tornike-404ორდერის გახსნისას რითი ხელმძღვანელობ,რა პრინციპით ანუ რატომ ყიდულობ ან ყიდი? ეხლა ნახე: ეგ არის დემო ანგარიში ანუ ვირტუალურია ხომ?! აი მანდ რომ გეშლება ნერვები წარმოიდგინე რეალურზე რა მოხდება

)
პირველ რიგში>>
წესი ნომერი 1: სანამ ორდერს ხსნი უნდა იცოდე რატომ ხსნი,სად დასვავ სტოპ ლოსს და როდის გამორთავ ორდერს,რა შემთხვევაში.
წესი ნომერი 2: ორდერს სანამ გახსნი უნდა შეხედო სტოპს რამდენ პუნქტში სვავ და მაგის მიხედვით უნდა შეარჩიო ლოტი. მაგალითAდ: თუ შენი სტოპი 50 პუნქტშია დაყენებული და შენ 1 ლოტს შეხვალ მაგ შემთხვევაშI სტოპის ამოქმედების დროს კარგავ 500$ რაც შენი ანგარიშის რამდენი %-ია?! ზედიზედ 3 სტოპ ლოსი რომ ამუშავდეს 1500$-ს კარგავ უკვე - ამიტომ დიდ სტოპზე პატარა ლოტი უნდა აარჩიო
წესი ნომერი 3:როდესაც ორდერს ხსნი ეცადე რომ ტეიქ პროფიტი ანუ წერტილი სადაც ორდერი უნდა დახურო იყოს სტოპზე სამჯერ ან ორჯერ დიდი რომ ორდერს პოტენციალი ქონდეს ანუ თუ სტოპი 500$-ია და თეიქ პროფიტი 50$ მგონი ორდერის პოტენციალი ძალიან დაბალია და 50$-სთვის 500$ რისკი არ ღირს.
წესი ნომერი 4: ორდერის გახსნისას დაივიწყე ემოციები:შიში,გაბრაზება ან წყენა ბაზრის მიმართ იმიტომ რომ ბაზარი ყოველთვის მართალია და ბაზარი ნებისმიერ ტრეიდერზე უფრო ძლიერია ამიტომ "ნერვებზე მოშლა" და დამატებითი ორდერის გახსნა უფრო დიდი ლოტით და იმის მცდელობა რომ ბაზარმა რაც "წაგართვა" და წაგაგებინა იმას უკან გამოიტან ან ორმაგად ამოიღებ - უარესს დაგმართებს და კიდევ უფრო მეტს დაგაკარგვინებს. შენს საწინააღმდეგოდ წავიდა ორდერი?! - შეხედე გრაფიკს თუ ხედავ ანალიზის მიხედვით რომ ორდერი პლიუსში აღარ გადავა გამორთე და სტოპს ნუ დაელოდები,თუ ვერ ხედავ ბაზარი რას აპირებს მაშინ სტოპები დააყენე,ტერმინალი გამორთე და სასეირნოდ წადი ან რამე სასწავლო ვიდეო ჩართე ან სტატია წაიკითხე ფორექსის შესახებ და დღითი დღე დაიხვეწები

)