http://instageorgia.ucoz.com/index/gv3/0-83 ვისაც სურვილი გაქვთ შებრძანდით ამ გვერძე სადაც განხილულია სავაჭრო ტერმინალის
შესაძლებლობები და მართვის სისტემები.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შედგენილ ტერმინთა განმარტებებს.რამოდენიმე წლის წინ მე წამოვაყენე ეს საკითხი,რომ ერთობლივად შეგვედგინა ქართული ტერმინოლოგია,მაგრამ...... როგორც ჩვეულებრივ ხდება ჩვენს ფორუმზე ჩემი ინიციატივა დარჩა მარტოდ მარტო......
1. ტერმინები და განმარტებანი
"Ask" - მაღალი ფასი კოტირებაში,ფასი,რომელზეც კლიენტს შეუძლია იყიდოს.
"Balance" - იხ. "ბალანსი".
"Bid" - დაბალი ფასი კოტირებაში,ფასი,რომელზეც კლიენტს შეუძლია გაყიდოს.
"CFD" - იხ. "კონტრაქტი განსხვავებაზე".
"Contract for difference" - იხ. "კონტრაქტი განსხვავებაზე".
"Equity" - ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობა,განისაზღვრება ფორმულით: balance+ floating profit- floating loss.
"Fast market" - იხ. "სწრაფი ბაზარი".
"Floating profit/loss" - იხ. "მცურავი მოგება/წაგება".
"Free margin" - იხ.. "თავისუფალი მარჟა".
"Hedged margin" - დილერის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფა ლიკირებული პოზიციის გახსნისა და მხარდაჭერისათვის.ყოველი ინსტრუმენტისთვის მითითებულია კონტრაქტის სპეციფიკაციაში.
"Initial margin" - იხ. "საწყისი მარჟა".
"Instant Execution" - იხ. "მომდინარე კოტირებანი".
"Lock" - იხ. "ლოკირებული პოზიციები".
"Long" - იხ. "გრძელი პოზიცია".
"Margin Level" - equity-ის პროცენტებში გამოსახული დამოკიდებულება აუცილებელ მარჟასთან.განისაზღვრება ფორმულით: (equity/margin)*100%.
"Margin" - იხ. "აუცილებელი მარჟა".
"Margin Call" - ანგარიშის მდგომარეობა,რომლის დროსაც დილერს აქვს უფლება,მაგრამ არაა ვალდებული დახუროს კლიენტის მიერ გახსნილი ყველა პოზიცია,თავისუფალი მარჟის უკმარისობისას.დონე"Margin level",რომლის დროსაც ანგარიშზე წარმოიქმნება სიტუაცია "margin call" მითითებულია ნამდვილ ხელშეკრულებაში.
"Margin Trading" - იხ. "მარჟინალური ვაჭრობა".
"Necessary margin" - იხ. "აუცილებელი მარჟა".
"Pending order" - იხ. "შედგენილი ორდერი".
"Short" - იხ. "მოკლე პოზიცია".
"Spike" - იხ. "არასაბაზრო კოტირება".
"Stop out" - სერვერის მიერ გენერირებული განკარგულება,პოზიციების იძულებით დახურვაზე.
"Swap" - გადასახადი ღია პოზიციის მეორე დღისთვის გადატანაზე,არსებობს როგორც დადებითი ასევე უარყოფითიც.ცხრილი "swap"-ის მნიშვნელობებით ყოველი ინსტრუმენტისთვის,მოცემულია საიტზე InstaForex.აღნიშნული რეგლამენტის რედაქტირებისას ინფორმაცია განლაგებულია მისამართზე:
http://instaforex.com/ru/index.php?x=FMDK"Trailing Stop" - ესაა ალგორითმი Stop Loss ორდერის მართვისა:
- თუ მოგებამ გახსნილ პოზიციაზე არ გადააჭარბა Trailing Stop-ის სიდიდეს,არანაირი ქმედება არ მოიმოქმედო;
- როგორც კი ღია პოზიციაზე მოგება გადააჭარბებს Trailing Stop -ის სიდიდეს,გააგზავნოს სერვერზე განკარგულება Stop Loss ორდერის განთავსებაზე,მიმდინარე ფასიდან Trailing Stop-ის სიდიდის ტოლი დაცილებით;
- როგორც კი მიღებული იქნება კოტირება მანძილზე,რომელიც მეტია Trailing Stop-ის სიდიდეზე,დადებული Stop Loss ორდერისა,გააგზავნოს სერვერზე განკარგულება ამ ორდერის დონის შესაცვლელად,მასზედ,რომ ის იმყოფებოდეს მიმდინარე ფასიდან Trailing Stop -ის სიდიდის ტოლი დაცილებით.
მუშაობს მხოლოდ მაშინ ,როდესაც კლიეტის ტერმინალი ამუშავებულია,ჩართულია ინტერნეტში და წარმატებითაა ავტორიზებული სერვერზე.
"ASK" - მაღალი ფასი კოტირებაში,ფასი,რომელზეც კლიენტს შეუძლია იყიდოს.
"არბიტრაჟი" - სავაჭრო სტრატეგია ,რომელიც იყენებს."არბიტრაჟულ გარიგებებს".
"არბიტრაჟული გარიგება" - ეს ოპერაცია მდგომარეობს შემდეგში:აქტივის ყიდვა ხდება ერთ ბაზარზე და იმავე მომენტში მისი ანალოგის გაყიდვა ხდება მეორეზე.ამით ფიქსირდება ამ ქაღალდების ფასთა-სხვაობა სხვადასხვა ბირჟაზე.ადვილი შესამჩნევია,რომ ბაზრის შემდგომი ცვლილებებისას-პორტფელის ფასი რჩება თითქმის უცვლელი(იმიტომ,რომ შემხვედრი გარიგებები აკომპენსირებს ერთმანეთს).შემდგომში,როდესაც ფასები შეიცვლება სასურველ მხარეს,განხორციელდება პირიქით არბიტრაჟული გარიგება,რომელიც დააფიქსირებს მოგებას.არბიტრაჟულად ითვლება აგრეთვე გარიგება,რომელიც შედგება მხოლოდ ფინანსური აქტივების ყიდვისაგან(გაყიდვისგან) ერთ ბაზარზე,ანალოგის მეორე ბაზარზე გაყიდვის(ყიდვის) გარეშე,იმ პირობით,რომ ამ ორი ურთიერთ დაკავშირებული ბაზრების კოტირებებს შორის წარმოიქმნება საგრძნობი ფასთა განსხვავება,გარიგების გახსნის ან დახურვის მომენტისათვის.
"BID" - დაბალი ფასი კოტირებაში.ფასი,რომელზეც კლიენტს შეუძლია გაყიდოს.
"კოტირებათა ბაზა" - ინფორმაცია კოტირებების ნაკადზე.
"საბაზუ ვალუტა" - პირველი ვალუტა სავალუტო წყვილის აღმნიშვნელ სიმბოლოში,რომელიც კლიენტს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს კოტირების ვალუტით.
"ბალანსი" - შეწონილი ფინანსური შედეგი ყველა სრულად დასრულებული ტრანზაქციისა და არასავაჭრო ოპერაციისა სავაჭრო ანგარიშზე.
"ბარი (სანთელი)" - გრაფიკის ელემენტი,რომელიც შეიცავს გახსნის და დახურვის ფასებს,აგრეთვე მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს გარკვეულ პერიოდში(წუთში,5 წუთში,დღე-ღამეში,კვირაში და ა.შ.)
"სწრაფი ბაზარი" - ბაზრის მდგომარეობა,რომელიც ხასიათდება დროის მცირე მონაკვეთში კურსის ძლიერი ცვალებადობით.ხშირად თანხვედრილია ფასთაწყვეტებით.როგორც წესი,წარმოიქმნება უშუალოდ ერთერთი ან რამოდენიმე მოვლენის წინ ან შემდეგ:
- დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების პუბლიკაცია (G7),რომელთაც გააჩნიათ მაღალი გავლენა საფინანსო ბაზრებზე;
- G7 შემადგენელი ქვეყნების პრეზიდენტების,ფინანსთა მინისტრების,ც.ბ. ხელმძღვანელთა გამოსვლები და პრეს-კონფერენციები
- სავალუტო ინტერვენციების განხორციელება სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ.
- ნაციონალური(სახელმწიფო) მაშტაბის ტერორისტული აქტები;
- ბუნებრივი კატასტროფები,რომელთა დროსაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა(ან ანალოგიური შემზღუდავი ღონისძიებები)
- ომის ან საბრძოლო მოქმედებების დაწყება;
- პოლიტიკური ფორს-მაჟორული მოვლენები:სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის დანიშვნა ან გადადგომა(მათ შორის არჩევნების შედეგებით);
"კოტირების ვალუტა" - მეორე ვალუტა სავალუტო წყვილის აღნიშვნაში,რომელზეც კლიენტს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს საბაზო ვალუტა.
