სასწრაფოდ გავასესხებ 30000$.რა თქმა უნდა ბინის გარანტიით,ბინა უნდა იყოს მინიმუმ ორმაგი ღირებულების და რა თქმა უნდა კარგ მდგომარეობაში

იმედი მაქვს მსურველი იქნება
* * *
nikush83იცი რა კონკრეტულად რატო ქვია მუდმივმოქმედი ვერ გეტყვი მაგრამ აი რას ნიშნავს კერძო არბიტრაჟი და რა განმარტება აქვს მას კანონში :შ.პ.ს. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არის ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განიხილოს სამოქალაქო დავები როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს შორის. არბიტრაჟში საქმის განსახილველად საჭიროა არსებობდეს საარბიტრაჟო შეთანხმება დავის არბიტრაჟში განხილვის თაობაზე.
ეს კი ისე,რომ იცოდეთ რას ემსახურება და რატომარის საჭირო:არბიტრაჟი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტის მსოფლიოში დამკვიდრებულ და აღიარებულ სამართლებრივ ინსტიტუტს. არბიტრაჟი სწრაფად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განიხილავს საბანკო, კომერციულ, საფინანსო და სამოქალაქო დავებს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.
არბიტრაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. არბიტრაჟი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებისა და ფიზიკური პირების არჩევანი ხდება იმ უპირატესობების გამო, რაც არბიტრაჟს სასამართლოსთან მიმართებაში გააჩნია. არბიტრაჟის ძირითადი უპირატესობებია:
არბიტრაჟში სამოქალაქო საქმის განხილვას სასამართლოსთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ დავა განიხილება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სასამართლოში შესატანი ბაჟისა რაც ფინანსურად მომგებიანია მოქალაქეებისთვის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და დროულ აღსრულებას.
* * *
მუხლი 1.
1. პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს (შემდგომ არბიტრაჟი).
აი ესეც. და როგორც მე გავიგე ეს ნიშნავს რომ შესაძლებელია არბიტრაჟი შედგეს რომელიმე კონკრეტული საქმისთვის და იმ საქმის შემდეგ უკვე აღარ იარსებოს.
* * *
კანონი განასხვავებს ორი სახის არბიტრაჟს - მუდმივმოქმედ და დროებით კერძო არბიტრაჟს. მათ შორის განსხვავება გამოიხატება ასეთი სახის არბიტრაჟების შექმნის წესში. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უნდა ჰქონდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ასევე, სავალდებულოა, რომ მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა რეგისტრაცია გაიაროს სასამართლოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთი სახის საწარმოების (არბიტრაჟების) საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავების განხილვა. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია მიიღოს არბიტრაჟის დებულება, სადაც აისახება არბიტრაჟის დანიშვნისა და საარბიტრაჟო განხილვის წესები. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია, ამოქმედებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოაქვეყნოს არბიტრაჟის დებულება. რაც შეეხება დროებით არბიტრაჟს, მათი შექმნის წესი უფრო გამარტივებულია. დროებითი არბიტრაჟი იქმნება ყველა კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით და მისი რეგისტრაცია სასამართლოში არ არის სავალდებულო.არბიტრაჟი შესაძლებელია შედგებოდეს როგორც ერთი, ისე, რამდენიმე წევრისაგან. არ დაიშვება ისეთი შეთანხმება, რომლის ძალითაც არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს ენიჭება უპირატესი მდგომარეობა. ასეთი შეთანხმება, კანონის თანახმად, ბათილია. თუ არბიტრების რაოდენობა ერთზე მეტია, მაშინ არბიტრაჟის წევრები ერთ-ერთ მათგანს ნიშნავენ თავმჯდომარედ. არბიტრაჟის თავმჯდომარეს არბიტრები ნიშნავენ მისი შექმნიდან ხუთი დღის ვადაში, ან პირველსავე სხდომაზე. თავმჯდომარის დანიშვნის ვადის საკითხის გადაწყვეტისას შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ იქნას გათვალისწინებული.