მე პირადად, თუ რამე საქმეს ვკიდებ ხელს ყოველთვის მიყვარს საფუძვლიანად და სიღრმისეულად გარკვევა არც ტრეიდინგია გამონაკლისი. იმდენად რამდენადაც ამ მომენტში 90%-ით კონცენტრირებული ვარ Forex-ის ბაზარზე ძალაუნენბურად მომიწია მასში სიღრმისეულად ჩახედვა და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ თუ როგორ ვხედავ მის აგებულებას და სტრუქტურას, ვფიქრობ უინტერესო არ უნდა იყოს ამ თემის აქტიური მკითხველისთვის. აგრეთვე მივესალმები ყოველი სახის გამოხმაურებას, მათ შორის შენიშვნებსაც.
რატომ გახდა Forex-ი ხელმისაწვდომი რიგითი მოკვდავისათვის.სხვა ბაზრებისაგან განსხვავებით Forex-ის ბაზარი ნაკლებად გამოიყენება საინვესტიციო ინსტრუმენტად. მართალია სპეკულაციური ოპერაციებს დიდი ადგილი უჭირავთ ამ ბაზარზე, მაგრამ ლომის წილი მაინც მოდის კონვერტაციებზე რომლის კოლოსალური მოთხოვნაც გააჩნიათ გლობალურ კორპორაციებს.
მაგალითად თუ ვიღაცას უნდა ტოიოტას ყიდვა იაპონიის გარეთ, რათქმა უნდა გადაიხდის ადგილობრივ ვალუტას, მაგრამ იმდენად რამდენადაც ტოიოტას ქარხნის მუშაკებს იენა ესაჭიროებად უწევთ კონვერტაციის გაკეთება. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ კორპორაციები როგორიცაა ბოინგი, სონი, ჰონდა, კოკა-კოლა, დელი და უამრავი სხვა, უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციიდან აღებული ვალიუტის კონვერტაციებს სწორედ Forex-ის ბაზარზე ახორციელებენ ნათლად დავინახავთ თუ რა მცირე როლს თამაშობს სპეკულაცია ბაზარზე, რომლის დღიური ბრუნვა უკვე 3 ტრილიონ დოლარზე მეტია.
კორპორაციებს დიდად არ აღელვებთ ვალუტის კურსი, მათი კონცენტრაცია მიპყრობილია წარმოებაზე და შემდეგ გაყიდვაზე, კონვერტაციების შესასრულებლად მიმართავენ ბანკებს. ბანკები ადრე მარტივად ურეკავდნენ შესაბამის ფილიალს ან უცხოურ ბანკს, შესაბამის ქვეყანაში და უბრალდ ცვლიდნენ საჭირო ვალუტას გამოუსადეგარზე.
როგორც ნებისმიერი ბიზნესი მოიქცეოდა ბანკებიც ყიდულობდნენ ვალუტას, ადებდნენ თავის ფასს და ყიდიდნენ კლიენტზე, ასე დაიბადა მისი აღმატებულება სპრედი

, რომელიც კორპორაციებისთვის არის კონვერტაციის ხარჯი ხოლო ბანკებისათვის შემოსავლის წყარო.
ნელნელა ბანკის ტრეიდერებს ჩამოუყალიბდათ ვალუტის მოსალოდნელ კურსზე სპეკულირების უნარი, ბაზრის უკეთესი ხედვის უნარი. უკვე შეეძლოთ კლიენტისათვის შეეთავაზებინათ ვალუტის ფასი ხოლო თვითონ დალოდებოდნენ უკეთეს საბაზრო ფასს, შედეგად ბანკების მოგება კოლოსალურად გაიზარდა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვა ბაზრის დამატებითი ლიკვიდურობის მოთხოვნილება.
მხოლოდ ამ მიზეზის გამო იქნა გახსნილი Forex-ის ბაზარი ფართო საზოგადოებისათვის. ბანკებს ჭირდებოდათ ბაზარზე უფრო მეტი ორდერები, რათა მოგება ენახათ ნაკლებად ინფორმირებული მონაწილეებისაგან და ნაკლებად ინფორმირებული მონაწილეებს შეეთავაზებინათ უკეთესი ლიკვიდურობა. ადრე ბაზარი გახსნილი იყო მხოლოდ მსხვილი ჰეჯ ფონდებისათვის. მოგვიანებით დაამატეს რითეილ ბროკერები და ECN-ები.
* * *
ბაზრის სტრუქტურაუკვე დავადგინეთ რატომ არსებობს ბაზარი, ეხლა დავადგინოთ როგორ ხდება ტრანზაქციები.
Forex-ის ბაზრის უმაღლესი იარუსი არის Interbank-ი. Interbank-ი არის მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს შორის საკომუნიკაციო თანხმობათა ქსელი.
უკეთესად გასაგებად უბრალოდ წარმოვიდგინოთ კომპიუტერული ქსელი ოფისში. IT-ს დიდი მცოდნე ნამდვილად არ ვარ მაგრამ თუ ვინმე ერკვევით შემისწორეთ.

