ხალხნო ჩაინიკს რო დაეხმაროთ ან ლინკის მითითები ან გადასახადებში გარკვევით შეიძლებაა?

იმისათვის რომ გავაადვილოთ მომტავს მაგალითი,
ვთქვათ მე ვარ შ.პ.ს. "მე და კომპანია" და ვიყიდე მეორე (ასევე ქართული კომპანია) "შენ და კომპანია" 5 ლარის ღირებულების ნივთი, შემდეგ მოვახდინე ამ ნივთის რეალიზაცია "ის და კომპანია"-ზე 10 ლარში, შესაბამისად მოგება (სხვაობა) დამრჩა 5 ლარი, რა გადასახადები უნდა გადავიხადო იმისათვის რომ ყველა ვალდებულება სახელმწიფოსი (გადასახადები) გავისტუმრო და დარჩენილი ფული დავხარჯო (არ ხდება რეინვესტირება ბიზნესში)!
სამივე კომპანია დღგ-ს გადამხდელია!
ანუ მაინტერესებს.
1. დღგ - რამდენს ვიხდი ზემოთ მოყვანილი ოპერაციების დასრულების შემდეგ? 5 ლარის დღგ-ს (ანუ სხვაობა შესყიდულ და გაყიდულ ღირებულებებს შორის) თუ 10 ლარის დღგ-ს? თუ 10 ლარისას ვიხდი რატომ? ანუ შეძენის დროს როდესაც 5 ლარად ვიყიდე პროდუქტი "შენ და კომპანიისაგან" ის ხომ უკვე შეიცავდა დღგ-ს (5 ლარის) თუ არა?
2. მოგების გადასახადი? რამდენი და რა წესით რა ვადებში უნდა გადაიხადოს კომპანიამ
3. გაუნაწილებელი მოგების გადასახადი? არის თუ არა კიდევ და როგორ ვიხდით?
4. არის თუ არა კიდევ სხვა გადასახადები რომლებიც შეეხება "მე და კომპანიას" ?
იმედია მიხვდით ჩემს კითხვას და კიდევ უფრო დიდი იმედია უკვე თავგზააბნეულს ვინმე მოწყალე თვალით შემომხედავთ და დამაკვალიანებთ
წინასწარ მადლობა
პატივისცემით,
მე
Человек разумен. А толпа — это тупой, склонный к панике опасный зверь @Man in Black