kazakiსაქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №95/01
2009 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
,,სალაროს მეურნეობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №328 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №328 ბრძანება ,,სალაროს მეურნეობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. ქადაგიძე
ძველ კანონში (გაუქმებამდე)
2. სალაროში ნაღდი ფული მიიღება მხოლოდ შემოსავლის ორდერით, რომელსაც აქვს ორი მხარე. ორდერის შუაში ჩამოსახევ ხაზზე ისმება ორგანიზაციის ბეჭედი. ფულის შემომტანზე გაიცემა მთავარი ბუღალტრისა და მოლარის ხელმოწერით დადასტურებული, შემოსავლის ორდერის მეორე ნაწილი-ქვითარი, რომელზეც იქნება პირის მრგვალი ბეჭდის ნახევარი. სალაროდან ნაღდი ფული გაიცემა სალაროს გასავლის ორდერით.
როგორც ასეთი თვითონ ორდერები არ გაუქმებულა, მაგრამ ამ კანონიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ შემოსავლისა და გასავლის ორდერებით არ დასტურდება თანხის როგორც მიღება ასევე გაცემა...
* * *
კანონი ძალადაკარგულად გამოცხადებაზე ....
http://matsne.gov.ge/index.php?option=com_...ocView&id=83266პირველადი კანონი.. "სალაროს მეურნეობის შესახებ"
http://matsne.gov.ge/index.php?option=com_...View&id=1344258