გამარჯობათ
მოკლედ აქ პირველად ვპოსტავ და ვინც კრიტიკას გადაწყვეტს ვთხოვ თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხოს პოსტი. არგუმენტირებული კრიტიკა სასარგებლოცაა.
ასე და ამგვარად აქამდე მხოლოდ ზედაპირულად მქონდა ტაბუდადებული თემა ქსელური მარკეტინგი გაგონილი და ვიცოდი რომ ცუდი "რაღაც" იყო. აი რამოდენიმე დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი (ისეთი რომელსაც ყველაფერში ვენდობი) და პრინციბში როგორც აქ წერია კომენტარებში ზუსტად ისე მთხოვა კარგი შემოთავაზება არის და გთხოვ წამომყვე პრეზენტაციაზე. ერთი ორი კითხვით მივხვდი რომ საქმე ქსელურ მარკეტინგს ეხებოდა მაგრამ დამაინტერესა და მაინც წავყევი.
კიდევ ერთხელ როგორც აქ გიწერიათ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა (ალბათ ერთიანი ტრეინიგი აქვს ყველას გავლილი) დამატრეინინგეს ამისხსნეს ყველაფერი, რაც ვერ ამიხსნეს ავახსნევინე შედარებით უფრო სიღრმისეული კითხვებით და მოკლედ ფიქრისა და ანალიზის შემდგომ ჩემი დასკვნები გამოვიტანე.
ვისაც დაგეხმარებათ ჩემი დასკვნები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან გამიხარდება.
ესეიგი პირველი რასაც მივხვდი ესეაა რომ აქ აფიორა და აფერისტობა თავისი წმინდა გაგებით საერთოდ არაფერია, ანუ აქ პირდაპირი მნიშვნელობით არავინ არაფერს გატყუებს და არავინ არაფერს გაძალაებს. გინდა ჩაერთვები არა წამოხვალ.
მოკლედ ქსელური და ნეთვორქ მარკეტინგის იდეა ისაა რომ რაც შეიძლება მეტი გაყიდო და გააყიდინო და ამაში გიხდიან ფულს და რომ მართლა იხდიან ესეც ფაქტია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს საკმაოდ ძვირადღირებულ ფუფუნების ნივთებთან რომლის გაყიდვაც გვევალება.
ჩემი დასკვნებით მეგობრებო სანამ ამ ბიზნესში ინვესტიციას გააკეთებთ (ანუ შეიძენთ პროდუქტს 1700 დოლარად) მანამდე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ და ანალიზი ჩაატაროთ:
1. თქვენს საახლობლოში, სანათესაოში, საძმაკაცოში ვის შეუძლია ასეთი ფულის შოვნა.
2. შემდეგ გაფილტრული ხალხიდან უკვე იწყებ ფიქრს ვინ დაინტერესდება ამ კონკრეტული ბიზნესით.
3. შემდეგ გაფილტრული ხალხიდან უკვე გამოყობ ვის აქვს საკმარისი ნიჭი (ნებისმიერი პროდუქტის შეფუთვას და გაყიდვას ნიჭი უნდა) და ისეთი საახლობლო რო შეიძლებოდეს ამ საქმეში წარმატების მოტანა. ეს საჭიროა იმიტომ რომ შენი შემოსავალის ზრდა დიდ წილად მათზე და მათ მოყვანილ ხალხზეა დამოკიდებული.
4. უკვე ბოლო ეტაპზე უნდა აარჩიო ორი ისეთი პიროვნება რომელიც უეჭველი, 100 % იცი რო დაგთანხმდება მიხვიდე მათთან და სანამ ინვესტირებას გააკეთებ გაუზიარო მათ შენი იდეა (ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად).
აი თუ შენს საახლობლოში ამ ყველა "სიკეთით" შემკულ ადამიანს მოძებნი, რომელიც შენსავით იაზროვნებს და თავისმხრივ ასეთ ხალხს მოძებნის გარანტირებულად მერე შეგიძლია იფიქრო უკვე ინვესტირებაზე და სამომავლოდ ფულის შოვნაზეც.
აი მე რომ გადავხედე ჩემს საახლობლოს და ასეთი ორი კაცი კი არა ერთიც ვერავინ აღმოვაჩინე მივხვდი რომ ჩემგან გაწეული ინვესტიცია სწორ გათვლებზე და კარგ ანალიზზე კი არ იქნებოდა დამყარებული არამედ გამართლებაზე და დაკარგვის რისკიც საკმაოდ მაღალი იქნებოდა. ამიტომ დავიხურე ქუდი ავუხსენი ჩემს ძმაკაცს რომ ჩემი იქ მისვლა ზარალი იქნებოდა ჩემთვისაც, მისთვისაც და კომპანიისთვისაც ამიტომ სხვა ვინმე უნდა მოეძებნა. დავიხურე ქუდი და წამოვედი.
ქსელური მარკეტინგი მოქმედებს ტოტალიზატორის, კაზინოს, ბირჟის წესებით " აგებს ძალიან ბევრი, იგებს ძალიან ცოტა" და წაგებულთა შორის აუცილებლად ხვდება ის ვინც გაუაზრებლად, დაფიქრებისა და ანალიზის შედეგად მაქსიმალურ მოგებას დახარბდება და მიუხედავად იმისა აქვს თუ არა რესურსი საქმის კეთების მაინც იწყებს. განსაკუთრებით საქართველოსნაირ პატარა გაღატაკებულ გაუბედურებულ ქვეყანაში.
ამიტომ მერე გარეთა თვალისათვის ეს საქმე ჩანს როგორც აფიორა პირამიდა და ათასი სისულელე. საქმე კარგია უბრალოდ ერთეულებისათვის და არა ყველასათვის. ამიტომ დაფიქრდით სანამ ფულს ჩადებთ საქმეში. კარგად დაფიქრდით.