#24392119 · 10 Mar 2011, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რომ ცოტა არ იყოს და დაჯერებაც კი მიძნელდება.
ლლევ
QUOTE | და ჩემით დამოუკიდებლად ჩემივე ფულით სადმე ტრეინინგზე რომ მივდიოდი იმაზე ბრაზდებოდნენ ხოლმე თვითონ რისი შემომთავაზებლები იყვნენ |
რა მაინტერესებს, იმ ტრეინინგის კურსი თქვენს სამსახურებრივი მოღვაწეობის სფეროს ეხებოდა თუ არა? ან უკმაყოფილებას რატომ გამოხატავდნენ? მიზეზად რას ასახელებდნენ?
QUOTE | ისიც შევთავაზე სამედიცინო დაზღვევა თქვენი სახელით გაგვიკეთეთ რომ ფასდაკლება მოგვცენ და მერე ხელფასიდან ჩამოგვაჭერით ყოველთვე ჩვენ-თქო და მაგაზეც უარი თქვეს |
უარის მოტივად რა დაასახელეს? ნებისმიერი კომპანია, ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობით! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თუ ადამიანი ავადაა, ვერ მიდის სამსახურში, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და კომპანია ზარალობს. ძალიან გთხოვთ მიზეზი დაასახელეთ  QUOTE | პროგრესული იდეები და თანამშრომელთა ინტერესების დაცვა შენ არ გეხება |
ვინც არ პროგრესირებს, ის „იყინება“, მისი წარმატების შანსი სულ უფრო და უფრი კლებულობს. სამწუხაროდ, აქ დღეს არ არის ისეთი კონკურენცია როგორიც უნდა იყოს წესით, მაგრამ კონკურენციის ზრდასთან ერთად (რაც იმედი მაქვს ძალიან მალე დაიწყება), პროგრესისა და განვითარების გარეშე ვერც ერთი კომპანია ვეღარ იფუნქციონირებს ნორმალურად. დავიჯერო ამას ვერ აანალიზებენ?
Mama_Basili
QUOTE | ჩემი უფროსი სამსახურიდან იმიტომ მიშვებდა რომ შენს გვერდით კადრები ვერ ვითარდებიანო, შენ ბევრი იციო... ასეთ მიზეზს რომ გეტყვიან სამსხურიდან წასასვლელად რა ჭკუაზე უნდა დადგე ვინანე რომ ბევრი მცოდნია მეთქი |
ბევრი რამე მსმენია, მაგრამ მსგავსი არაფერი. ძალიან გთხოვთ, თუ უხერხულობას არ შეგიქმნით დაასახელოთ ის ორგანიზაცია სადაც მსგავსი რამ ხდება. „ზედმეტ“ პროფესიონალიზმს სად ებრძვიან ასე წარმატებით? თანაც იმ ქვეყანაში სადაც, პროფესიონალების მძაფრი უკმარისობაა.
|