cameti13პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადო რომ ამ დისკუსიაში მიიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია თავად "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
მეორე, არ უნდა გაბრაზდე იმაზე, რომ აქ ბევრი კრიტიკული წინადადება, ვერსია, თუნდაც დეზინფორმაცია და ჭორი დაიწერა. ეგ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კომპანიის ბრალია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ კომპანიამ არ მიაწოდა მომხმარებელს ინფორმაცია კომპანიიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ. საზოგადოებას და მომხმარებლებს აინტერესებთ ინფორმაცია და მათ ეს ინფომაცია უნდა მიეწოდოთ ან ისე ან ასე.
ეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მინუსია.
არის მწირი ინფომაცია და შესაბამისად ვრცელდება ჭორები და ათასი სისულელე თუ მართალი. მე ვიღაცამ მითხრა რაღაც ჭორი და ამიტომ შემოვედი და ვნახე ფორუმში, რომ ინფორმაცია მიმეღო.
მიუხედავად იმისა რომ კოკა კოლასა და მით უმეტეს პეპსის პროდუქციის აქტიური მომხმარებელი არ ვარ მე პირადად ძალიან მეწყინება თუ "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" რაიმე პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ არც ერთი ქართული საწარმოს დასუსტების და გაქრობის მომხრე არ ვარ. გინდა ჭყონია იყოს და გინდა სხვა. თუმცა ერთი ორი წკეპლა კარგია, რომ ბოლო ბოლო ქართული ბიზნეს კულტურა დაიხვეწოს.
გულით და სულით გისურვებთ წარმატებებს და ასევე გისურვებთ რომ მომხმარებლების ინტერესების დაცვის და ინფორმირების ეფექტური მექანიზმები გაგევითარებინოთ.
პ.ს. პირადად მე პეპსის კოკა კოლას ვერც შევადრი. პეპსის უბრალოდ ვერ ვსვავ, კოკა კოლას არ ვსვავ
This post has been edited by Mr. Wolf on 18 Jul 2008, 18:52