ან ტყუი ან შეცდომაში შეჰყავხარ ვინმეს.
მოდით შევხედოთ...
ეს არის ამ თემაში აღწერილი სქემა


თავში ლურჯი შენ ხარ...
სხვა ლურჯები შენს ქვემოთ ვინც არიან ისინი.
ოთხი ფენაა საჭირო რომ შენ 16 კაცი ააგროვო.
შენი 2000$ + 16 X2000$= 34 000 $
კვირაში 250$-ია ხომ?
250$ X 52= 13 000 $
ანუ მარტო იმათი შენატანიდან ვინც შენ მიიყვანე კომპანიას თავისუფლად შეუძლია ორ წელიწადზე მეტხანს გიხადოს და შენ კმაყოფილი იქნები ამით.
მოდით ეხლა შევხედოთ შენ ქვემოთ ვინც არის.
შეხედა შენს ქვედა მარჯვენა ლურჯს.
მის ქვემოთ 7 მისნაირი ლურჯია.
მთლიანად შენს ქვედა მარჯვენას რაც სჭირდება ლურჯი წირით შემოვფარგლე (ნახატი 2).
ანუ 16 კაცის მოსაგროვებლად მას სჭირდება 9 ადამიანი (ეს დამატებით ხალხი ნარინჯისფრად არის აღნიშნული)
9 X 2000 $ = 18 000 $ დამატებითი შემოსავალი კომპანიას.
და კიდევ ერთი ახალი , უკვე მე-5 ფენა.
ანალოგიურად უკვე მის ქვემოთ მყოფებზე...
ვაგრძელებთ ეხლა...
ვთქვათ შენს ქვემოთ მე-4 ფენა ბოლოა (ახალი ხალხი ვეღარ მოძებნეს შენ ქვემოთ ვინც არიან, კომპანია დაიხურა ან სხვა რამე მიზეზის გამო).
შენს ქვემოთ ვინც არიან ისინი 16 კაცს ვერ შეაგროვებენ და შესაბამისად შემოსავალს ვერ მიიღებენ.
ანუ მათ თავიანთი შეტანილი თანხა დაეკარგებათ.
ანუ ბოლოში ვინც არის, ის ფულს კარგავს... და ამ სქემაზე არამარტო ბოლოში, არამედ მის ზევითაც შეიძლება მასე მოხდეს...
ეხლა გავამძაფროს სიტუაცია შევავსოთ ბოლო ფენა ბოლომდე და მაქსიმუმი დავითვალოთ ამ ხალხის დანაკარგების.
2 4 8 მეოთხე ფენის მაქსიმუმია 16 , 2+4+8+16= 30, 30 X 2000$ = 60 000$.
პირამიდაში შეუძლებელია ყველა მოგებული იყოს, მაშინ მასეთი პირამიდა უსასრულოდ უნდა გრძელდებოდეს... სად გინახავს მასეთი პირამიდა?! ივსება ყველა, ადრე თუ გვიან ...
ხოლო მისი გეომეტრიულად ზრდადობის გამო გაცილებით მეტი ადამიანი ზარალობს ვიდრე მოგებას იღებს; ზარალობენ მილიონები, მოგებას იღებენ ათასები.