მეგობრებო, მოგესალმებით,
მაქვს ერთი მე ვფიქრობ დიიიდი პრობლემა და მჭირდება რჩევები თუ როგორ მოვაგვაროთ
მოკლედ, ჩემს კომპანიას აქვს ნაქირავები ოფისი დიდუბე პლაზას შენობაში, რომელიც მდებარეობს წერეთლის 116 ნომერში, საიტზე რომ შეხვიდეთ ან ზოგადად რომ კითხოთ ვინმეს ყველა გეტყვით რომ არის წერეთლის 116 ნომერში, აგერ საიტიც
http://didubeplaza.ge/, შესაბამისად მთელი 1 წლის მანძილზე, ყველა ტვირთის საბაჟოდან მიღებას ვაფორმებდით (გადაზიდვას ვუკეთებდით) გეზი-წერეთლის 116 მარშრუტით, ასევე როდესაც ვყიდიდით პროდუქციას, ვწერდით წერეთლის 116-დან ..... (კლიენტის მისამართი), მოკლედ ყველა ზედნადებსა და ფაქტურაში გვიწერია წერეთლის 116.
ინფორმაცია საიტიდან, რომელიც გამოვიყენეთ თავიდან და მერე ყურადღება არ მივაქციეთ, ნუ რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომა, მაგრამ....
(გვესტუმრეთ წერეთლის 116-ში,
მოგვწერეთ მისამართზე info@didubeplaza.ge
ან დაგვირეკეთ ტელეფონზე (995 32) 35 71 73)
წლის ბოლოს როდესაც დეკლარაციის ჩაბარების პროცედურები დავიწყეთ, შემთხვევით დავხედეთ ოფისის კომუნალურებს და შემდეგ ჩავიხდეთ კონტრაქტში "დიდუბე პლაზასთან" და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინეთ რომ შენობა კი დგას წერეთლის 116-ში, მაგრამ იურიდიულად გაფორმებულია სტანისლავსკის 5 ნომრად, (გვერდზე ჩაავალი პატარა ქუჩაა, წერეთლიდან) კონტრაქტშიც ოფისის ქირაობაზე გვიწერია სტანისლავსკის 5 და არა წერეთლის 116 ნომერი

რამდენად დიდი პრობლემა შეიძლება ეს იყოს და როგორ შეიძლება მისი მოგვარება, იქნებ ამიხსნათ და დამეხმაროთ, თორემ სიმართლე გითხრათ ძალიან შეშინებული ვარ ამ თემით
პატივისცემით
This post has been edited by ჭყონდიდელი on 15 Mar 2013, 13:13