"სავალუტო წყვილი" - სავაჭრო ოპერაციის ობიექტი,რომლის საფუძველიცაა ფასის ცვლილება ერთი ვალუტისა მეორეს მიმართ;
"Trailing Stop -ის სიდიდე" - კლიენტის მიერ Trailing Stop -ის მიცემული პარამეტრი;.
"სავაჭრო პლატფორმის დრო" - დროის სარტყელი,რომელშიც ხდება სერვერის ლოგ-ფაილში ნებისმიერი მოვლენის ფიქსაცია.ამ რეგლამენტის რედაქციის მომეტისათვის: GMT+2.
"გრაფიკი" - კოტირებების ნაკადი,წარმოდგენილი გრაფიკული სახით.(high) ნებისმიერი ბარის/სანთლის მაქსიმუმი - მაქსიმალური Bid პერიოდისთვის, მინიმუმი (low) -მინიმალური Bid,დახურვის ფასი(close) - ბარის/სანთლის უკანასკნელი Bid, გახსნის ფასი(open) -ბარის/სანთლის პირველი Bid.
"დილერი" -
1)კომპანია,რომელთანაც კლიენტს დადებული აქვს შეთანხმება,რომელიც არეგულირებს სამარჟო ვაჭრობის ოპერაციების პირობების წარმოების იურიდიულ საფუძვლებს.;
2) ამ კომპანიის თანამშრომელი,რომელიც ახორციელებს კლიენტის მოთხოვნებისა დაგანკარგულებების დამუშავებას,ორდერის შესრულებას, stop out და margin call (რეგლამენტის ტექსტში იწეწრება პატარა ასოთი).
"გრძელი პოზიცია" - ინსტრუმენტის ყიდვა კურსის ზრდაზე დაყრდნობით.გამოიყენება სავალუტო წყვილებისთვის:საბაზო ვალუტის ყიდვა კოტირების ვალუტით.
"დახურული პოზიცია" - სრულად დასრულებული ტრანზაქციის შედეგის მეორე ნაწილი.
"მოთხოვნა" - კლიენტის ინსტრუქცია დილერისადმი კოტირების მიღებაზე.მოთხოვნა არ ავალდებულებს კლიენტს განახორციელოს გარიგება.
"ინსტრუმენტი" - სავალუტო წყვილი ან კონტრაქტი სხვაობაზე.
"ანგარიშის ისტორია" - სრულად დასრულებული ტრანზაქციებისა და არასავაჭრო ოპერაციების სია სავაჭრო ანგარიშზე.
"კლიენტი" - იურიდიული ან ფიზიკური პირი ,რომელსაც დადებული აქვს შეთანხმება დილერთან,მარჟალური ვაჭრობის პირობებით სავაჭრო გარიგებების წარმოებაზე და დადებული აქვს შეთანხმება InstaForex -თან კლიენტის ტერმინალის იჯარაზე.
"კლიენტის ტერმინალი" - MetaTrader 4.xx-ის პროგრამული პროექტი,რომლს საშუალებითაც კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის შესახებ(კომპანიის მერ განსაზღვრული მოცულობით) რეალური დროის რეჟიმში,განახორციელოს ბაზრების ტექნიკური ანალიზი,განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები,განათავსოს/შეცვალოს/გააუქმოს ორდერები,აგრეთვე მიიღოს შეტყობინებები დილერისა და კომპანიისაგან.თავისუფლად შევიდეს კომპანიის საიტზე. (http://instaforex.com/ru/index.php?x=FMDK).
"კონტრაქტი სხვაობაზე" - სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებელი ობიექტი,რომელსაც საფუძვლად უდევს საბაზო აქტივის კურსის ცვლილება(აქტივისა,რომელიც საფუძვლად უდევს კონტრაქტს სხვაობაზე),რომელიც შეიძლება იყოს აქცია,ფიუჩერსი,საქონელი,ძვირფასი მეტალები, საფონდო ინდექსი და ა.შ.
"მოკლე პოზიცია" - ინსტრუმენტის გაყიდვა კურსის შემცირებაზე დაყრდნობით.გამოიყენება სავალუტო წყვილებისთვის:საბაზო ვალუტის გაყიდვა კოტირების ვალუტაზე.
"კოტირება" - კლიენტისათვის კოტირებათა წარდგენა გარიგების შესასრულებლად.
