mixringulaდიდ დრო გავიდა, აბა რა ქენი
ეს ნახე აბა
თხის ყველს საქართველოში დღეისათვის უმეტესად ოჯახურ მეურნეობებში ამზადებენ და ის მარკეტებში კილოგრამი დაახლოებით 40 ლარად იყიდება. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც თხის ყველს, სპეციფიკური მომხმარებელი ჰყავს. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მათი პროდუქტი უმეტესად ტურისტულ ადგილებში იყიდება და მას უცხოელები იძენენ. გაცილებით ძვირად ფასობს თხის ყველი უცხოეთში. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში წარმოებული ყველის ექსპორტს შორეული პერსპექტივა აქვს, რადგან ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად მან უამრავი ბარიერი უნდა გადალახოს. ადგილობრივი მეწარმეების თქმით, თხების მოშენების ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ ადგილობრივ ფერმერებს კარგი ჯიშის შინაური ცხოველის შესაძენად და ფერმების თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად ფინანსები არ აქვთ.
თხების მოშენებას ფერმერებმა შედარებით აქტიურად ბოლო წლებში მოჰკიდეს ხელი. მიზეზი მისგან მიღებული პროდუქტების მაღალი ფასი და ამ ცხოველების შენახვის შედარებით დაბალი დანახარჯები გახდა.
გოგიტა ჩუბინიძემ თხების მოშენება ტყიბულის რაიონში, სოფელ ოჯოლაში ორი წლის წინ დაიწყო. მეურნეობაში ამჟამად 100 მეგრული ჯიშის დედა თხა ჰყავს. თხები სოფელში მის წინაპრებსაც ჰყავდათ და ახალგაზრდა ფერმერმაც გადაწყვიტა ხელი ოჯახისთვის ნაცნობი საქმისთვის მოეკიდა.
„თხის ყველს კარგი ფასი ჰქონდა, ეს საქმე ამიტომ დავიწყე. ბოლო დროს ბევრი მირეკავს თბილისიდან– თხის რძე უნდათ. ლიტრაში 6 ლარს მთავაზობენ, მაგრამ მე არ მაქვს იმდენი, რომ რეგულარული მიწოდება შევძლო. ამიტომ მინდა ჯერ მოვამრავლო თხები. ახლა მალე დოლი მექნება, რძეს არ გავყიდი, ციკნებს ვაჭმევ, რომ გამოვზარდო. 200–300 სულამდე რომ გავზრდი ფარას, მერე დავიწყებ რძის რეალიზაციას. ერთ–ერთმა დამკვეთმა მითხრა, რომ მალე ქუთაისთან თხის რძის შემგროვებელი პუნქტი გაიხსნება და იქ შემიძლია ჩავაბარო. თხის ხორცზეც დიდი მოთხოვნაა. ქუთაისის რესტორნები ყიდულობენ, კილოგრამს 8–10 ლარად. ციკნის ხორცი კიდევ უფრო ძვირია. ქუთაისის ბაზარში კილოგრამი 13–14 ლარი ღირს.
http://eugeorgia.info/ka/article/284/aqvs-...vedris-shansi-/
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)