www.kursebi.ge 1)
ლარის მიმდინარე კურსისაბაზრო კურსის გამოანგარიშებისას გამოიყენება ყველაზე უახლესი ინფორმაცია, რომელიც დაიანგარიშება ბანკთაშორისი გაცვლითი კურსებისა და დედაქალაქში არსებული მსხვილი სავალუტო პუნქტების გაცვლით კურსების გამოყენებით.
საბაზრო კურსის განახლება ხდება საათში ერთხელ – 11:00–19:00 პერიოდში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი კურსები.
ლარის კურსი წარმოდგენილია სამ ვალუტასთან მიმართებაში: აშშ დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი. ევროსა და ფუნტი სტერლინგის მიმართ ლარის კურსი გამოითვლება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე არსებული აშშ დოლარი/სტერლინგი და აშშ დოლარი/ევროს მიმდინარე კროს კურსების გამოყენებით.
2)
ლარის მიმდინარე კურსის გრაფიკული გამოსახვააღქმის გამარტივებისათვის ლარის კურსი აისახება გრაფიკზეც, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დააკვირდეთ ლარის გაცვლითი კურსის დინამიკას თქვენთვის საინტერესო კონკრეტული პერიოდისათვის.
გრაფიკზე წარმოდგენილია კონკრეტული თარიღისათვის ლარის კურსის საწყისი, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი, დაბალი და დახურვის ანუ საბოლოო კურსები.
კურსის გრაფიკული გამოსახვა წარმოდგენილია სამ ვალუტასთან (აშშ/დოლარი, ევრო და ფუნტსტერლინგი) მიმართებაში.
3)
საუკეთესო კურსებიჩვენი კონვერტორის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ კონრეტული მომენტისათვის ვინ გთავაზობთ თქვენთვის ხელსაყრელ/საუკეთესო გაცვლით კურსს.
სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვალუტის კონვერტაცია ბანკებში ან სავალუტო პუნქტებში, შემდეგ – თანხის ოდენობა, შემდეგ – რომელი ვალუტიდან რომელ ვალუტაზე გსურთ თანხის დაკონვერტირება და ბოლოს „კონვერტ“–ღილაკზე დაჭერით კონვერტორი ავტომატურად დაახარისხებს საუკეთესო შემოთავაზებების მიხედვით (პირველ ადგილზე იქნება ის ორგანიზაცია რომელიც ყველაზე კარგ კურსს გთავაზობთ).
4)
უცხოური ვალუტის კროს კურსებიჩვენგან თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტყოთ უცხოური ვალუტის მიმდინარე კროს კურსები. კროსკურსები წარმოდგენილია აშშ/დოლარი ევროსთან და აშშ/დოლარი ფუნტ–სტერლინგთან მიმართებაში.
5)
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსითქვენ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიმდინარე და მომდევნო დღის ოფიციალური გაცვლითი კურსები. ოფიციალური კურსები წარმოდგენილია აშშ/დოლარსა და ევროსთან მიმართებაში, თუმცა ღილაკზე „ვრცლად“ დაჭერით თქვენ შეგიძლიათ ლარის გაცვლითი კურსის ნახვა სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც.