EURUSD D1 - ყიდვა
ფაქტი I - გუშინდელი სანთელი ნახევარზე "კუდით" დაიხურა
ფაქტი II - 16 სექტემბრის გეპი გუშინ წარმატებით დაიხურა
ფაქტი III - გუშინდელი სანთელი დაიხურა 1.34-ზე ზევით
ფაქტი IV - ~1.32-ზე გადის 200-იანი MA, რომლის გარღვევამდე ტრენდი ოფიციალურად მაინც აღმავლად ითვლება
სამწუხაროდ ამ წუთას ფიბონაჩის გავლების საშუალება არ მაქვს, ეგეც საინტერესო იქნებოდა რა მოხდა გუშინ და სად ვართ დღეს
EURUSD H4 - გაყიდვა
ფაქტი I - 200+ პუნქტიანი ვარდნა...

ფაქტი II - მინიმუმებზე გავლებული ტრენდის ხაზი გაირღვა
ფაქტი III - 200 MA ცოტა ხნით ადრე გაირღვა
ფაქტი IV - ქვევით უფსკრულია...

მე მაინც ვვარაუდობ რომ დინჯად და აუჩქარებლად გაუყვება ევრო აღმართს, ეგ წყვილი და ოქრო საკმაოდ ხელიხელჩაკიდებული დადიან და გუშინდელ ევროს დაქცევას ოქრომ მაინცადამაინც არ აუბა მხარი.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