საქართველოში სუსტად განვითარებული კაპიტალის ბაზრის შედეგად საკმაოდ პრობლემატური საკითხია აქტივების ეფექტურად მართვა სადაზღვევო კომპანიებისა და საპენსიო ფონდებისათვის, სხვა ინსტიტუციონალური თუ კერძო ინვესტორისათვის.
მიმდინარე წლიდან დაგეგმილი გვაქვს კლიენტებს შევთავაზოთ მომსახურების ახალი სახე - აქტივების მართვა საფინანსო ბაზრებზე (ონლაინ ტრეიდინგი, ფინანსური ოპერაციები საფონდო და სავალუტო ბაზრებზე, ვაჭრობა აქციებით, სავალუტო წყვილებით, ფიუჩერსებით, ოფციონებით). ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ მოახერხა შეეკრიბა საკმაო გამოცდილების მქონე ტრეიდერები საქართველოსა და უკრაინაში. მათი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს აქტივების ეფექტურ მართვას, რისკების მინიმიზაციას და სწორ ფინანსურ მენეჯმენტს (money management).
აღნიშნული ოპერაციების განსახორციელებლად და კლიენტთა აქტივების სამართავად საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის მიღებამდე გთავაზობთ სატესტო, საცდელ ვაჭრობას ჩვენი ტრეიდერის ანგარიშზე (pamm account). აღნიშნული ფორმით საცდელი ვაჭრობა აბსოლუტურად ურისკოა თქვენთვის და უკეთ დაგეხმარებათ ჩვენი შესაძლებლობების გარკვევასა და სამომავლოდ შესაძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში.
საცდელი ვაჭრობის პირობები
პრინციპი - pamm ანგარიშთა სისტემა სპეციალურად შეიქმნა სავალუტო ონლაინ ბაზარზე (forex) ანგარიშთა მმართველ ტრეიდერებსა და ინვესტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამარტივებასა და ავტომატიზაციისათვის. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს მომსახურე ბროკერთან როგორც pamm ინვესტორი, ამოირჩიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ტრეიდერი (pamm ანგარიშის მმართველი ტრეიდერი) და მის ანგარიშს „შეუერთოს“ (მოახდინოს ინვესტირება) თავისი ფულადი რესურსები. ინვესტორთა და მმართველი ტრეიდერის რესურსები ერთიანდება და მმართველი ტრეიდერი საკუთარი სავაჭრო სტრატეგიის მიხედვით მართავს გაერთიანებულ აქტივებს. მმართველი ტრეიდერი წინასწარ აწესებს საკომოსიო გასამრჯელოს, რომელიც მან უნდა მიიღოს სავაჭრო ოპერაციების შედეგად ინვესტორის კუთვნილი მოგების წილიდან.
მაგალითად, მართველი ტრეიდერის აქტივებია 5 000 დოლარი, მის ანგარიშზე ინვესტორის მიერ მიმატებული აქტივებია 10 000 დოლარი. ჯამურად აქტივების მოცულობა შეადგენს 15 000 დოლარს, აქედან 1/3 მმართველი ტრეიდერისაა, ხოლო 2/3 ინვესტორის. ამ პროპორციით ნაწილდება სავაჭრო ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლები. ვთქვათ, საანგარიშო პერიოდში აქტივების მართვის შედეგად მიღებული შემოსავლები შეადგენს 1 500 დოლარს, აქტივების პროპორციული განაწილების შესაბამისად მიღებული მოგება განაწილდება შემდეგნაირად - 1/3 მმართველ ტრეიდერს (ანუ 500), 2/3 ინვესტორს (ანუ 1000). გარდა ამისა, ყოველ მმართველ ტრეიდერს დაწესებული აქვს საკომოსიო გასამრჯელო ინვესტორის წილი მოგებიდან, ჩვენს მაგალითში, ვთქვათ 20%. ესე იგი ინვესტორის მოგების წილიდან 20% (1000*20%=200) დამატებით გადავა მმართველი ტრეიდერის განკარგულებაში. საბოლოოდ ინვესტორის მოგებაა 700 დოლარი, ინვესტორისა 800. რა თქმა უნდა, მმართველი ტრეიდერის pamm ანგარიშს შესაძლებელია მიუერთდეს რამოდენიმე pamm ინვესტორის აქტივები.
აღნიშნული პროპორციებით მოგების გადათვლასა და შესაბამის გადანაწილებას ავტომატურად აკეთებს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.
ჩვენ გახსნილი (ანგარიში ჩვენი ტრეიდერის სახელზეა) გვაქვს pamm ანგარიში ონლაინ ბროკერთან www.instaforex.com. აღნიშნულ ბროკერს წარმომადგენლობაც გააჩნია საქართველოში. ანგარიში გახსნილია მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში და ვაჭრობა მიმდინარეობს 7 თებერვლიდან. აქედან გამომდინარე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ერთი თვის ვაჭრობის შედეგებს. ჩვენი სავაჭრო სტრატეგიის მიხედვით გთავაზობთ აქტივების მართვის შემდეგ ძირითად პარამეტრებსა და შედეგებს:
- მაქსიმალური „დახევა“ (max. Drawdown) არაუმეტეს 5-6% დეპოზიტის მოცულობიდან (მთლიანი აქტივების მოცულობა). ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობის პროცესში აქტივების მოცულობა დასაშვებია შემცირდეს მაქსიმუმ 5-6%-ით. აღნიშნული მაჩვენებელი გამოხატავს რისკის ფაქტორს ვაჭრობის პროცესში.