"საკრედიტო მხარი" - ესაა გირაოს თანხისა და სავაჭრო ოპერაციის მოცულობის ფარდობა: 1:100,1:200.საკრედიტო მხარი 1:200 აღნიშნავს,რომ გარიგების განსახორციელებლად სავაჭრო ანგარიშზე დილერთან აუცილებელია გქონდეთ 200-ჯერ ნაკლები თანხა,ვიდრე გარიგების თანხაა.
"კურსი" - 1) სავალუტო წყვილისთვის:საბაზო ვალუტის ერთეულის ღირებულება,გამოსახული კოტირების ვალუტაში;2)კონტრაქტისათვის სხვაობაზე:ღირებულება საბაზო აქტივის ერთეულისა,გამოსახული ფულადი ფორმით.
"კლიენტის ლოგ-ფაილი" - ფაილი,იქმნება კლიენტის ტერმინალით,რომელიც ერთი წამის სიზუსტით ახრიცხავს ყველა მოთხოვნას და განკარგულებას,გაგზავნილს კლიენტის მიერ დილერისადმი.
"სერვერის ლოგ-ფაილი" - ფაილი,იქმნება სერვერის მიერ,რომელიც ერთი წამის სიზუსტით ახრიცხავს ყველა მოთხოვნას და განკარგულებას,რომელიც მიდის დილერთან კლიენტისაგან, აგრათვე მათი დამუშავების შედეგებს.
"ლოკირებული პოზიციები" - ერთი და იგივე მოცულობის გრძელი და მოკლე პოზიციები,გახსნილი ერთი და იმავე ინსტრუმენტზე,ერთ სავაჭრო ანგარიშზე.
"ლოტი" - რაოდენობის აბსტრაქტული აღნიშვნა:აქციების,საქონლის,საბაზო ვალუტის,მიღებულს სავაჭრო პლატფორმაში.
"მარჟა ლოკირებული პოზიციისათვის" - დილერის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფა ლოკირებული პოზიციების გახსნისა და შენარჩუნებისათვის.ყოველი ინსტრუმენტისთვის მითითებულია კონტრაქტის სპეციფიკაციაში.
"სამარჟო ვაჭრობა" - სავაჭრო ოპერაციების ჩატარება საკრედიტო მხარის გამოყენებით,როდესაც კლიენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სავაჭრო გარიგებები თანხით,რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მის საკუთარ საშუალებებს.
"საწყისი მარჟა" - დილერის მიერ პოზიციის გასსახსნელად მოთხოვნილი ფინანსური უზრუნველყოფა.ყოველი ინსტრუმენტისათვის მითითებულია კონტრაქტის სპეციფიკაციაში.
"აუცილებელი მარჟა" - დილერის მიერ ღია პოზიცების მხარდაჭერისათვის მოთხოვნილი ფინანსური უზრუნველყოფა.ყოველი ინსტრუმენტისათვის მითითებულია კონტრაქტის სპეციფიკაციაში.
"არასაბაზრო კოტირება" - კოტირება,რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- მნიშვნელოვანი ფასთა წყვეტის არსებობა;
- ფასის დაბრუნება საწყის დონეზე დროის მცირე მონაკვეთში ფასის წყვეტის წარმოქმნით;
- ამ კოტირების გამოჩენის წინ ფასის მისწრაფებული დინამიკის არარსებობა;
- მისი წარმოქმნის მომენტისათვის მაკროეკონომიკური მოვლენის და/ან კორპორატიული სიახლეების არ არსებობა,რომელიც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ინსტრუმენტის კურსსზე.
კომპანია InstaTrade Corporation უფლებამოსილია სერვერის კოტირებათა ბაზიდან ამოიღოს ინფორმაცია არასაბაზრო კოტირების შესახებ.
"არასავაჭრო ოპერაცია" - სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანა(მოხსნა) ან კრედიტის მიღება(დაბრუნება).
"ნორმალური საბაზრო პირობები" - ბაზრის მდგომარეობა,რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- სავაჭრო პლატფორმაში შემომავალ კოტირებათა შორის დიდი ინტერვალის არ არსებობა;
- ფასის მისწრაფებული დინამიკის არ არსებობა;
- მნიშვნელოვანი ფასთა წყვეტის არ არსებობა.
"ნორმალური ბაზარი" - იხ. "ნორმალური საბაზრო პირობები"
"სავაჭრო ოპერაციის მოცულობა" - ლოტების რიცხვის წარმოებული ლოტის სიდიდეზე.
