gkhvedeწლიური გადასახადი არ არის - რეგისტრირდები კონკრეტულ გამოცდაზე (გამოცდამდე დაახლოებით 10 თვით ადრე "იხსნება" გამოცდაზე რეგისტრაცია). რაც ადრე რეგისტრირდები, მით უფრო იაფი გიჯდება. პირველი გადასახადი მოიცავს ერთჯერადი რეგისტრაციის საფასურს სადღაც 500$-მდე, პლუს უშუალოდ გამოცდის (გამოცდაზე რეგისტრაციის და მასალების ღირებულება) საფასური დაახლოებით 700$-მდე. წიგნის საფასური შედის ამ თანხაში, მხოლოდ გზის საფასურს ამატებ 40$-მდე და 1 კვირაში შენს წიგნებს მიიღებ თბილისში UPS-ით.
ჩემი რჩევაა, იმეცადინო არა ძირითადი კურიკულუმით (ძირითადი 6ცალი 600-გვერდიანი წიგნებით), არამედ ე.წ. შვესერ ნოუთებით:
http://www.schweser.com/cfa/level-1 დაახლოებით ნახევრამდეა სამეცადინო მასალა დაყვანილი შვესერ ნოუთებში, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერია, რაც ცოდნის მისაღებად და გამოცდისათვის მოსამზადებლადა საჭირო. ძირითად კურიკულუმში მეტისმეტად ბევრი მაგალითებია და მასალაც ძალიანაა (იმჰო ზედმეტად) გადაღეჭილი.
თუ ამხელა ფასის გადახდას ვერ შეძლებ (შვესერ ნოუთების ყველაზე იაფი პაკეტი 400$ დაგიჯდება ადგილზე, პლუს საქართველომდე ჩამოტანა სადღაც 6კგ-ის საფასური და დღგ), მაშინ შეგიძლია შეიძინო იბეიდან ან ამაზონიდან წინა პერიოდის მეორადი სახელმძღვანელოები:
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_1...evel+1+schweserოღონდ აუცილებლად გადაამოწმე სელერის რეიტინგი და მითითებული ISBN ნომერი - შეიძლება დისკებს ყიდდნენ და არა რეალურ წიგნებს.
და ნუ ტორენტებზე უფასოდ მოიპოვება შვესერის ყველაზე სრული პაკეტები თავისი მოქ-ეგზამებიან (საგამოცდო ტესტების პაკეტები, წინასწარი თვითშემოწმებისათვის), სიქრეთ-სორსიან და ქუიქშითიანად

პ.ს. 2013-ის ძირითადი კურიკულუმები შემიძლია გათხოვო, თუმცა ვიმეორებ, მე შვესერის ნოუთებს გირჩევდი სამეცადინოდ.