Silverlightთვეში 100%–ს დღეანდელი დინამიკის ბაზარზე გენიოსობა არ სჭირდება უბრალოდ საქმე კარგად უნდა იცოდე და რასაც შენ აკეთებ ფორექსზე ვაჭრობა არ ქვია მაგას არ ვიცი რა შეიძლება დაარქვას ადამიანმა!ფორექსის აზრზე არ ხარ,მაგას წუწაობა ქვია!!!!
* * *
Bichoისწავლე და თვითონ გააკეთე პროგნოზები,მზა მზარეულს არავინ არაფერს დაგიდებს წინ.
* * *
Silverlightვალით ან სხვისი ფულით ვაჭრობა ეგ ფორექსის წესების ნომერ პირველი დარღვევაა,ეს უდისციპლინობის და არააკურატულობის გამოვლენაა და იდიოტიზმი რასაც გაკოტრებამდე მიჰყავხარ და საერთოდ რეალურ ანგარიშს რომ გახსნი მერე ვილაპარაკოთ და მერე ვიკამათოთ,ვნახავ რა ხასიათზე იქნები.
ბინის ქირაობას და სწავლას რაც შეეხება ეგრე ადვილი სალაპარაკო არ არის ეგ,ბაზარი ბაზარია,შეიძლება 2 კვირა ვერ შეხვიდე ბაზარზე და შეიძლება შეხვიდე და დიდი პუნქტების პორცია გამოიტანო! მომავალ წელს ხომ შეგაქვს 20კ და მერე ვილაპარაკოთ,ვნახავთ როგორ შეიცვლება შეხედულებები!! ისე ჩვენ ჩვენს მოგებაზე არც ვლაპარაკობდით,შენ ითხოვდი შემიფასეთ შემიფასეთო და შეგიფასეთ!
ეხლა დაგროვებას რაც შეეხება: ფორექსის კიდევ ერთი წესია ყოველ თვე მოგების საკმაოდ დიდი ნაწილის გამოტანა,ამის ერთი პლიუსი ისაა რომ ფსიქოლოგიურად მშვიდად ხარ და მეორე მიზეზი აქამდე ის იყო რომ ბროკერებს კანონი არ აკონტროლებდა და შეიძლებოდა დიდი თანხა აღაც გამოეტანებინათ შენთვის! დღეისთვის ასე თუ ისე ნელ–ნელა რეგულირდება ყველაფერი და ტრეიდერის დაცვასაც იწყებს კანონი მაგრამ აქამდე სრული ქაოსი იყო ასე რომ აქ რეპლიკების სროლას ჯობია ჩაფიქრდე და გადაიკითხო ან გაიკითხო სიტუაცია თუ რა და რატომ ხდება!!!! ეხლა შემოდიან წარმომადგენლობები,მართალია მთლად მაგის იმედზეც ვერ იქნები მაგრამ წარმომადგენლობა პატარა იმედს მაინც გაძლევს რომ ვიღაც შენს ინტერესებს დაიცავს თუმცა ვიმეორებ––>ამის იმედი ოდნავადაც არ უნდა გქონდეს

) ასე რომ მოდით თქვენ ორნი ნამდვილ ფულს რომ შეიტანთ ნამდვილ ანგარიშზე (სტანდარტზე და არა ცენტურზე)ზუსტად ერთ თვეში ნახავთ როგორ განსხვავდება დემო ანგარიშისა და რეალური ანგარიშების სიტუაციები ერთმანეთისგან!საერთოდ ისე ხდება რომ დემოდან გადასვლის შემდეგ ერთ თვეში აორმაგებენ ან ახუთმაგებენ იმიტომ რომ უმართლებთ და მერე ხდება ძალიან ცუდი რამ–>კოტრდებიან,ზოგი ამას "ატარებს" და ამის მერე კი არ სწავლობს მიდის სასესხებლად და უარესი მოსდის.მე ბევრი რაგაც გადამიტანია ფორექსის მხრივ 5 წელი ცოტა დრო ნამდვილად არ არის და თქვენსავითაც მილაპარაკია და კიდევ სხვანაირადაც,ბევრი მცდარი რაღაც მითქვამს დარწმუნებით და ეხლა რომ ვუფიქრდები ვხვდები რა ლენჩიც ვიყავი როცა გამოცდილი ტრეიდერები ზუსტად ამ ფორუმზე მარიგებდნენ ვცოფდებოდი და ვბრაზობდი ამათ რა გონიათ,დიდი წარმოდგენები აქვთ თავზეთქო მაგრამ გამოცდილებამ მანახა რომ მართლები იყვნენ და ჯობდა დამეჯერებინა.ფორექსზე მიღებული გამოცდილება გამოსადეგია მაგრამ მწარე––>>! მარტო წიგნების კითვა და იაპონური სანთლები არა:სტატიები და ფსიქოლოგფიაზე და მენეჯმენტზეც იკითხეთ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია დაიმახსოვრეთ! რეალურ ანგარიშს რომ გახსნით მერე გავნაგძოთ კამათი!