ტელეტრეიდში ვიყავი უფასო 5 დღიანი პროგრამა რომ აქვთ
პირველ დღეს დაახლოებით ახსნეს რა არის ბაზარი და რა ხდება იქ
მეორე დღეს ფუნდამენტალურ ანალიზზე ისაუბრეს ზედაპირულად
მესამე დღიდან დაგვინიშნეს კერძო მასწავლებელი/ინსტრუქტორი, რომელთან ერთადაც უნდა გვემუშავა პლატფორმაზე
დავსხედით კომპიუტერთან, გამომკითხა ვინაობა, ასაკი, საქმიანობა და რა მინდოდა იქ
ვუთხარი მინდა ვაჭრობა ვისწავლო–მეთქი და აი აქ დაიწყო რაღაც უცნაური
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ ისინი სანდოები არიან და რომ იქ ფულის შეტანა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ცხოვრებაში
რომ მე ამით ცხოვრებას ავიწყობ და არა მარტო მე, გარშემომყოფებსაც მივხედავ, "საყვარელ ადამიანებს"
ყველა ხერხით ეცადა დაეხატა ჩემთვის საოცნებო მომავალი დამოუკიდებლობით და სოლიდური შემოსავლით
მირჩევნია ჯერ ვისწავლო, საკუთარ ძალებში დავრწმუნდე და მერე შევიტანო თანხა "საკუთარ ანგარიშზე შვეიცარიის ბანკში" – მეთქი და რას ამბობ, დრო რატომ უნდა დაკარგოო
მე აქ ვარ შენს გვერდით, ხვალვე დავიწყოთ თუ გინდა და პირობას გაძლევ 10K-ზე თვეში მინიმუმ 2K გააკეთებ პირველივე თვიდანო
ვფიქრობ ღირს თუ არა ხვალ და ზეგ მისვლა, იქნებ რაღაც "თეთრი და შავი სანთლების" გარდა სხვა რამეც მასწავლონ