ბიზნესთან და ეკონომიკასთან ალბათ არაა კავშირში, მაგრამ ვერ მოვიფიქრე სხვაგან სად დამეპოსტა და თუ დამეხმარებით, ძალიან დამავალებთ
პენსიის ასაღებად მინდობილობას ვაკეთებ ინგლისურ ენაზე და საპენსიო განყოფილება ვთარგმნე როგორც pension department.
ჰოდა, ახლა ვფიქრობ, თარგმანი რომ სწორია ვიცი, მაგრამ იქნებ რამე ოფიციალური სახელი აქვთ ინგლისურად.
ანუ, მოკლედ, ჩემი შეკითხვაა, ხომ არ იცით საპენსიო განყოფილებას რამე კონკრეტული სახელი ხომ არ ქვია ინგლისურად.
ალბათ სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ სამ ინსტანციაში უნდა გავაგზავნო დასამოწმებლად და ქვეყნის ფულები ვიხადო და თავის დაზღვევა მინდა