"ინტერნეტ მარკეტინგის (განვითარება) რას ნიშნავს საერთოდ ?

მაშინ ჩვენნ მარკეტინგული კომუნიკაციის განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ და არა (ინერნეტ მარკეტინგის განვიტარებაზე) იმიტომ რომ
მარკეტინგი და მარკეტინგული კვლევა, ეს არის კომპანიაში საკუთარი ბაზრის და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებისას გაურკვევლობის შემცირების მიზნით. მარკეტინგული კვლევა შეიძლება მიმართული იყოს შემდეგი საკითხების შესწავლისკენ: მომხმარებელი (შემოსავლები, განათლება, ასაკ-სქესობრივი სტრუქტურა, ბაზარზე ქცევის მოტივები და ა.შ.),
ბაზარი (ტენდენციები, დემოგრაფიული ფაქტორები); კონკურენტი (დაკავებული წილი ბაზარზე, ძლიერი და სუსტი მხარეები); ბაზრის ინფრასტრუქტურა (შუამავლები, პოტენციური დილერები და ა.შ.);
პროდუქცია და ფასი (რა უპიტრატესობას ანიჭებს მომხმარებელი
ბაზარზე არსებულ პროდუქციას: დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები, სერვისი და ა.შ.); რეაზლიზაციის გზები.
გარდა ამისა, მარკეტინგული კვლევა მიზნად შეიძლება ისახავდეს კომპანიის
შიდა მდგომარეობის შესწავლას, კომპანიის კონკურენტუნარიანობისა და ასორტიმენტის ადეკვატურობას ბაზარზე.
კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ბაზარი კიეს არის მომხმარებელთა ჯგუფებად დაყოფა, ჯგუფში ერთიანდებიან ის მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მოთხოვნები, ფასდება თითოეული ჯგუფის რიცხოვნობა, დგინდება მათი წილი მომხმარებელთა საერთო რაოდენობაში მოცემულ ბაზარზე. გარდა
ამისა, სეგმენტაცია შეიძლება განხორციელდეს გეოგრაფიული, დემოგრაფიული და სხვა ნიშნების მიხედვით. საბოლოო ჯამში ბაზრის სეგმენტაციის განხორციელების შემდეგ კომპანია ირჩევს მიზნობრივ სეგმენტებს განსაზღვრავს მათ მოცულობას, ღებულობს გადაწყვეტილებას თავისი პროდუქციის პოზიციონირების შესახებ და შეიმუშავებს მარკეტინგულ გეგმას.
მარკეტინგული კომუნიკაციის სისტემა კი ეს არის ინსტრუმენტების კრებული რომლის მეშვეობითაც კომპანია ამყარებს კავშირს მომხმარებელთან ინფორმირებისათვის პროდუქციისა და სერვისის შესახებ.
და თუ ჩვენ აქ განვიხილავთ პრობლემებს პირველ რიგში უნდა განვიხილოთ "ელექტრონული კომერცია" რა უნდა გაკეთდეს მისი ხელშეწყობისთვის და განვითარებისათვის.