ისტორია
EFES საქართველო - სააქციო საზოგადოება ლომისი
სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება.
ლუდსახარში ნატახტარი
მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, კომპანია “ეფესი”, მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. “ეფესი” მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.
პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა.
საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერით და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პოლიეთილენის ბოთლები იფარება დამცავი გარსით, რაც პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვას და შენახვის ხანგრძლივობას განაპირობებს.
პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.
ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 60%-მდე წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს(ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს
2008 წლიდან კომპანია “ნატახტარი” გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.
http://www.natakhtari.com/?action=page&pag...eon=31&lang=geo