AGNდაიტანჯა ეს ადამიანი
მოკლედ მივყვეთ ეტაპობრივად.
ჯერ საშემოსავლო (მოგების) გადასახდით დაბეგვრა.
რეგულირდება სსკ მუხლი 134. არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.
1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით; (8.11.2011. N5202)
ახლა მივყვეთ რა ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.
[/U][/SIZE]
რეგულირდება სსკ მუხლი 104. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;[U][SIZE=7]
(თქვენ შემთხვევაში ეს პუნქტი უნდა გავითვალისწინოთ).
ანუ გამოდის რომ ბეგრავთ შემოსავლის 10%-ით. გადახდის მომენტში. აქაც გააჩნია რა თანხიდან. კონტრაქტი რა თანხაზე გაქვთ გაფორმებული? ანუ ვგულისმობ აგროსილი თანხის მომენტს.
[/B][U]
* * *
ახლა უკუდაბეგვრის დღგ
რეგულირდება სსკ მუხლი 176. უკუდაბეგვრა
1. დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება:
ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;
ხოლო დღგ-ს მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად ითვლება
მუხლი 166. მომსახურების გაწევის ადგილი
1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:
ა) ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება, თუ მომსახურება უკავშირდება უძრავ ქონებას, მათ შორის:
ა.ბ) სამშენებლო საქმიანობის მომზადებისა და კოორდინაციასთან დაკავშირებული მომსახურება;
(თქვენს შემთხვევაში ეს მუხლი ესადაგება).
შესაბამისად იბეგრებით უკუდაბეგვრის დღგ-თიც
ამასთან გადასახადის გადახდა და უკუდაბეგვრის დღგ-ს დეკლარირება მოგიწევთ არა თანხის გადახდის მომენტში, არამედ მომსახურების ფაქტიური გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. (ხო, დღგ-ს თანხაც იანგარიშება გროსიდან).
* * *
[b]Kobalty
შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო გირავნობა მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებაზე. (სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 254);
იპოთეკა ვრცელდება უძრავ ქონებაზე (სამოქალაქო კოდექსი მუხლი 286).
239-ე რითი ზღუდავს ? მე მგონი არაფრით. მხოლოდ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე არ ვრცელდება.
This post has been edited by Maiko Shamugia on 28 May 2013, 02:41