების შემდეგ მისი პირველი სამსახური იყო კომპნია პროქტორ ანდ გემბელიში, ბრენდ ასისტენტის თანამდებობაზე ქალაქ ცინცინატში , ოჰაიოს შტატი. 1981 წლისთვის მას უკვე ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე აწინაურებენ. ამ პერიოდში მან უზომოდ ბევრი ცოდნა მიიღო მარკეტინგსა და ბრენდინგში. ამავე წელს იგი ცოლად მიჰყვება ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს გრიფიტ ჯარშს და რადგან მას უნდა გაევლო რეზიდენტურა ნეიროქირურგიაში სან ფრანცისკოში, მეგი ტოვებს სამსახურს და გადადის ახალ ქალაქში მეუღლესთან ერთად. აქ იგი პოულობს სამსახურს კომპანიაში Bain and Company რომელიც წარმოადგენდა გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმას, სადაც მან დაჰყო შემდეგი ექვსი წელი. ამავე პერიოდშივე იგი დედა ხდება. მისი შემდეგი სამსახური დაკავშირებულია ყველა ბავშვისთვის საოცნებო საქმესთან: ხდება უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დეპარტამენტში უოლტ დისნეის კორპორაციაში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის მედია ბაზარზე შესვლისთვის, მათ შეისყიდეს ჟურნალი დისქავერი. ასევე, მისი ხელმძღვანელობით დაარსდა პირველი დისნეის მაღაზია იაპონიაში. ასევე სხვა ადგილებში ამერიკის გარეთ.. ცოტა ხანში მას ისევე მოუწია ბოსტონში გადასვლა რადგან მისმა ქმარმა მიიღო ახალი შემოთავაზება ნეიროქირურგიის ინსტიტუტისგან. ამ ქალაქშიც მან რამოდენიმე სამსახურში იმუშავა მაღალ თანამდებობებზე.. მისი ბოლო სამსახური იბეიმდე იყო სათამაშოების კომპანიაში Hasbro. სკოლამდელი ასაკის ბავშვების დივიზიის ხელმძღვანელობა, ეს პოზიცია განსაკუთრებით დიდი სიხარულით მიიღეს მისმა მცირეწლოვანმა ბიჭებმა. მისი ერთ-ერთი მიღწევა ამ კომპანიაში ყოფნისა იყო ის რომ გამოუშვა ახალი სათამაშო სახელად "ბატონი კარტოფილისთავა".
1997 წლის შემოდგომაზე, მას დაუკავშირდნენ კომპანიიდან headhunter რომელიც აწარმოებდა მაღალი თანამდებობების პირებზე გამოკვლებებს. მას უთხრეს რომ ახალი ონ ლაინ აუცქიონი ეძებდა ლიდერს რომ წარმოებაში ჩაეშვა ეს იდეა. მეგის არც კი ჰქონდა მანამდე გაგებული კომპანიაზე AuctionWeb, რომელიც იბეიმდე ერქვა აუქციონს. მაგრამ მეგი დათანხმდა გადაფრენილიყო კალიფორნიაში სამსახურში აყვანის ინტერვიუზე დასასწრებას. სანამ იგი გაემგზავრებოდა, მან კვლევა ჩაატარა აღნიშნულ კომპანიაზე და მოიპოვა ინფორმაცია რომ ეს კომპანია ათავსებდა სხვადასხვა სარეკლამო განცხადებებს საიტზე. იგი მოგვიანებით იხსენებს: " მე მახსოვს როგორ ვიჯექი ჩემი კომპიუტერის წინ და ჩემს თავს ვეუბნებოდი , მე არც კი მჯერა რომ მე მზად ვარ რომ გადავუფრინო მთელს ამერიკის კონტინენტს რომ შავ-თეთრ განცხადებების ვებ საიტზე ვისაუბრო"?!