"ორდერი" - კლიენტის განკარგულება დილერისადმი,გახსნას ან დახუროს პოზიცია ფასის მიერ ორდერში მითითებული დონის მიღწევისას.
"ღია პოზიცია" - ღია პოზიცია
- განახორციელოს საპირისპირო გარიგება იმავე მოცულობით;
- შეინარჩუნოს აუცილებელი მარჟა არანაკლებ 20%-ისა;
"ბაზრის გახსნა" - ვაჭრობის განახლება დასვენების,სადღესასწაულო დღეების ან სავაჭრო სესიათა შორის შესვენებების შემდეგ.
"შედგენილი ორდერი" - კლიენტის განკარგულება დილერისათვის გახსნას პოზიცია ფასის მიერ ორდერში მითითებული დონის მიღწევისას.
"მცურავი მოგება/წაგება" - დაუფიქსირებელი მოგება/წაგება გახსნილ პოზიციებზე კურსის მიმდინარე მნიშვნელობისას.
"სრულად დასრულებული ტრანზაქცია" - შედგება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო თანაბარი მოცულობის სავაჭრო ოპერაციისაგან(პოზიციის გახსნა,პოზიციის დახურვა):ყიდვა შემდგომი გაყიდვით ან გაყიდვა შემდგომი ყიდვით.
"კოტირებების ნაკადი" - სავაჭრო პლატფორმაში შემომავალი კოტირებების თანამიმდევრულობა ყოველი ინსტრუმენტისათვის.
"ნაკადური კოტირებები" - კლიენტისათვის განაცხადის გარეშე კოტირებების წარდგენის მექანიზმი,როდესაც კლიენტი რეალურ დროში ხედავს დილერის კოტირებათა ნაკადს,რომელთა მიხედვითაც მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაგზავნოს განკარგულება სავაჭრო ოპერაციის შესრულებაზე.
"პუნქტი" - ესაა კურსის უმცირესი ერთეული.
"ლოტის ზომა" - ერთ ლოტში აქციების,საქონლის,საბაზო ვალუტის რაოდენობა.განსაზღვრული კონტრაქტის სპეციფიკაციაში.
"შემმუშავებელი" - კომპანია "MetaQuotes Software Corp.", სავაჭრო პლატფორმის შემმუშავებელი.
"განკარგულება" - კლიენტის ინსტრუქცია დილერისადმი პოზიციის გახსნა/დახურვაზე,ორდერის განთავსება,დახურვა ან ორდერის დონის შეცვლაზე
"ნორმალურისგან განსხვავებული,საბაზრო პირობები" - "ნელი ბაზარი" ან "სწრაფი ბაზარი".
"სც. InstaForex-ის საიტი" - სც. InstaForex-ის ვებ-საიტი,განთავსებულია მისამართზე:
http://instaforex.com/ru/index.php?x=FMDK"თავისუფალი მარჟა" - თავისუფალი ფინანსური სახსრები სავაჭრო ანგარიშზე,რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი პოზიციის გასახსნელად,განისაზღვრება ფორმულით: equity - margin.
"სერვერი" - MetaTrader Server 4.xx-ის პროგრამული პროდუქტი,რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კლიენტის განკარგულებებისა და მოთხოვნების დამუშავება,კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება რეალურ დროში,საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობის შესახებ(კომპანიის მიერ განსაზღვრული მოცულობით)კლიენტსა და დილერს შორის ურთიერთვალდებულებათა აღრიცხვა,ასევე პირობებისა და შეზღუდვების დაცვა.
"მრჩეველი" -სავაჭრო ანგარიშის მართვის ალგორითმი სპეციალიზირებულ ენაზე MetaQuotes Language 4,რომელიც აგზავნის განკარგულებებს და მოთხოვნებს სერვერზე,კლიენტის ტერმინალის გამოყენებით.
"სპაიკი" - იხ. "არასაბაზრო კოტირება".
