მოკლედ დღეს ვიყავი ორ ფირმაში ქავტარაძეზე სკოტის ფირმის პროდუქტებს რომ ყიდიან და იოსებიძის ქუჩაზე გოსთის ფირმის ველოსიპედებს.
სიმართლე გითხრათ დავიბენი
მოკლედ მაჩვენეს კატალოგი და მე ვარ 187 სმ. ჩემი მონაცემებით მჭირდება ველოსიპედი ზომით L ან XL. ნუ უფრო L. ორივე მაღაზიაში მეუბნებიან რომ მედიუმი აიღეო დიდ ბორბლებიანიო. L ს ძალიან დიდი ბორბლები უყენია და შენთვის დიდი იქნებაო. არადა მედიუმი აშკარად არი ს სხვა სიმაღლის ადამიანებისათვის.
მედიუმს თუ იყიდიო მანევრირებას ადვილად გააკეთებო ხოლო L ს თუ იყიდიო გაგიჭირდებაო

მოკლედ ორივე მაღაზიაში მედიუმი მითხრეს.
რაც შეეხება მოდელებს რომელიც შემომთავაზეს:
სკოტი ასპექტ მედიუმი 750 - 1195 ლარი
გოსთი 27.5 იანი ინჩი მედიუმი - 1300 ლარი
გოსთი ტაკანა 2 - 1200 ლარი
რაც შეეხება ველოსიპედის სამაგრებს ყველგან დაახლოებით 350 ლარი ღირს მაღაზიებში ანუ მანქანას საბარგულზე რომ მივუმაგრო. მაი მარკეტზე ვნახე ეს და იქნებ რეკომენდაცია გამიწიოთ მე მყავს კია პიკანტო პატარა მანქანა.
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...back_page_num=1ასევე მითხრეს რომ შეიძლება საბურავები მოვხსნა და ისე ჩავდო საბარგულში ჩემი და ჩემი შვილის ველოსიპედი მაგრამ ან ცეპი არ მოძვრეს ამ რა,ე არ დაუზიანდეს მეშინია.
ეხლა რაც შეეხება ბავშვების ველოსიპედს. სკოტში მითხრეს ვოლტაგ 25 რომელიც ღირს 725 ლარი. იოსებიძეზე საერთოდ არ აქვთ. ჩემი შვილი არის 9 წლის ნუ მაღალი ტანის და ზდაროვი არ არის.
ხვალ ვაპირებ წასვლას ველო+ ში დიღომში რომ არის და ექსტრემ ში.ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ტქვენი ზრები. აქსესუარებიც საკმაოდ დიდი ხარჯი გამოდის ფანარი, სპიდომეტრი და ა.შ. მადლობა წინასწარ