იმ პერიოდისთვის ებეი შედარები ახალგაზრდა კომპანიად რჩებოდა. იგი დაარსებულია 1995 წელს ქალაქ სან ხოსეში, კალიფორნიის შტატი, ახალგაზრდა პროგრამისტის Pierre Omidyar-ის მიერ. მისი თავდაპირველი მიზანი ამ საიტის და პროგრამისა იყო დახმარებოდა თავის მეგობარ გოგონას რომელიც იყო კონლექციონერი და უნდოდა დაკავშირობოდა სხვა კოლექციონერებს რომ გაეყიდა ანდა ეყიდა ნივთები.. ნელ-ნელა კომპანიამ რომელის პრინციპი იყო ყიდვა-გაყიდვა აუქციონის წესებით წარმატებას მიაღწია და ექვს თვეში მოგებაც აჩვენა. საიტის იდეა იყო ადვილი: გამყიდველი აქვეყნებს განცხადებას თავის პროდუქტის შესახებ და იღებს შემოთავაზებებს ორი კვირის განმავლობაში. ყველაზე მაღალი შემოთავაზება ხდება მოგებული, რის შემდეგაც მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს უკავშირდება ანგარიშსწორებისა და პროდუქტის მიწოდების დეტალების გასაცვლელად. იბეის აქედან რჩებოდა 35 ცენტი განცხადების გამოქვეყნებისთვის და ასევე მცირე პროცენტი განხორციელებული ტრანსაქციიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ებეის მუშაობის პრინციპისა და თვისებისა იყო შეფასების სისტემა, რომ გამყიდველსაც და მყიდველსაც შეეძლო ერთმანეთის საქმიანობა შეეფასებინათ. ნეგატიური კომენტარები მყიდველებზე რომლებიც დროზე არ იხდიდნენ საფასურს, ანდა გამყიდველებზე რომლებიც აგვიანებდნენ პროდუქტის გაგზავნას მისცემდნენ მომხმარებლებს დასკვნის გაკეთების საშუალებას აღნიშნულ პიროვნებებზე და მათთან საქმიანობის დაჭერაზე. დამაარსებელი ღრმად იყო დარწმუნებული რომ, მომხმარებლის მოსმენა და პასუხის გაცემა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საიტის წარმატებისთვის. მაგრამ Omidyar -ს ჰქონდა ბევრი სირთულეები კომპანიის გაფართოების კუთხით, თვითონ ვეღარ აუდიოდა საქმეს. გამომდინარე აქედან მან გადაწყვიტა რომ გამოცდილი მენეჯერი უფრო კარგად შეძლებდა განეხორციელებინა ებეის გაფართოების პროგრამა. Omidyar -ს მოეწონა მეგის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება და მის ტალანტი ბრენდის მენეჯმენტისა. თავდაპირველად მეგიმ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რადგან მას ჰქონდა კარგი სამსახური, ხელმძღვანელობდა ექვსას თანამშრომელს ჰასბროში. იგი მოგვიანებით იხსენებს რომ იდეა რომ ემუშავა "უსახელო" ინტერნეტ კომპანიაში არც თუ მთლად მომხიბვლელი იყო მისთვის. მაგრამ საკონსულტაციო კომპანია headhunter თავისას დაჟინებით გაიძახოდა და როგორც იქნა დაითანხმეს იგი შეხვედროდა Omidyar -ს. მან მიიღო მონაწილეობა ებეის ყოველდღიურ საქმოანობაში, აკვირდებოდა აუქციონს, შეხვდა იბეის მომხმარებლებს და მან დაინახა უზარმაზარი პოტენციალი და წარმატებული მომავალი საიტისა. მეგის მოეწონა იბეი თავისი გაერთიანებული სულით. ოჯახთან თათბირობის შემდეგ მეგიმ მიიღო თანხმობა იმაზე რომ რომ იგი დასთანხმებოდა ამ წინადადება. კომპანიას შეუერთდა 1998 წლის თებერვალში. იმ დროისთვის კომპანიას მხოლოდ ცხრამეტი თანამშრომელი ჰყავდა.
