დაგეხმარებით თანხების უსაფრთხოდ დაბანდებაში! შპს
,,იპოგარანტი" რამდენიმე წელია აქტიურად ეწევა საფინანსო-საშუამავლო საქმიანობას და კვალიფიციურ მომსახურებას უწევს იმ პირებს, რომელთაც სურთ დანაზოგი თანხის სესხის სახით გაცემა და სტაბილური სარგებლის მიღება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად სწრაფ ვადაში უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების ფულადი სახსრების დაბანდებას უსაფრთხო გარემოში, რომელიც გამყარებული გახლავთ გაცილებით მაღალი ღირებულების და შესაბამისად სწრაფი ლიკვიდურობის მქონე უძრავი ნივთით (იპოთეკა).
საპროცენტო განაკვეთი:
წლიური 24 %ჩვენი რეკომენდაციით ანგარიშსწორება მხარეთა შორის დამატებითი უსაფრთხოების მიზნებისათვის ხორციელდება საბანკო სექტორის მეშვეობით.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სანოტარო ბიუროებთან, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხელშეკრულებათა მომზადების პროცესში მხარეთა მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის სწრაფად გადამოწმებასა და იდენტიფიცირებას.
უპირატესობა სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან შედარებით:1. მაღალი საპროცენტო განაკვეთი;
2. სესხის უზრუნველყოფა ხდება უძრავი ნივთით, რომლის საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე აღემატება გაცემული სესხის ოდენობას. აქედან გამომდინარე მოვალის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, ან თუნდაც გაკოტრების შემთხვევაშიც კი არ არსებობს თანხის დაკარგვის საფრთხე;
3. შპს
,,იპოგარანტი" გამოდის დამატებითი გარანტორის როლში, რომელიც შემდგომში აბსოლუტურად უფასოდ უზრუნველყოფს მხარეთა შორის გარიგებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს და შესაბამისად მხარეთა ინტერესების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე.
- ხშირად დასმული კითხვები - 1. რატომ ვირჩევ კომპანია ,,იპოგარანტს“?შპს
,,იპოგარანტი" დაფუძნდა 2008 წელს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შემდეგ აქტიურად ეწევა საფინანსო-საშუამავლო საქმიანობას. ჩვენი კომპანია პარალელურ რეჟიმში იურიდიულ მომსახურებას და უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოში არსებულ საფინანსო-საშუმავლო კომპანიებს შორის შპს
,,იპოგარანტი" გამოირჩევა უნიკალური და კლიენტზე მორგებული სერვისით.
კომპანიის მიზანს წარმოადგენს დანერგოს პროფესიონალიზმი აღნიშნულ სფეროში, კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს და დაიცვას მათი უფლებები.
2. რა ხარჯებთან არის დაკავშირებული თქვენი კომპანიის მეშვეობით თანხის გასესხება?თანხის გასესხების შემთხვევაში გამსესხებელი (იპოთეკარი) გათავისუფლებულია კომპანიის საშუამავლო და სანოტარო მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
3. არსებობს თუ არა ჩემს მიერ გასესხებული თანხის დაკარგვის საფრთხე?უძრავი ქონების გარანტიის საფუძველზე სესხის გაცემის დროს (იპოთეკური სესხი) აუცილებელია დეტალურად გადამოწმდეს უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა, მოხდეს მესაკუთრის/მსესხებლის იდენტიფიცირება და შემდგომ ამისა მომზადდეს ხელშეკრულება, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მხარეთა ინტერესებს და გამორიცხავს ყოველგვარ ბუნდოვან ასპექტებს.
გამსესხებლის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით შპს
,,იპოგარანტი" ახორციელებს განაცხადის შემომტანი პირის (პირი, რომელსაც სურს კრედიტის აღება) მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას, რომელიც მოიცავს შემდეგი პროცედურებს:
ა) უძრავი ნივთის (იპოთეკის საგნის) სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში;
ბ) დგინდება არის თუ არა იპოთეკის საგანი რომელიმე სანივთო ან/და ვალდებულებითი (მათ შორის სარგებლობის) უფლებით დატვირთული;
გ) უძრავი ნივთის მესაკუთრის/მსესხებლის იდენტიფიცირება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაში;
დ) დგინდება მესაკუთრის/მსესხებლის მიერ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან აღებული სესხის მოცულობა, პირობები და ფარგლები (ასეთის არსებობისას);
ე) მოწმდება მესაკუთრის/მსესხებლის მონაცემები მოვალეთა რეესტრის ბაზაში;
ვ) ირკვევა ერიცხება თუ არა მესაკუთრეს/მსესხებელს საგადასახადო დავალიანება და დატვირთულია თუ არა იპოთეკის საგანი, ან მესაკუთრის/მსესხებლის სხვა ქონება საგადასახადო იპოთეკა/გირავნობით;
ზ) არის თუ არა წარმოშობილი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, აკრძალვა და ა.შ.) მესაკუთრის/მსესხებლის ქონებაზე და მიმდინარეობს თუ არა სამოქალაქო. სისხლისსამართლებრივი, ან ადმინისტრაციული წარმოება, ან სხვა პროცედურა, რითაც საფრთხე ექმნება მესაკუთრის/მსესხებლის ქონებას ან მის მიერ შემდგომში ხელშეკრულების პირობების შესრულებას.
4. როგორ ხდება თქვენთან თანამშრომლობა და რა ვადაში უზრუნველყოფთ ჩემი ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემას?ჩვენი გუნდი მაქსიმალურად სწრაფ ვადაში შეეცდება უზრუნველყოფს თქვენი ფულადი სახსრების დაბანდება უსაფრთხო გარემოში.
თანამშრომლობისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, დ. აღმაშენელის გამზირი 89/24 (მეტრო მარჯანიშვილის უკან, შპს ,,თბილქალაქპროექტის" შენობა, სართული 15, ოფისი #8).
ტელ: 230-64-67
ipogaranti@gmail.com
http://www.ipogaranti.com/ This post has been edited by ipogaranti on 17 Mar 2015, 23:04
მიმაგრებული სურათი