იმისათვის რომ ერთი კომპიუტერიდან შევიდეთ მეორეზე და წამოვიღოთ გარკველული ფაილი ამისათვი გვესაჭიროება ავტორიზაცია კომპიუტერზე რომელზეც არის ჩვენთვის საინტერესო ფაილი. თუ ვინმეს ოდესმე უმუშავია ქსელში სერვერის გარეშე წარმოდგენილი გექნებათ თუ რამდენად რთული საქმეა იპოვნო სასურველი ფაილი რამდენიმე კომპიუტერზე. იგივე ოღონ გაცილებით გლობალური პრობლემა იყო Interbank-ის ქსელშიც, სწორედ ამიტომ კომპანია როიტერმა შექმნა თავისი სერვისი, რომელიც ქსელის მონაწილეებს აძლევს საშუალებას მარტივად დაინახონ თუ რა რაოდენობით და რა ფასად არიან მზად ქსელის დანარჩენი მონაწილეები იყიდონ ან გაყიდონ გარკველული ვალუტა.
Forex-ის ბაზრის მეორე იარუსი არის კომერციული ბანკები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს გაიგოს ნებისმიერი ვალუტის ფასი და სურვილისამებრ განახორციელოს კონვერტაცია. ამისათვის ბანკს მაქსიმუმ დაწირდება ერთი ფილიალიდან მეორეში გარკვეული ვალუტის გარკვეული ოდენობით გადარიცხვა და მხოლოდ მათ ნამუსზეა დამოკიდებული თუ რა ფასად მოგყიდიან სასურველ ვალუტას.

ვინც ვაჭრობს Forex-ზე ფორექზე ერთხელ მაინც უნდა ნახოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში თუ რა ფასი აქვს ნებისმიერ ვალუტას შემდეგ შეადაროს მიმდინარე ფასს პლატფორმაში და შეექმნება წარმოდგენა თუ რამდენად მომგებიანია ბანკებისთვის ეს ბიზნესი.
მესამე იარუსი არის მეორეს განშტოება და წარმდგენიალია ბროკერებით. ბროკერს ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ლიკვიდურობის მომწოდებელია, ბანკი. ბანკი გააფორმებს ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი სპრედი იქნება ხელშეუხებელი, სწორედ ამ მიზნით მოღვაწეობენ ბანკები ამ ბიზნესში და ბროკერები მათთვის მხოლოდ ბრუნვის გაზრდის წყარო და დამატებითი ლიკვიდურობაა. ბანკები ბროკერებს აწოდებენ ზუსტ ინფორმაციას რაც ხდება Interbank-ში, ბროკერები უბრალოდ უმატებენ თავის სპრედს და ბიზნესიც აწყობილია.
რითეილ ბროკერი იგივეა რაც კაზინო, მისი კლიენტების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ გააჩნია თუ როგორ ივაჭყროს სტაბილურად და მომგებიანად და როგორც წესი სტაბილურად აგებენ. სპრედის სისტემას პლიუს სტანდარტული ალბათობა ბროკერებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ თავისი შიდა მიკრო ბაზარი და დაუკავშირონ წამგებიანი მოთამაშეები მომგებიანებს ბანკის სპრედის გვერდის ავლით. როცა წონასწორობა დაირღვევა ბროკერის შიდა ბაზარზე ამ შემთხვევაში ბროკერი უკვე გადასცემს ორდერებს თავის ლიკვიდურობის მომწოდებელ ბანკს. ECN-ს არ გააჩნია შიდა ბაზარი, ყველა ორდერს აწვდის ლიკვიდურობის მომწოდებელს და კლიენტებისგან იღებს სპრედს და საკომისიოს.
ნუ გავიგებთ ისე, რომ რითEილ ბროკერები ყაჩაღები არიან ხოლო ECN-ები პატიოსნები. ისიენის უდიდესი მინუსი ის არის, რომ უფრო ნაკლებ მხარს გვთავაზობენ და გარკვეული საბაზრო კონდიციის დროს ბანკებმა შეიძლება საერთოდ შეუწყვიტონ ლიკვიდურობის მიწოდება და ტრეიდერი დარჩეს ბაზარზე შესვლის ან გამოსვლის შანსის გარეშე. ასეთი შემთხვევაბი როგორც წესი ხდება ნიუსების დროს. სწორედ ეს არის მიზეზი პლატფორმის გაყინვების ECN ბროკერებთან და აგრეთვე ბროკერებან ვინც გვთავაზობს ფიქსირებულ სპრედს, თუ interbank-ში იზრდება სპრედი ფიქსირებული სპრედის მქონე ბროკერი ამ მომენტში დიდი რისკის წინაშე დგება და ამიტომ ყინავს პლატფორმას.
* * *
ფასის მექანიკამოსახერხებელია ვიფიქროთ, რომ იმხელა ბაზარზე როგორიც ფორექსია სულ არის საკმარისი ლიკვიდურობა. თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ არის. არ არის მართალი, რომ ყოველ გამყიდველზე მოდის მყიდველი, ასე რომ იყოს ფასი საერთოდ არ იმძრავებდა. მაგალითად ბაზარზე 1.0000 ფასად შემოდის ყიდვის ორდერი, პირობითი მოცულობით 5. თუ 1.0000 ფასად არავის უნდა გაყიდვა ფასი დაიძრება ზემოთ სანამ არ შეივსება ამ ორდერის მოცულობა. წარმოვიდგინოთ გაყიდვის ორდერები მოცულობით 1 ელოდება შევსებას 1.0001, 1.0002, 1.0003, 1.0004 და 1.0005 ფასებზე. ბაზარი მივა ყველა ამ ფასთან და გაჩერდება 1.0005-ზე რადგან გაყიდვის ორდერი მოცულობით 5 მთლიანად შეივსო. ფასის ყოველი პუნქტით მოძრაობა ნიშნავს ტრანზაქციას, შევსებულ ორდერს. სხვა გზა ფასის მოძრაობისათვის არ არსებობს. თუ ფასი არ იძვრის ესეიგი ბაზარზე არის ბალანსი, ყოველი ახალი ორდერის დახურვა ან გახსნა გამოიწვევს მოძრაობას, მოძრაობის ძალა დამოკიდებული იქნება გახსნილი ან დახურული ორდერის მოცულობაზე. ანუ ბალანსიდან გადახრაზე.
გაგრძელება იქნება
This post has been edited by Did_Giorgi on 30 May 2010, 01:26