დეკლარაციის არასწორად შევსებაზე იმ შემთხვევაშია ჯარიმა თუ ამცირებ დასარიცხ თანხას, ანუ თუ მოგება გადასახდელი გაქვს 1000 ლარი და ჩაწერე რო გაქვს არა ათასი არამედ 500 ჯარიმდები შემცირებული თანხის 50 %-ით, ანუ 500 ლარის 50 % ით. არის 10 % იანი ჯარიმა როცა შენ მაისში ჩასათვლელ დღგ-ს ანგარიშფაქტურას ითვლი აპრილში ანუ წინასწარ.
ხოლო რაც შეეხება თქვენს შემთხვევას სალაროს ნაშთის და ანგარიშქვეშგაცემულ გრაფებს შეავსებ თუ არა მაგისთვის ჯარიმა არ მომყოლია არსად არ ვიცი. კითხვა კი იქნება თქვენსგან მაშინ რატოა ეგ გრაფა დეკლარაციაშიო. პასუხს გაგცემთ არ ვიცითქო) მათი ჭქუით სალაროს ნაშთს აკონტროლებენ მაგრამ 100 დან 99 % -ს არასწორად ექნება მითითებული იმიტო რო რეალურად რთულია სალაროს გაკონტროლება..
* * *
Mr-Banks) ზემოთ გაგეცი პასუხი და იქნებ ეხლა უფრო დაგიზუსტო.
შესაძლებელია ფიზიკურმა პირმა რომელიც ამავდროულად არის შპსს დირექტორი გააფორმოს სასესხო ხელშეკრულება ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა მხარეს, შპს არ წარმოადგენს მხოლოდ დირექტორის საკუთრებას, შპს თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მხოლოდ იმ თანხით რაც საწესდებო კაპიტალში აქვს ჩადებული და ვერავინ ვერ შეეხება დირექტორს თუ სისხლის სამართლის პასუხისგებამდე არ არის საქმე მისული, შესაბამისად ფიზიკური პირს აქვს ვალი ( ანუ ამ შპს-ს დირექტორს) ვერავინ შეეხება შპს-ს) ეგ მარტივ ენაზე)) თუ ეს გაშინებს კიდე ვინმეს გამონახვა არ უნდა გაგიჭირდეს ისეთი ადამიანის რომ სხვა ფიზიკური პირი დააფიქსირო ხელშეკრულებაში და არა შპს-ს დირექტორი.
ეხლა რაც შეეხება ვადებს. შეგიძლია ხელშეკრულება ნებისმიერი განაკვეთი მიუთითო , ან უბრალოდ როგორც აღნიშნე თუ 30 დღეში დაუბრუნებს პროცენტს არ გადაიხდისო.
მინდა გითხრა რო ეგ სახელმწიფოს არ აინტერესებს, და 15 % იც რო ჩაწერო ხელშეკრულებაში ( პროცენტები ყველგან მითითებულია წლიური) საგადასახადო ჩვენ გვიღიარებს 20 %-ს( ეს არის ფინანსთა მინისტრის მიერ მოჩოთქილი პროცენტი

) და აქედან 5 % -ს ( 20-15 ) გვიღიარებს შემოსავლად.
უფრო რო გავაადვილოთ
სესხის აღება
დ 1210- 600
კ 3160 ( თუ დირექტორზე აკეთებ) ან შეგიძლია აიღო უბრალოდ მოკლევადიანი სესხი 3210 - 600
ეხლა თანხის დაბრუნება
პროცენტს არიცხავ ( 600 ლარის 20/12=1.67 % ანუ ერთი თვის ( ან 30 დღეზე გამოთვლი რავი)
დ 8210 10.02
დ 3320 0.501 ( უნდა დაუქვითო გადასახდელი პროცენტი 5 % ით. 10.02 * 5%)
კ 3410 ( გადასახდელი პროცენტი) - 9.519
სესხის გადახდა
დ 3210 - 600 ( ძირი თანხა როგორც ეძახიან ხოლმე)
დ 3410 - 9.519 ( დაქვითული პროცენტი)
კ 1210 (1110) 609.519
საგადასახადო კუთხით ეგრე იქნება ხოლო ეგ ვადები ფინანსური კუთხით შეგიძლია მხოლოდ გამოიყენო. ბევრი განსვავებაა ბასს სტანდარტებსა და ჩვენს უნიკალურ კოდექს შორის.
იმედია ცოტათი მაინც გაგარკვიე))
* * *
Mr-Banksსაწესდებო კაპიტალი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი დანიშნულებისათვის რაც კანონით არ არის აკრძალული) შპს-ს დანუშნულებისთვის რა თქმა უნდა)) აი ურთიერთგამომრიცხავი მაგალითი გაქვთ მოყვანილი. როცა ზრდი 3900 ლარით ესეც შენი საწესდებო კაპიტალია და როცა პროდუქციას ყიდულობ ესეიგი შეეხე კიდეც)
5000 ლარის ხელფასად გაცემა შეგიძლია თუ რა თქმა უნდა არ ფიქრობ საქმიანობის წინ წაწევაზე და არ გჭირდება თანხა შპს-ს მომავალი მიზნებისათვის,მაგრამ ხელზე აიღებ მხოლოდ 4000 ლარს დანარჩენს გადაურიცხავ ყველაზე დიდ მოწილეს სახელმწიფოს სახით 20 %ს)
* * *
contadorარ ვიცი რატო გადაწყვიტე მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობა, რა შეღავათი ნახე.
19 აპრილამდე რაც შემოსავალი და სამეურნეო ოპერაციები გქონდა უნდა აღრიცხო ჩვეულებრივი სტატუსით, ანუ თავისთავად გექნებოდა სალაროს ჩეკზე ამორტყმული რეალიზაცია, ამისგან არ იყავი განთავისუფლებული, არ უნდა გქონდეს ასევე დაკარგული 19 აპრილამდე რაც საბუთი გამოუწერიათ თქვენთვის, ჩეკზე მაქ საუბარი რადგან მხოლოდ ზედნადები არაფერს ნიშნავს და არც დაგეკარგება ვინაიდან თქვენს პორტალზე ყველა იქნება მოსული. ანუ ავსებ ჩვეულებრივი ინდ მეწარმის დეკლარაციას.
მეორე კითხვას რაც შეეხება ყოველთვიურად მოგიწევთ სამი სახის დეკლარაციის ჩაბარება, საშემოსავლო, დღგ და განაცემთა ინფორმაცია ( ანუ ხელფასს ვისაც აძლევ მათი პირადი მონაცემები და რამდენსაც აძლევთ ხელფასს)
შემოსავალი იწერება როგორც საშემოსავლოს დეკლარაციაში, გამოშვებული პროდუქციის ღირებულებაში ასევე დღგ-ს დეკლარაციაში. არ ვიცი ფეიბოქსზე როგორ ხდება , მგონი განთავისუფლებულია დღგსგან ვინაიდან ფინანსური მომსახურებაა, ხოლო იჯარით მიღებული შემოსავალი და ჩაის აპარატით მირებული შემოსავალი აუცილებლად უნდა დაბეგროთ დღგ-ს 18 % იანი განაკვეთით და შესაბამისად ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე იხდით 18 პროცენტს და აბარებთ დეკლარაციას და არა წლის ბოლოს. წლის ბოლოს საშემოსავლო დეკლარაციას აბარებთ.
კარგია ფორუმზე განხილვა მაგრამ აუცილებლად დაგჭირდებათ ბუღალტრის კონსულტაცია