ყურადღება!
ეს პოსტი ეძღვნება ინტერნეტში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ MFX Broker-ს და MFX Capital-ს აღარ გააჩნიათ IFSC-ს ლიცენზია.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კონკურენტ კომპანიების მხრიდან ღია ცილისწამებას იმისათვის, რომ საკუთარი არაკეთილსინდისიერი ქმედებებიდან გადაიტანონ ყურადღება იმ კომპანიაზე, რომელიც უკვე 9 წლის განმავლობაში გამართულად ახორციელებს საკუთარ საქმიანობას მსოფლიოს 30 ქვეყანაში, ყოველთვის ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, და ამით ახორციელებს ზემოაღნიშნული კონკურენტ კომპანიებიდან კლიენტების გადმობირებას.
სამწუხაროდ, ბევრი კომპანიის თანამშრომლებს და მათ მმართველებს გაპიარება მხოლოდ სხვისი ვითომ დამცირებით შეუძლიათ, და რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელსაც გაკისრებენ - უნდა გაიმართლო თავი, და მიაწოდო მომხმარებელს სწორი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ MFX Broker წარმოადგენს Master Services Inc-ის ჰოლდინგის ერთ ერთ ბრენდს, და 2013 წლის დასაწყისიდან ყველა ფინანსური ოპერაცია ხორციელდება Master Services INC-ის იურიდიული სახელით, რაც აღწერილია კომპანიის ვებ გვერდზე და პირად კაბინეტში.
იგივე ეხება ჰოლდინგის საინვესტიციო პროგრამა MFX Capital-ს.
Master Services Inc ლიცენზირებულია IFSC-ს მიერ ორ საქმიანობაზე - სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობასა და სახსრების მოზიდვაზე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IFSC-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე:
http://www.ifsc.gov.bz/licensed-service-providers/list-f/ LIST OF LICENSED SERVICE PROVIDERS FOR TRADING IN SECURITIES 2016, სადაც კომპანიას #42-ის ქვეშ იხილავთ.
ხოლო გვერდი LIST OF LICENSED SERVICE PROVIDERS FOR INTERNATIONAL ASSET PROTECTION AND MANAGEMENT (ლინკი
http://www.ifsc.gov.bz/licensed-service-providers/list-e/ ), სადაც Master Services Inc #8-ის ქვეშ არის წარმოდგენილი, არ იყო განახლებული 2016 წლისთვის თვით IFSC-ს მიერ. და ეს არა მხოლოდ Master Services INC, არამედ ყველა კომპანიას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ IFSC-მ უბრალოდ არ განაახლა გვერდი, და არა იმას, რომ Master Services INC-ს და დანარჩენ 17 რეგისტრირებულ კომპანიას ჩამოართვეს ლიცენზია.
Master Services INC ისევ რეგისტრირებულია IFSC-ს მიერ, ხოლო IFSC განაახლებს 2016 წლის ცხრილს უმოკლეს დროში.
დამატებითი შეკითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო დღეებში დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, ნომერზე: 2 158 999
პატივისცემით,
MFX Broker Georgia-ს დირექტორი და MFX Capital-ის პროგრამის მმართველი,
მარგარიტა ჟიზნევსკაია