მოგესალმებით ყველას!
მართალია მე არ ვარ ამ განყოფილების ხშირი სტუმარი, მაგრამ იმედია სულ უფრო ხშირად ვესტუმრები ამ განყოფილებას, რადგან ძალიან დამაინტერესა Forex-ის თემამ რომელიც გახსნილი იყო ამ განყოფილებაში.
რამოდენიმე საათი ვკითხულობდი იმ თემას, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ის თემა 5 წლის წინ იყო გახსნილი, შესაბამისად ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არის საკმაოდ ძველი, რადგან 5 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. ბევრი რამ დაიხვეწა, ასე რომ საჭიროდ ჩავთვალე რომ გამეხსნა ახალი თემა ფორექსზე, (მოდერის ნებართვით რა თქმა უნდა) რომელიც დაეხმარება ახალ იუზერებს რომ უფრო კარგად შეისწავლონ ფორექსის შესახებ და ასევე გამოცდილი იუზერები შეძლებენ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს.
მე თვითონ გახლავართ სრულიად ახალბედა ამ საქმეში, ასე რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში. (მცირე გამოცდილება მაქვს ბირჟებზე) ასე რომ ძალიან მადლიერი ვიქნები თუ გამოცდილი იუზერები დაგვეხმარებიან ახალბედებს რათა უფრო კარგად შევისწავლოთ ფორექსის სპეციფიკა.
მე ეხლა ჩამოვწერ რამოდენიმე საჭირო კითხვას, რომელიც მე პირადად მაინტერესებს და ასე მგონია რომ სხვა, დამწყები იუზერებისათვისაც იქნება საინტერესო
პ.ს. ჯერჯერობით პირველ პოსტს დავტოვებ ისეთს, როგორიც ეხლა არის, მაგრამ იმედია რაღაც დროის განმავლობაში, შევძლებთ ერთად რომ მოვიძიოთ საჭირო ინფორმაციები და ვებ-გვერდები და ამის შემდეგ მოდერს ვთხოვ რომ ჩაასწოროს პირველი პოსტი
დღეს დავრეგისტრირდი ფორექსის მთავარ საიტზე (www.forex.com) და ავიღე დემო ექაუნთი და გადმოვიწერე ფორექსის სპეციალური პროგრამა.
ამ პროგრამაში უამრავი, ჩემთვის პირადად, უცნობი ღილაკი აღმოვაჩინე და სრულიად ამება თავ-გზა.
და იქნებ რაიმე სპეციალური საიტი რომელიც დამეხმარება რომ გავერკვე ამ პროგრამაში
I ნაწილი This post has been edited by Mr-President on 29 Nov 2009, 13:56