კომპანიის აქციების შეძენა. ამერიკის საფონდო ბირჟაზე თუ გაინტერესებთ აქ შეგიძლიათ მოიძIოთ ბევრი ინფორმაცია. ეს ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის შევქმენი.
https://discordapp.com/invite/c6Yj7ws * * *
2013 წელს ამ ფორუმზე ჩემი პოსტი ვიპოვე

)) და აქვე ვაზიარებ არ დაგეზაროთ ამის წაკითხვა.
მე მაქვს ესევთქვათ რამოდენიმე წესი რომლებიც მუდამ თავში მაქვს, ეს წესები შემდეგნაირად ჟღერს:
1. არ უგულვებელყო მოძრაობის სიძლიერე მაღლა ან დაბლა ( ვოლუმი მაქვს და ფასის ქმედება მხედველობაში ) როცა სატვირთო მატარებელი დაიძრება ნუ აღმოჩნდები მის წინააღმდეგ.
2. ყველაზე მნიშვნელოვანია ფასის მოძრაობა, ქმედება ( ნუ price action )მიაქციე ყურადღEბა ამას ნუ ებრძვი მას.
3. მენტალური სტოპები( ბევრი ტრეიდერი იყენებს ესეთ მიდგომას სტოპ ორდერებს არ აყენებენ ისინი ფიქრობენ მენტალურად რომ თუ აქციის ფასი ამ ფასზე დავარდა გავყიდი, აქ მუშაობს შემდეგი ფსიქოლოგია თუ დავარდა არ გავყიდი კიდევ ვაცლი ცოტას იქნებ მოტრიალდეს და ზევით წავიდეს. შეცდომაა) გიბიძგებს ემოციური ტრეიდებისკენ არასდროს გამოიყენო მენტალური სტოპები გამოიყენე და დააყენე ფიზიკური სტოპ ორდერები. იფიქრე შემდეგნაირად შენ ან ხარ ტრეიდში ან არ ხარ.
4, მენტალური სტოპი კიდევ ნიშნავს მე არ ვარ დარწმუნებული სად დავაყენო სტოპ ორდერი
5, ნურასდროს იქნები გამოკვეთილად ხარი ან გამოკვეთილად დათვი უნდა შეგეზლოს ადაპტაცია ორივე მიმართულებაზე და უნდა იცოდე როდის არის ხარების მარკეტი და როდის არის დათვების მარკეტი, რომ შესაბამისი სტრატეგიებით ლონგ/შორტ პოზიციები აიღო ხარების მარკეტის დროს ზლიერი კომპანიები ლონგ პოზიციებზე და დათვების მარკეტის დროს სუსტი კომპანიები შორტ პოზიციებზე.
6, ბევრი მოგება არ ნიშნავს ერთ ტრეიდზე მოგებულ დიდ თანხას ბევრი მოგება ნიშნავს სათითაო ტრეიდზე მოგებულ პატარა თანხებს უხეშად ასეა (ცოტა არის ბევრი)
7, საუკეთესო ტრეიდების სეთაპები უმარტივესია არ ჭირდება სხვადასხვა გამადიდებელი რომ დაინახი სად როგორ აიღო პოზიცია ის ეგრევე ჩანს.
8, ფასის დიაგრამა და ვოლუმი არის უმნიშვნელოვანესი თუ მხოლოდ ამ ორი მონაცემით წყვიტავ როდის იყიდო და გაყიდო და წარმატებული ხარ? მაშინ შენ უძლიერესი ტრეიდერი ხარ.
8, ეცონომიკა შესაძლოა იყოს რეცესიაში მაგრამ თუ მარკეტი მაინც გარბის მაშნ უსმინე მარკეტს და არა ანალიტიკოსებს მარკეტი უფრო ბევრს გადაგიხდის.
9, იმოქმედე იმის მიხედვით რას ხედავ და არა იმის მიხედვით რა გესმის, ან გგონია
10, ტრენდის ჭიდაობა კარგ დასასრულამდე არ მიგიყვენთ გახსოვდეთ ( trend is your friend ) არ აარვს მნიშვნელობა აღმამავალია აქციის ფასის ტრენდი თუ დაღმამავალი
11, გახდი აგრესიული როცა 3-4 წარმატებულ ტრეიდს ზედიზედ განახორციელებ. იმ მომენთში შენი მიდგომა სწორია ამიტომ გახდი აგრესიული. რაოდენ ბანალურად არ უნდა მოგეჩვენოთ გოლფის თამაშს გავს ჭირდება დიდი მოთმინება/ნერვები. მოთამაშე ტრეიდერია მინდორი მარკეტი smile.gif იმის მიხედვით რა რელიეფია მოთამაშემ დასარტყმელი ჯოხები და დარტყმის ძალა უნდა ზომოს და ცვალოს, ლუზა არის მიზანი. თუ რამოდენიმეჯერ პირველი დარტყმით მიზანს მიაღწიე ესეიგი რა რელიეფზეც დგეხარ შესაბამისი/სწორი ჯოხი გიჭირავს და ძალის ბალანსიც სწორია. იმოქმედე ესე სანამ არ ეს აღარ იმუშავებს.
