ოქრო წარმოადგენს ფულის დაბანდების ერთ-ერთ ალტერნატივას. შესაბამისად, როდესაც ერთი
ალტერნატივის რენტაბელურობის მოლოდინი მცირდება, იზრდება სხვა ალტერნატივის პოპულარობა.
Fed-ის "დაგეგმილის გამოქვეყნებაზე საპასუხოდ, მალევე გამოჩნდა ბაზარზე მონაწილეთა მოლოდინის
რეაქცია. მაგალითად, 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების კურსის მატებამ მათი რენტაბელურობა 0,5
პროცენტული პუნქტით 2,5%-ზე შეამცირა"
(წყარო:
http://www.economy-georgia.com/index.php/2...-03-25-01-00-45 ).
Fed-ის გამოქვეყნებამ შესაბამისად გაზარდა მოთხოვნა ფულის დაბანდების სხვა ალტერნატივებზე,
მათ შორის როგორც ოქროზე, ასევე ევრო-ობლიგაციებზე, რაც როგორც ოქროს ფასს, ასევე ევრო ობლიგაციების კურსს ზრდის.
რადგან ევრო ობლიგაციებში ფულის დაბანდების წინაპირობა ევროს შეძენაა, იზრდება ევროს კურსიც:
„federal reserve-ის დაგეგმილის გამოქვეყნებამ სწრაფად შეამცირა დოლარის კურსი. დაგეგმილი პოლიტიკის
გამოქვეყნების დღის განმავლობაში (18.03.2009) ევროს კურსი 1,32$-დან 1,37$-მდე აიწია, რაც სავარაუდოდ აშშ-ს
გრძელვადიანი განაკვეთის შეამცირების გამო, ევროპულ ფასიან ქაღალდებსა და შესაბამისად ევროპის ვალუტაზე
მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა.
(წყარო:
http://www.economy-georgia.com/index.php/2...-03-25-01-00-45 ).
თუ ნახავთ ოქროს ფასის ტრენდს (ზემოთ დადებულ ტრენდებში არ ჩანს მნიშვნელოვანი დღე, 18 მარტი),
შეამჩნევთ, რომ დაგეგმილი პოლიტიკის გამოქვეყნებისთანავე (18.03.2009) ოქროს ფასი გაიზარდა.
ფასის მომავალი განვითარება კი რათქმაუნდა გარკვეულწილად სპეკულანტების მოლოდინზეა დამოკიდებული,
რისი პროგნოზიც ფაქტიურად შეუძლებელია.
რაც შეეხაბა ნავთობსა და ოქროს, ვფიქრობ, რომ უშუალო კავშირი არ არსებობს. ფასების განვითარების სხვადასხვა
მიმართულება კი შემდეგში შეიძლება მდგომარეობდეს: კრიზისის დროს ნავთობზე მოთხოვნა და მისი ფასი როგორც
წესი მცირდება. ამისგან განსხვავებით იზრდება მოთხოვნა ოქროზე, რადგან კრიზისის დროს ფულის ფასიან ქაღალდებში
დაბანდებისგან განსხვავებით, ოქროში ფულის ჩადება უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა.
რაც შეეხება ტრანშებს, ვფიქრობ, რომ ტრანში არ არის ამ ყველაფრისთვის სწორი ტერმინი. Fed-ი ახდენს ფინანსურ
ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ყოველდღიურ შესყიდვებს, რისთვისაც გამოყოფილია ზემოთ ხსენებული უზარმაზარი თანხა.