ერთი წლის თავზე, საიტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მასზე ყოველდღიურად მოთხოვნა იზრდებოდა და იზრდებოდა, შედეგად კომპანიის სერვერები ვერ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას და ხშირად გამოდიოდნენ მწყობრიდან. სამი თვის განმავლობაში მეგი პირადად აკონტროლებდა ინჟინრების მოქმედებებს რომლებიც ცდილობდნენ მიეგნოთ ოპტიმალურ გამოსავლისთვის. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იბეი ისე განვითარდა რომ ტემპებით გაუსწრო კიდევაც კომპანიებს როგორებიცაა: დელი, ამაზონი, ვოლ მარტი. უფრო მეტიც, საიტმა ისე გაამართლა რომ გამყიდველები, რომლებიც მონაწილეობდნენ აუქციონებში სამსახურებიდან მოდიოდნენ რომ მთელი ყურადღება და კონცენტრაცია გადაეტანათ იბეის საიტისთვის, ანუ ჩამოყალიბდნენ ახალი ტიპის ბიზნესმენებად. ხალხი მდიდრდებოდა საიტზე განხორციელებული გაყიდვებისგან მუღებული შემოსავლებით. ვითმენმა დასაბამი მისცა იბეის წესებსს რომელიც ავალდებულებდა საიტის აღმასრულებლებს რომ აუქციონში პირადად მიეღოთ მონაწილეობა, გაეტანათ გასაყიდად პროდუქცია რომ ახლო შეხება ჰქონოდათ პროცედურებთან და მიმხვდარიყვნენ საიტის დადებით და უარყოფით მხარეებს. იგი რეგულარულად ამოწმებდა მომხმარებლების შთაბეჭდილებებს, თუ რას განიხილავდნენ ისინი მომსახურებისა და გაყიდვების პროცედურების შესახებ. ის ამბობს: " ყველაზე საინტერესო რაც აღსანიშნავია ონ-ლაინ ვაჭრობასთან დამავშირებით არის ის რომ, შენ მაშინათვე იგებ თუ შენი მომხმარებელი რას ფიქრობს შენზე". მეგის თაოსნობით, ყოველწლიურად იმართებოდა სპეციალური კონფერენციები სადაც იწვევდნენ გამორჩეულ აუქციონის მონაწილეებს. ასეთ შეხვედრებზე მას როგორც წესი ხვდებიან როგორ როკ ვარსკვლავს, როდესაც იგი სცენაზე ადის მისი სახელს სკანდირებს დამსწრე საზოგადოება. მას უამრავი პატივი ერგო, არამარტო საიტის მომხმარებლებისაგან. მაგალითად, 2002 წელს ჟურნალმა ფორტუნამ იგი დაასახელა ყველაზე გავლენიანი ქალბატონად ბიზნესში. იმ პერიოდისთვის იბეის უყვე ჰყავდა 30 მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი. ნებისმიერი დროის განმავლობაში დაახლოებით ერთდროულად ოცი მილიონი სხვადასხვა პროდუქცია არის აუქციონზე გატანილი. ყოველი 24 საათის განმავლობაში 10 მილიონი შემოთავაზება ხორციელდება საიტზე. ყოველ წამს $900 ღირებულების პროდუქცია გადადის ხელიდან ხელში. მისი ფიქსირებული ხელფასია 2.1 $ მილიონი, მაგრამ მისი შემოსავალი გაცილებით მაღალია რადგან აქციათა ფასი იწევს და იწევს ბაზარზე და იგი წარმოგვიდგება პიონერ ქალად რომელმად მრავალი მილიონი იშოვა ინტერნეტის წყალობით. იგი ასევე გამორჩეულია ქველმოქმედებით, პრინსტონის სკოლას შესწირა 30 $ მილიონი რომლითაც ახალ ვიტმენის სახელობის სკოლას ააშენებენ. მას ძალიან უყვარ ეს საწესებულება, იგი ამბობს: " მე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი დავყავი პრინსტონის სკოლაში, უნივერსიტეტმა მასწავლა ისეთი წესით ფიქრი და ცხოვრება რომ დღესაც მადლიერი ვარ მათი და ჩემი წარმატება დიდწილად სწორედ ამ სკოლაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებაა".
