#35354025 · 25 Feb 2013, 15:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kurshaaa
QUOTE | თავიდან აქ ვინც აკეთებს ინვესტიციას, იძენს CPS-Shares... Convertible Preference Share... ანუ მე როგორ მესმის და როგორც ამიხსნეს.. პრივილეგირებული აქციები... ასეთი ტერმინი მემგონი არსებობს ბუნებაში... ამ თემაზე რა აქრის ხართ? და რა იცით ამ ტერმინზე... |
ნუ, მოკლედ, რომ ვთქვა, პრივილეგირებული აქცია, არის აქციის ნაირსახელობა, რომელიც მის მფლობელს ჩვეულებრივ აქციასთან შედარებით დამატებით უფლებებს აძლევს - ხშირად, დამატებით მოვალეობებსაც უქმნის. კონკრეტულად რაში გამოიხატება აქციის პრივილეგირებულობა, ამას კომპანიის წესდება და ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობაც განსაზღვრავს. ანუ, საკმაოდ განუსაზღვრელი ტერმინია.
QUOTE | ასეთ კომპანიებზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია. და პრივილეგირებულ აქციებზე.. აქ აქციონერების ჯარზეა ლაპარაკი. რომლებსაც აციები მაქსიმუმ 2.5$ უჯდებათ.. ჩემი მოკლე ცოდნით და ლოგიკით მივდივარ... ეს კომპანია ცდილობს გაიტანოს თავის აქციები საფონდო ბირჟაზე... გეგმა აქვს ასეთი რომ მინიმუმ 6$ უნდა ღირდეს აქცია ბირჟაზე გასვლის დროს... ამისთვის ყველა ოფიციოზი და ყველა დოკუმენტაცია მზადდება.. აქციების ფასი მარტო რესურსზე ხომ არ არის დამოკიდებული.. მარტო ის ფილმი რად ღირს Wall Street... |
მოდი, ეს ვთქვათ რა - მე გადავხედე ეხლა ოქროს მომპოვებელი კომპანიების მონაცემებს და სუპერმოგება ვერ აღმოვაჩინე. მაგალითად, მსოფლიოში მესამე კომპანიის Newmont Mining Corp. წინა წლის მონაცემებით შემოსავალი შემცირდა 26%-ით და ერთ აქციაზე შეადგინა 74 ცენტი. ეს მაშინ, როცა აქციების მიმდინარე ფასი იმ მომენტში იყო $46.62. რამდენი პროცენტია, თავად განსაჯე. და რამდენი კომპანიის მონაცემებიც ვნახე, ასეა ყველგან. ამიტომ, რამდენად რეალურია, რომ ამ ბიზნესში რომელიმე კომპანია 100%-ს აკეთებდეს - უფრო სწორად 100-ს მომხმარებელს აძლევს, ანუ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს - თავად განსაჯე. მეტსაც ვიტყვი, როგორ ფიქრობ, ვინმეს რომ ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ 100-ზე მეტი პროცენტი მოგება მიიღოს სიდანმე, აქციონერებს დაუწყებდა ძებნას და იმათ გაუყოფდა მოგებას? მე პირადად ბანკიდან ავიღებდი კრედიტს და გავმდიდრდებოდი იმის დეეე.  QUOTE | მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ეს არ ნიშნავს რომ პირამიდების ფარაონი ვარ...
კარგიცაა ვფრთხილობ და აღარ დავუშვებ შეცდომებს...
თუ რამე კითხვა გაქვთ და ამ თემას ეხება ის დაწერეთ და ჩემს კრიტიკას და ისტორიის ქექვას არამგონია აზრი ქონდეს... |
სწორად გამიგე, მე არ გაკრიტიკებ და არც ისტორია ვიცოდი, სანამ ტაილერმა არ დაწერა. რჩევა თავად ითხოვე და აბსოლუტურად გულწრფელად გირჩევ ერთს - შეუძლებელია ერთ დღეში გამდიდრდე. არ არსებობს კომპანია, რომელიც 100% წლიურ მოგცემს. საწყალი ბაბუაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, დილას როცა მაღვიძებდა "ადექი ბიჭო, ძილი რო კაი იყოს, ებრაელებს შენ დაასწრებდი, ეხლა ტრაკები აშვერილი ექნებოდათო"  (ანუ, ანტისემიტი კი არ იყო, უბრალოდ ებრაელები რომ ჩვენზე გამჭრიახი ხალხია, იმის კონსტატაციას ახდენდა). ხოდა ებრაელებს არ ვიტყვი და მასეთი რამე რომ არსებობდეს - შეიტანე ფული, ვიღაცა იმუშავებს შენს მაგივრად და მოგართმევს სუპერ მოგებას - მილიარდერები რომ არიან, 5 და 10% რომ აქვთ წლიური (და ამაზე ნაკლებიც) ვერ შეიტანდნენ იმ ფულს პირამიდაში, თუ იცი?  თუ გულზე დაადგებოდათ? ამიტომ, მაპატიე, მარა ნაკლებად მჯერა, რომ ვინმე ასეთ დივიდენდებს იძლევა და პატიოსანი ბიზნესმენია. ხოდა ბოლოს, აი ასეთი რაღაცა ვიპოვნე ინტერნეტში. წყარო This post has been edited by Makumba666 on 25 Feb 2013, 16:00
--------------------
Kill'em all!
|