"კონტრაქტის სპეციფიკაცია" - ძირითადი სავაჭრო პირობები(სპრედი,ლოტის სიდიდე,სავაჭრო ოპერაციის მინიმალური მოცულობა,სავაჭრო ოპერაციის მოცულობის ცვლის ბიჯი,საწყისი მარჟა,მარჟა ლიკირებული პოზიციებისათვის და ა.შ.)ყოველი ინსტრუმენტისათვის.ამ რეგლამენტის რედაქტირების მომენტისათვის ეს ინფორმაცია მდებარეობს მისამართზე:http://instaforex.com/ru/index.php?x=FMDK
"სადაო მდგომარეობა" - 1) სიტუაცია,როდესაც კლიენტი თვლის,რომ დილერმა თავის ქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია ამ რეგლამენტის ერთი ან რამოდენიმე დებულება;2)სიტუაცია,როდესაც დილერი თვლის,რომ კლიენტმა თავის ქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია ამ რეგლამენტის ერთი ან რამოდენიმე დებულება;
"სპრედი" - პუნქტებში გამოსახული სხვაობა Ask და Bid კოტირებათა შორის.
"ტიკეტი" - უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი,რომელიც ენიჭება სავაჭრო პლატფორმაში გახსნილ ყოველ პოზიციას ან შედგენილ ორდერს.
"ნელი ბაზარი" - ბაზრის მდგომარეობა,როდესაც კოტირებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში,სავაჭრო პლატპფორმაში შემოედინება იმაზე უფრო იშვიათად ვიდრე ნორმალური მდგომარეობისას,როგორც წესი ბაზრის ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია G7 ქვეყნებში საშობაო არდადეგების,ნაციონალური სადღესასწაულო პერიოდში და ა.შ.
"სავაჭრო ოპერაცია" - კლიენტის მიერ ნებისმიერი ინსტრუმენტის ყიდვა ან გაყიდვა;
"სავაჭრო პლატფორმა" - ტექნიკური და პროგრამული საშუალებების ურთიერთშერწყმა,რაც უზრუნველყოფს სავალუტო ბაზრებიდან ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მიღებას,სავაჭრო ოპერაციების ჩატარებას,კლიენტსა და დილერს შორის არსებული ურთიერთვალდებულებების აღრიცხვას,აქრეთვე პირობებისა და შეზღუდვების დაცვას.გამარტივებული სახით,ამ ნამდვილი რეგლამენტის მიზნებისათვის,შედგება "სერვერისა" და "კლიენტის ტერმინალი"-სგან.
"სავაჭრო ანგარიში" - უნიკალური პერსონიფიცირებული ოპერაციების აღრიცხვის რეგისტრი სავაჭრო პლატფორმაში,რომელზეც აისახება სრულად დასრულებული ტრანზაქციები,ღია პოზიციები,არასავაჭრო ოპერაციები და ორდერები.
"ტრეილინგ სტოპი " - იხ. "Trailing Stop".
"ორდერის დონე" - ორდერში მითითებული ფასი.
"ფორს-მაჟორული გარემოებანი" - მოვლენები,რომელთა გათვალისწინება და აღკვეთა შეუძლებელია.როგორც წესი ასეთებია:
- სტიქიური უბედურებანი;
- ომები;
- ტერორისტული აქტები;
- მთავრობის,საკკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებანი;
- ხაკერთა შეტევები და მართლასაწინააღმდეგო ქმედება განხორციელებული სერვერზე.
"ფასი,არასაბაზრო კოტირების წინმსწრები" - ერთწუთიანი ბარის დახურვის ფასი,არასაბაზრო კოტირების წუთიანი ბარის წინმსწრები.
"ფასთა წყვეტა" - ნებისმიერი ორი სიტუაციიდან:
- მიმდინარე კოტირების Bid-ი მეტია წინა კოტირების Ask-ზე;
- მიმდინარე კოტირების Ask-ი ნაკლებია წინა კოტირების Bid-ზე.
"ფასთა წყვეტა ბაზრის გახსნისას" - ნებისმიერი ორი სიტუაციიდან:
- ბაზრის გახსნის Bid-ი კოტირება მეტია ბაზრის დახურვის Ask კოტირებაზე;
- ბაზრის გახსნის Ask-ი კოტირება ნაკლებია ბაზრის დახურვის Bid კოტირებაზე.
"აშკარა შეცდომა" - კლიენტის მიერ პოზიციის გახსნა/დახურვა ან დილერის მიერ,მისი ორდერის შესრულება ფასით,რომელიც საგრძნობლად განსხვავდება მოცემული ინსტრუმენტის ფასისაგან კოტირებაში ამ ქმედების განხორციელებისას,ან დილერის სხვა რაიმე ქმედება ან უმოქმედობა, დაკავშირებული მის მიერ ფასის დონის აშკარად არასწორად განსაზღვრასთან დროის გარკვეულ მომენტში.
This post has been edited by xado-l on 17 Apr 2013, 23:55