აი ქართულად:
http://www.myforex.ge/?cat=17ოღონდ ძალიან ნუ მიეძალები ინდიკატორების კითხვას.
საჭიროა მაგრამ არაფრის მომცემი

მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა.
ინდიკატორების ძებნას ორ შემთხვევაში იწყებს ადამიანი:
1. არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო;
2. უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის.
ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს).
ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე.
ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს).
ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში.
ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას, მოძრაობა შეწყდა წერტილში 1, მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) , მაშინ მე3 წერტილიდან 2 -ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში და თქვენ მოიგებთ.
მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს.
ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ.
მიმაგრებული სურათი