ალიბაბა თვითონ არაფერს ყიდის. მწარმოებლებს აქვთ მანდ განცხადებები და ყურადღება მიაქციე:
1. რამდენი ხანია ეწევა საქმიანობას
2. თავისი საიტი
3. კონტაქტი (მიმოწერა, ტელეფონი)
4. გადახდის ფორმა L/C (მაგრამ ძვირი ჯდება და გიძვირდება პროდუქცია. აზრს კარგავს ალიბაბადან ჩამოტანა პატარა პარტიებზე)
სანამ ვინმეს რამეს გადაურიცხავ დაფიქრდი და კარგად აწონ-დაწონე. 3-4 მწარმოებელთან მაქვს სისტემატიური ურთიერთობა ალიბაბაზე ნაპოვნ მწარმოებლებთან და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. L/C-ც არ გამომიყენებია არასოდეს მათთან. ერთთან მეგობრობაც მაკავშირებს უკვე, საჩუქრებს ვუგზავნით ხოლმე ერთმანეთს

ისე რა სახის პროდუქციაზე ფიქრობ? რა რაოდენობაზე? რისკები რომ თავის თავზე აიღოს კომპანიამ და % დაიტოვოს გაწყობს? წარმატებები.