- საშუალო შემოსავლიანობა თვეში 2-8 %. აქტივების მართვისას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელების შედეგად, აქტივების მოცულობა იზრდება თვეში საშუალოდ 2-8 %-ით.
- დასაშვებია პოზიციები (გრძელი ან მოკლე) გახსნილი იყოს ორი ან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
ურთიერთობა ინვესტორთან საცდელი ვაჭრობის განმავლობაში - რა თქმა უნდა ინვესტორი უნდა აცნობიერებდეს, რომ სავაჭრო ოპერაციები სხვადასხვა ინსტრუმენტებით მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე დაკავშირებულია რისკის დიდ ფაქტორებთან. საცდელი ვაჭრობის განმავლობაში ინვესტორისათვის რისკის მინიმიზაციისათვის (რისკის ფაქტორის თითქმის გამორიცხვისათვის) ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სქემას:
- ინვესტორი დამოუკიდებლად ხსნის pamm ინვესტორის ანგარიშს ზემოთ ნახსენებ ბროკერთან მისთვის სასურველი ნებისმიერი თანხით (მაგალითისათვის, ვთქვათ 10 000 დოლარი). ინვესტორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და გამოთხოვა ხდება ინვესტორის მიერ, ჩვენგან დამოუკიდებლად.
- ჩვენ ინვესტორის საბანკო ანგარიშზე (საქართველოში) განვათავსებთ საგარანტიო თანხას ინვესტორის მიერ pamm ანგარიშზე შეტანილი თანხის 7%-ს ოდენობით.
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მართვაში არსებული ერთობლივი აქტივების მოცულობა შემცირდება (და გადააჭარბებს) 6%-ს, ინვესტორი ჩვენთან შეთანხმების გარეშე გაიტანს ბროკერთან არსებულ კუთვნილ თანხას და არ გვიბრუნებს მის საბანკო ანგარიშზე ჩვენს მიერ განთავსებულ საგარანტიო თანხას. ამ გზით ინვესტორი ინარჩუნებს საწყის ინვესტიციებს დანაკარგის გარეშე.
- მოგების შემთხვევაში, მოგება ნაწილდება ინვესტორსა და ჩვენს შორის ზემოთ აღწერილი პრინციპის მიხედვით და ინვესტორი საკუთარი შეხედულებით საზღვრავს სამომავლო პარტნიორულ ურთიერთობებს.
სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს ინვესტორს შევთავაზოთ აქტივების მართვა არა მარტო forex-ზე არამედ სავაჭრო ოპერაციები საფონდო ბაზრებზე (NYSE, NASDAQ II level, AMEX) აქციებითა და წარმოებული ფასიანი ქაღალდებით. სტაბილური ვაჭრობა forex-ზე გაცილებით რთულია, ამიტომაც ავირჩიეთ საცდელი ვაჭრობის შემოთავაზება სწორედ ამ ბაზარზე. მით უმეტეს, რომ აქ არის გავრცელებული ინვესტორთათვის მოსახერხებელი pamm ანგარიშთა სისტემა.
გამოყენებული სავაჭრო პლატფორმა Metatrader4 (MT4)შედარებით არაპროფესიონალურია, თუმცა ფართო გამოყენება აქვს დღეისათვის. გარდა ამ პლატფორმისა ვიყენებთ Currenex სავალურო ბაზრებზე და Lasertrade საფონდო ბაზრებზე ვაჭრობისათვის.
კომპანიის საიტი www.bbkbrokerage.com დამუშავებისა და ტესტირების სტადიაშია. Forex ბაზარზე წარმომადგენლობითი ბროკერის სტატუსით პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს გერმანულ ბანკთან www.varengold.de
იმედი გვაქვს რომ დაინტერესდებით აღნიშნული შემოთავაზებით და მოხარული ვიქნებით თქვენთან პარტნიორული ურთიერთობებისა მომავალში.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგაწვდით დეტალურ ინსტრუქციას როგორ უნდა დააინსტალიროთ სავაჭრო პლატფორმა (MT4), დააკვირდეთ და მონიტორინგი აწარმოოთ ჩვენს ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების ეფექტურობაზე.
საცდელი სავაჭრო ანგარიშის პარამეტრები
სავაჭრო პლატფორმის საინსტალაციო რესურსი
http://instaforex.com/ru/downloads.phpჩვენი სავაჭრო ანგარიშის ნომერი: 5012900
ინვესტორის პაროლი: KoGos593
სერვერი: 173.192.99.66:443