12, ყველაზე ხშირად ვაგებთ იმიტომ რომ გეგმას გადაუხვიეთ, ემოციამ შეგვიბყრო არა ცივი გონებით ვმოქმედებდით არამედ ცხელი ემოციით. გონების გარეშე
13, ნებისმიერი ტრეიდი დაგეგმეთ. ნებისმიერ სცენარის შემთხვევაში როგორ მოიქცევით. ახალბედებმა აიღონ პასტა და ფურცელი და დაწერონ ნებისმიერი ტრეიდის დროს ნებისმიერი განვითარებული მოვლენის დროს როგორ მოიქცევით და მიიკარით კომპიუტერის ეკრანზე და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო. ის რაც იქ წერია ცივი გონებით გიწერია და მაგისთვის მზად ხარ, თუ წააგე იმ ტრეიდზე ეგ იყო გეგმის ნაწილი და წაგება სურპრიზი არ იქნება. ეგ წაგებაც არ არის ეგ რისკია რომელიც კონკრეტული ტრეიდე ღირდა.
14, აქციის ფასი დოლარი არ ღირს, მისი ფაისა რისკი, ანუ ის რასაც ამ კონკრეტული ტრეიდის წაგების შემთხვევაში იღებ.
15, არაუშვს თუ იყავი არასწორი ტრეიდზე, მაგრამ შეცდომაა რომ დარჩე არასწორ ტრეიდზე ( ისევ სტოპები )
16, კარგი ფუნდამენტალური ანალიზის და კარგი ტექ ანალიზის სინთეზით აღებული პოზიცია არის a killer combination
17, ყველაზე ძლიერი ტექნიკური დიაგრამის შაბლონური მდგომარეობა არის ეგრეთწოდებული the BULL FLAGS ( 6-9 თვის დიაგრამაზე უფრო მნიშვნელოვანია ) ისწავლე ამის შეფასება მოძებნა და იმოქმედე.
18, სანთლების დიაგრამა არაფერს ნიშნავს თუ მისი კითხვა არ იცი Hammer ან DOJI სანთლები არაფერს ნიშნავს თუ შემდეგი სანთლით მათი კონფირმაცია არ მოხდა.
19, ყოველთვის იყავი აზრზე როცა შორტ ინტერესი the NYSE - ზე მიაღწევს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს. ( კონკრეტული აქციის დაშორტილი რაოდენობა ) ნიშნავს რომ აქციის ვარდნა შეჩერდება.
20, დეკემბრის თვეში პენი აქციები ცოცხლდებიან შესაძლოა მათი ფასი გასამმაგდეს ან გაოთხმაგდეს ერთ თვეში.
21, შენი მიდგომა უნდა იყოს ისეთი მარტივი რომ 10 წლის ბავშვს უნდა შეეზლოს გაგება როგორ მოქმედებ.
22, მოსალოდნელი ინფორმაციები მარკეტმა წინასწარ იცის სანამ მოხდება. და როცა ის მოხდება რეალში მარკეტს ის უკვე შეწონილი აქვს თავის მოძრაობაში ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მარკეტის მოძრაობას მის ანალიზს დღის კვირის და თვის ჭრილში.
23, ვერავინ განსაზღვრავს ბოლო წერტლის ( ფასის მოტრიალების წერტილების ) მიდგომა უნდა იყოს შენდეგი to buy high and sell higher
24,არასდროს ივაჭროთ იმიტომ რომ ივაჭროთ ზოგჯერ ყველაზე კარგი პოზიცია ქაშია, ანუ რომ არ ივაჭროთ საერთოდ
25, 10 დან 10 წაგებული პოზიციის შემთხვევაში ტრეიდერი რომელიც ამის შედეგად დიდ ზარალს ხედავს ერთადერთი რაზეც ფიქრობს არის ის რომ რატომ არ დავაყენე სტოპ ორდერები. იფიქრეთ ამაზე.
26, კიდევ ერთხელ გავმეორდები არ გაქვს გეგმა არ არის ტრეიდი
27, ესა თუ ის სიახლე კომპანიაზე არ არის მთავარი მთავარია ამ ნიუსზე როგორ რეაგირებს ფასი პატივი ეცი ფასის ქმედებას. არის შემთხვევები როცა კარგი ნიუსის დროს ფასი ეცემა და პირიქით. უამრავჯერ მინახია.
28, ნუ მიბაძავთ სხვა ტრეიდერებს მათმა მიბაძვამ შესაძლოა დიდ ზარალამდე მიგიყვანოთ, დაამუშავეთ თქვენი სტრატედია თუნდაც ერთი, რომელიც იქნება თქვენზე მორგებული, და იმით იმოქმედეთ.
და კიდევ მრავალი სხვა დროს დავდებ.