თხოვნა იქნება, შემიფასოთ!
MBFX ბაზაზე და იდეაზე დაწერილი, გაუმჯობესებული, მოდიფიცირებული და უმარტივესი სისტემა (M15-Monthly) დროით შუალედებზე სავაჭროდ.
1. ივაჭრეთ არხის მიმართულებით.
ბევრადაა გაზრდილი ალბათობა ტრენდის მიმართულებით და ახალი არაფერია ამაში.
2. იყიდეთ ან გაყიდეთ მას შემდეგ, რაც სანთელი დაიხურება, თუ ფასი შეეხო მწვანე ან წითელ ხაზებს და გამობრუნდა უკან.
თუ მიუახლოვდა და გამობრუნდა, არ იყიდოთ, შეიძლება ამან იმუშაოს, შეიძლება არა, გამართლების 50% ალბათობა ისედაცაა ფორექსზე, ან ზევით წავა ფასი, ან ქვევით.
3. TP ლურჯი ხაზის დონეზე, SL ყოველთვის TP-ს ნახევარი.
თუ TP არაა საკმარისად დიდი (მაგ. პატარა დროით შუალედებზე) დაივიწყეთ.
4. დღის განმავლობაში (M15-H4 დროითი შუალედები) ივაჭრეთ მხოლოდ 11 საათის (GMT+4) შემდეგ (ლონდონის გახსნა).
ლონდონის და ნიუიორკის სესიები მოგცემთ მძლავრ სიგნალებს და ლიკვიდურობაც გაზრდილია. თუ არ დაიხურა პოზიცია, შეგიძლიათ, დატოვოთ მეორე დღისთვის, თუ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე არ გამოდის ღამის განმავლობაში და თუ პარასკევი არაა.
5. დღის განმავლობაში ვაჭრობისას (M15-H1) თვიდან აიცილეთ გახსნილი პოზიციები მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების გამოსვლის წინ. დაელოდეთ გამოსვლას და შემდეგ გახსენით.
6. თუ ერთდროილად ერთ პოზიციას ხსნით მარტო, ზედიზედ წაგების მაქსიმალური თეორიული რაოდენობაა 8-10 (H1 და ზევით დროით შუალედებზე, პატარა დროით შუალედებზე კიდევ მეტია), გარისკეთ ბალანსის შესაბამისი პროცენტი და ყველაზე კატასტროფულ სიტუაციაშიც კი მოახერხებთ ზედმეტი დანაკარგების გარეშე გააგრძელოთ ვაჭრობა.
7. მთავარია, სისტემა ერგებოდეს თქვენს ხასიათს და შეძლოთ მასთან მუშაობა თვეების და წლების განმავლობაში, ბაზარს თითქმის ყველა ნორმალური სისტემა ერგება, ამის უპირატესობა მის სიმარტივეშია და უადვილებს ადამიანს გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად ბევრისთვის იქნება გამოსაყენებლად ადვილი და მოსახერხებელი, ჩემი აზრით. ამავე დროს შეხედვისთანავე ნათელ წარმოდგენას გიქმნის, თუ "სად ხარ", რა მდგომარეობაა ბაზარზე და ა.შ.

This post has been edited by ultrapercenthood on 2 May 2013, 00:53
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 50 )
BSOFX.zip