მეგი ცდილობს ბალანსის დაცვას ოჯახსა და სამსახურს შორის. იგი სანამ სამსახურში მივა აუცილებლივ სკოლამდე მიიყვანს თავის ორ ბიჭს. შვებულებისას, ხშირად მიდის მთელი ოჯახი სათხილამუროდ მთებში. იგი იშვიათად ჯდება კომპანიის თვითმფრინავში როდესაც ბიზნეს შეხვედრებზე მიდის, არამედ მგზავრობს ჩვეულებრივი, კომერციული თვითმფრინავით. მისი თანამგზავრები ხშირად ცნობენ მას (რადგან ბიზნეს ჟურნალების საწყისი გვერდები აჭრელებულია მისი სურათებით) და სიამოვნებით ესაუბრებიან. იგი ამბობს: " მე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამსახური მაქვს მთელს ამერიკაში. ეს არის განსაკუთრებული ნაზავი კომერციისა და საზოგადოებისა. მე ინტერესი არ მიცხრება საზოგადოების მიმართი რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. მე ისინი ყველა ძალიან მიყვარს".
-------------------------------------------------------------------------------
უჩვეულო მიღწევები იბეის ისტორიაში: აგვისტო 1999: აუქციონმა სადაც იყიდებოდა ადამიანის ღვიძლი და მიაღწია რეკორდულ ზღვარს 5.7 $ მილიონს, სანამ იბეიმ არ მოხსნა ეს ნივთი აუქციონიდან საიტის გაყიდვის წესების დარღვევისთვის.
2001: გაიყიდა თვითმფრინავი რომლის საბოლო ფასი იყო 4.9 მილიონი.
ივნისი 2003: "მოჩვენება დოქში", არკანზასიდან. მოგებული საფასურია $50. 922.
აპრილი 2004: სიეტლელმა კაცმა გაყიდა თავისი ყოფილი მეუღლის საქორწილო კაბა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ის არის რომ , მან თავის ფოტოები გამოაქვეყნა საიტზე აღნიშნული კაბით. ფასი: $ 3. 850.
სხვა შემთხვევები: ნახშირის ნატეხი, კენედის მიერ ნაქონი ლონკონლის მანქანა, ბილ კლინტონის ბავშვობის დროინდელი სახლი , არკანზასში და კიდევ მრავალი სხვა შემთხვევა.
-------------------------------------------------------------------------------
Meg Whitman-ის გამონათქვამები. ხალხი როდესაც შენი კომპანიის ბრენდ სახელს იყენებენ როგორც ზმნას, ეს უკვე დიდი მიღწევაა.
ჩვენ ყოველთვის ვიძახდით იმას რომ რეკლამა მხოლოდ მორთულობაა ტორტისა და არანაირად არ წარმოადგენს თვითონ ტორტს.
კომუნიკაცა არის გული მთელი საზოგადოებისა და ელექტრონული კომერციისა.
ადამიანის მოკვლა შესაძლებელია , მაგრამ მოკლა იდეა, ეს შეუძლებელია!
ჩვენ ვიცით რომ ჩვენ შეუწყვეტლივ უნდა მოვემსახუროთ მომხმარებლებს, ჩვენ არ დავწყნარდებით მანამ სანამ არ დავრწმუნდებით რომ პრობლემა აღკვეთილია და აღარ წარმოიშვება იგი ხელახლა.
ყოველ სამ თვეში ჩვენს კომპანიაში რაღაცა ცვლილებაა. ჩემს თავს ხშირად ვეკითხები თუ გვყავს სწორად შერჩეული ხალხი სათნადო ადგილზე და სათანადო დროს? ჩემს თავსაც ვეკეთხები ხოლმე ვარ თუ არა სათანადო პერსონა სათანადო დროს?
-------------------------------------------------------------------------------
დროის სიმცირის გამო დიდი დრო არ მაქვს დასაწერად, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ტექსტი იყოს გაუმართავი, აღმოაჩინოთ გრამატიკული თუ ორთოგრაფიული შეცდომები, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. მაჰათმა განდი. This post has been edited by mahatma-gandhi on 19 Mar 2008, 05:30
მიმაგრებული სურათი