sexi-bicolaძალიან დაკვირვებული ყოფილხარ

პრინციპი იცი რა არის? ჭკვიანი, ნიჭიერი და საქმეში შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდა ადამიანების დასაქმება რომელიც სიამოვნებით იმუშავებს თუნდაც 24 საათი და თუნცაც უხალფასოდ ოღონდ გამოცდილება მიიღოს. თანაც გამოცდილებას დიდს გაძლევს იმიტომ რომ ვირივით უნდა აკეთო ყველაფერი შენ ამასთან ცოდნასაც იღებ და პრაქტიკასაც. როცა მანდ ვმუშაობდი (მთავარ ბუღალტრად) ხელფასი მქონდა სასაცილო, გზაში და ჭამაში არ მყოფნიდა მაგრამ 20-21 წლის ასაკში სერიოზული გამოცდილება მივიღე და არ ვნანობ არც იმას რომ დღეში 12-18 ან 24 საათი ვმუშაობდი.
ძალიან კარგი და სერიოზული აუდიტორული ფირმა მედგა გვერდით და მართო მათთან ერთად მუშაობამ მომცა ბევრი რამე.
ჩემისთანა იცი რამდენია?

2 წელი რომ 300-400 ლარზე იპახავებენ?
დამიჯერე ძალიან ბევრია
როცა მოვდიოდი შემცვლელს ვეძებდი (ტესტირებებს და გასაუბრებებს ვატარებდი), დავრწმუნდი რომ ძალიან ბევრია ისეთი, ვინც თანახმაა თუნდაც თავიდან 3 თვე უხელფასოდ იმუშაოს

საერთოდ ჩემი აზრით ასეთი მენეჯმენტი აქვთ
რაც შეიძლება ნაკლები ხელფასი. და მორჩა.
თუნდაც ფირმის ინტერესების ფასად

ბრენდ მენეჯერს მართლა ეგრე აქ დამიჯერე.
ისე HR-ს რას ერჩი კაი გოგოა

ისე ზოგადად დიდი ფირმაა
დიდი ბრუნვით (სადისტრიბუციო ფირმისთვის)
შემოაქვთ
შვარცკოფის, ჰენკელის, პროდუქცია ჩიბო აღარ შემოაქვთ, ლევანტეს და ომსას კალგოტკები, კალვე შემოქონდათ და ეხლა არ ვიცი, სელპაკი (პიჯის დაშლის მერე აიღეს მგონი) ლიპტონი და მეტი არ მახსოვს