რიხარდ სალერმა არ იცის რა ბედი ელის მის მილიონებს საქართველოში
"ბიზნესამბების" ამბების კორესპოდენტ დავით ბახტაძესთან საუბარში რიხარდ სალერმა აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს შეძლებს თუ არა თავისი მილიონების დაბრუნებას, რომელის ქართულ ბანკში განთავსების უფლება თავის ქართველ პარტნიორებს მისცა.
"სამწუხაროდ თქვენს კითხვებს ვერ ვუპასუხებ. ბანკები თქვენს ქვეყანაში ქართული კანონმდებლობის მიხედვით მუშაობენ და არ გასცემენ ინფორმაციას აქციონერებზე. ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ დირექტორს შეუძლია. სწორედ ამიტომ მე მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რასაც ის გვეუბნება. სამწუხაროდ, რეალურად რა ხდება არ ვიცით", - აცხადებს სალერი სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანია "სპორტ სალერის" დამფუძნებელი.

რიხარდ #სალერი (Richard #Saller) გერმანელი ბინესმენია. მან საქართველოში ფულიც დააბანდა და გარკვეული თანხა საპოროცენტო განაკვეთიდან სარგებლის მისაღებად ერთ-ერთ ქართულ ბანკში განათავსა, დაახლოებით 10 მილიონი ლარი. საქართველოში მისი პარტნიორები "#იბერია ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელი ტარიელ #ხეჩიკაშივილი და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი გოჩა (ვახტანგ) #თამაზაშვილი არიან. სწორედ მათ გამო კარგავს სალერი მილიონებს.
ბიზნეს-აფიორის სქემა შემდეგია: ტარიელ ხეჩიკაშვილი გოჩა ენუქიძესთან და მიხეილ ალხანიშვილთან ერთად #IBG-ს 1999 წელს აფუძნებს. შემდეგ მას პარტნიორებთან მოსდის კონფლიქტი. მათი წილების გამოისასყიდად კი ფული დასჭირდა. სწორედ აქ ჩნდება თამაზაშვილი. ის არწმუნებს რიხარდ სალერს, რომ ფული ქართულ ბანკში განათავსოს მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან მეტი სარგებლის მისაღებად. სალერი თამაზაშვილს მინდობილობას აძლევს ფულის განთავსებაზე. ამის შედეგ, თამაზაშვილს და ხეჩიკაშვილს სურთ სალერის დეპოზიტით გამყარებული სესხის აღება, რათა ალხანიშვილისგან და ენუქიძისგან "იბერია ბიზნეს ჯგუფის" წილები გამოისყიდონ. ბანკი მათ უარს ეუბნება, რადგან თამაზაშვილს არ აქვს თანხის განკარგვის უფლება. შემდეგ, თამაზაშვილი არწმუნებს სალერს გადაიტანოს ფული სხვა ბანკში, რომელთანაც სესხის აღებაზე წინასწარ იყო შეთანხმებული. სალერი თამაზაშვილს ისევ ენდობა. ფული გადააქ. ხეჩიკაშვილს და თამაზაშვილს გამოაქვთ გერმანელი ინვესტორის ფულით გამყარებული სესხი.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "იბერია ბიზნეს ჯგუფი" ვალებში იხრჩობა. მისი ვალები აქტივებს ხუთჯერ აღემატება. სწორედ ამიტომ, ახლა სალერი თავისი მილიონების დაკარგვის წინაშეა. ის ბანკიდან ფულს ვეღარ წაიღებს, რადგან სწორედ ეს ფული არის გარანტი იმ სესხისა, რომელიც თამაზაშვილმა და ხეჩიკაშვილმა სალერის ზურგს უკან გამოიტანეს.
არადა, ცოტა ხნის წინ SPORTAL.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში რიხარდ სალერი სამომავლოდ საქართველოში დასახლებაზეც კი საუბრობდა. თუმცა, მის საბანკო ანგარიშზე რამდენიმე მილიონით ნაკლები რომ იქნება განთავსებული, ალბათ გადაიფიქრებს.