2000$-ად?! - როგორ არა...
არ მესმის თანაფორუმელების ასეთი დამოკიდებულება, ყველა ხომ ვერ დაიწყებს 20-30 ათასით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნულიდან იწყებენ

და მე ამას ძალიან ვაფასებ.
გეტყვი რამდენიმე ვარიანტს, რაზეც შეიძლება გეყოს ეგ თანხა:
1.ბლოკების ბიზნესი - სამშენებლო კომპანიების მომარაგება საშენი მასალით
2.მინერალური წყლების დისტრიბუცია - ვინაიდან საქართველოში ამის ბევრი რესურსია, კომპანიებს, რომელიც აწარმოებენ მინერალურ წყალს. შეგიძლია შეუთანხმდე, და რაკი მათი უმრავლესობა მარკეტინგის აზრზე არ არის უჭირთ გაყიდვა, და ამ დროს შენ, მხსნელი ანგელოზოვით გამოჩნდები და დაუხატავ ლამაზ მომავალს

შეგიძლია შენ შესთავაზო, ისე რომ არ გაუმხილო შენი გაყიდვების სტრატეგია, შეუთანხმდე არა საბითუმო ფასზე არამედ სადისტრიბუციო მომსახურებისთის საფასურზე. ხოდა შემდგომ გაყიდო სპორტ ტარბაზებსა და ოფისებში. - ეგ თანხა თავისუფლად გეყოფა პირველ ეტაპზე.
3.საინფორმაციო მომსახურება ტელეფონით (ანუ ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია გაყიდო, რომელშიც არაფერს გადაიხდი) დაილოცოს ინტერნეტი

ხარჯები კი წაგივა: ტელეფონზე, შემდგომ გააფორმებ კონტრაქტს ტელეკომთან, რომ ყოველ შემოსულ ზარზე ან დარიცხულ წუთზე (შეთანხმებით) დაგერიცხოს ამდენი და ამდენი შენს ანგარიშზე. ორიცალი პენტიუმ 2 (200 $ ორივე ერთად) და ა.შ. ბევრი არაფერი. ნუ ტელეფონი დაახლოებით 400 ლ. იქ DSL 50-იც გეყოფა თვეში. ხელფასები ოპერატორებზე და ეგ არის და ეგ.
4.პოლიგრაფიული მომსახურება - იყიდე სიდი ლაბელ პრინტერები, ანუ დისკებზე წარწერებს, რომ აკეთებს (ყველაზე მაგარს იშოვნი 150 $-ში) ნუ მოკლედ ბევრი არაფერი ხარჯია და რაც მთავარია ძალიან საჭირო რამაა და კლიენტებიც გეყოლება. მთავარია მათ იცოდნენ შენზე

5.ჯერ ესენი ნახე