gastსისულელეს ვამბობ????
მოდი რა შეურაცყოფების გარეშე მწერე ჯერ ეს ერთი და მეორეც თუ კარგად გადაიკითხავ ჩემს წინა პასუხს მაშინ მიხვდები რაც გითხარი და მიხვდები რომ ბევრი კი არა საერთოდ არ გაგეგება გეტყობა ამ საგანში არაფერი და მე ბევრი მყავს გვერდით ვისაც ვკითხე და ვინც ეგრე აკეთებს და ისეთების მყავს ვინც 200%-ს უმატებს და ისეთებიც ვინც 30%-ს და ბიზნესის მნიშვნელობაც რომ არ ვიცოდე ლოგიკურად აზროვნების უნარი მაინც გამაჩნია რომ ერთმანეთს შევდარო და ავირჩიო რომელი ჯობია ამათგან..
თუ მაინც ვერ გაიგე რას გეუბნები განგიმარტავ თავიდან:
მაგ ხარჯების უმეტესობა რაც ჩამოთვალე გავლენას ახდენს საქონლის თვითღირებულებაზე და სწორედ მას შემდეგ რაც დგინდება თვითღირებულება ამატებ იმდენ პროცენტს რამდენიც გინდა და სწორედ ამ თვითღირებულებაზე ვამბობ რომ ამ თვითღირებულების 200% არ უნდა მოუმატომეთქი!
როგორც გატყობ არც თვითღირებულება იცი საიდან დგება საქონლის და ამიტომ გაქვს ასეთი რეაქცია და მე არ გაკადრებ ისეთი სიტყვებით შევამკო შენი ნაწერი როგორითაც შენ კადრულობ მაგრამ მოდი და ნუღარ მეკამათები იმაზე რაც არ გესმის და ან ჯერ კარგად გადაიკითხე რა მოგწერე და მერე დასაბუთებული არგუმენტით მიპასუხე ან აღარ მიპასუხო და ვის მეტი გაეგება ამ საკითხში მოდი და მაგაზე ნუ ინერვიულებ..
შენ ათმაგი დაუმატე საქონლის თვითღირებულებას და რომ ვერ იმუშავებ და მთავრობის გინებას დაიწყებ ისევ შენ თავს შენს უცოდინარობას და შენ ნაცნობ "ქართული ვაჭრობის ბურჯებს" დააბრალე

ძალიან სუბიექტურად მეჩვენება შენი პოსტები ამ თემაში და ჩემი ამ თემის მიმართ გამოთქმული აზრის მიმართაც....
მცირე მაგალითი (თუ გამოდგება მაგალითად):
შევიძინე ჩინეთიდან 2 ტელევიზორი - 1000 ლარად
ტრანსპორტირება დამიჯდა 1000 ლარი
განბაჟება დამიჯდა 500 ლარი
ანუ ეს ხარჯები (თუ არ გამომეპარა რამე, მეც ხომ ბევრი არ გამეგება) ადგენს დაახლოვებით თვითღრებულებას ხომ?
ასე რომ ჯამში გამოვიდა:
1000+1000+500=2500 ლარი
რადგან მაქვს 2 ტელევიზორი ნაყიდი ესეიგი თითო ტელევიზორის თვითღირებულება გამომივიდა 1250 ლარი ხომ?
ანუ ამ საქონლის შესყიდვა დამიჯდა თითო 1250 ლარი.
გაქვს ხარჯები: ქირა, დამლაგებელი, დენი, ოფისი, გამყიდველი, მასაჟისტკა და სექსუალური მდივანი ფოთოლა..
ეს ხარჯები გაქვს სიტყვაზე თვეში 2000 ლარი
ხო... ახლა უნდა გავყიდო ტელევიზორები..
მე ამ 1250 ლარს დავუმატებ 30%-ს ანუ 375 ლარს თუ არ ვცდები.
ანუ ჩემს მაღაზიაში თითო ტელევიზორი ეღირება 1625 ლარი..
თუ თითო გაყიდული ტელევიზორიდან მრჩება 375 ლარი ესეიგი საჭიროა გავყიდო თვეში სადღაც 6 ტელევიზორი, რომ ფირმის ხარჯები დავფარო და ამ 6 ტელევიზორს ზევით რაც გაიყიდება იქნება ჩემი ფირმის მოგება.
სიტყვაზე გავყიდე 20 ტელევიზორი
შემოსავალი მექნება: 25000 ლარი
ამას მინუს ხარჯები = 23000 ლარს ხომ?
ხოდა ამ 23000 ლარიდან ანუ მოგებიდან გადაიხდი ყველა საჭირო და სავალდებულო გადასახადს - მოგების, დღგ და რაც იქნება მოკლედ.. ვთქვათ სიტყვაზე 35% არის გადასახადები ტელევიზორების მაღაზიისათვის მოგების და კიდე რისიც არის

ანუ ამ ჩვენს 23000 ლარს მინუს 8050 ლარი გამოდის რომ მრჩება მე სუფთა მოგება 14 950 ლარი..
ეს ციფრები დასაზუსტებელია მაგრამ საერთო სურათს ალბათ მიხვდებოდი..
ხოდა ახლა შენ რომ ჩამოიტან ტელევიზორებს მერე თვითღირებულებას დაუმატე როგორც შენ ამბობ 10მაგი ფასი ანუ გაყიდე 12500 ლარად თითო ტელევიზორი

და ერთი ტელევიზორით ყველა ხარჯსაც გაისტუმრებ და და მაგარი მოგებაც დაგრჩება...
უბრალოდ მე რომ ვერ გაყიდი ჩემზე მეტს ან საერთოდ რომ ვერ გაყიდი მერე არ თქვა Bugler-ის მაღაზია ცუდია და საქმეს მიფუჭებსო რადგან შენი საქმე თავიდანვე განწირული იქნება...
ეს მაგალითი რაც დავწერე გაუმართავი და ბევრი შეცდომებით სავსეა, რასაც ნებისმიერი მცოდნე ჩამისწორებს მაგრამ შენ ალბათ გამოგადგება იმის მაგალითად, რომ მითხრა რატომ უნდა დაამატო თვითღირებულებას 10მაგი და არა სიტყვაზე თუნდა 30%.
პატივისცემით თქვენი კლავიატურადამდნარი Bugler.
P.S ყველაზე დიდ პოსტზე პრემიები არ არის?
This post has been edited by bugler on 18 Jan 2010, 19:42