პირველ რიგში მოგესალმებით. გულმოდგინედ წავიკითხე ყველა რეპლიკა ზოგადად თემასთან დაკავშირებდით და კონკრეტულად კომპანია Q net -ზე.
არ ვსარგებლობ ამ ფორუმით მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ზოგადი ინფორმაცია გადაემცა მათთვის ვისაც ასეთი ნეგატიური შეხედულება აქვს ამ კომპანიათან დაკავშირებით.
1- პირამიდული წყობა არსებობს სამი სახის: ფინანსური(კანონით ისჯება), სახელმწიფოებრივი, და მარკეტინგული(რასაც ჩვენ ვსაქმიანობთ)
2-წავიკითხე რომ თურმე ჩვენ ვასაიდუმლოებთ ჩვენს "ვითომ ორგანიზაციას". ეს შეცდომაა . აღნიშნული საქმიანობა მოხსენიებულია როგორც Family business (ოჯახური ბიზნესი)ნებისმიერი ადამინი რომელიც ამ საქმით არის დაკავებული არცერთი არ ეძებს ხალხს ქუჩაში. და დამიჯერეთ არც არაფერი გვაქვს დასამალი.
3-საქართველოში ეს ბიზნესი 5 წლის წინ შემოვიდა თურქეთიდან.
4-ყველას შეგვიძენია ebay დან ან amazon იდან ნივთი ხომ ასეა? ანალოგიურად კომპანიას გააჩნია ონლაინ გაყიდვების მაღაზია რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი პირდაპირ კავშირზე გადის კომპანიასთან ყიდულობს ნივთს და კომპანია გთავაზობთ ბიზნეს გეგმას: ნუ დარჩებით ერთჯერად მომხმარებლად დამეხმარე პროდუქციის გაყიდვაში და გამოიმუშავე თანხა.
5-ძალიან ბევრი ადამიანი რჩება წარუმატებელი ამ ბიზნესში მაგრამ უმეტესობა ვერ ხვდება იმას რომ პრობლემა კომპანიაში კიარა მათ თავებშია .არსებობს წარუმატებლობის 8 ძირითადი მიზეზი : ესენია
1.არასერიოზული მიდგომა საქმის მიმართ.
2.ეჭვი ამ საქმის მიმართ.
3.საქმისთვის დროის არ დათმობა.
4.სწრაფი გამდიდრების სურვილი.
5.კონცენტრაციის არ ქონა.
6.პრეზენტაციის არ ქონა.
7.მომავლის ვერ დანახვა.
8.მიზნის არ ქონა.
5- იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა ვინც ეგრედ წოდებულ "2 კაცს" ფორუმებში ეძებს: თავი დაანებეთ ასეთ ქმედებებს უბრალოდ დროს კარგავთ მეტი არაფერი.
6- ვინც არ იცით საქართველოში გაიხსნა კომპანია Qnet ის სათაო ოფისი რომელიც მდებარეობს შარდენზე სიონის 7 ნომერში .სურვილისამებრ შეგიძლიათ ეწვიოთ და თავად გადასცეთ რომ აფერისტები ვართ

7-რჩევა იმ ადამიანებისთვის ვინც სერიოზულად მოეკიდა NETWORK MARKETING-ს მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ისეთი ადამიანებისგან რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ.მარტივად მიუდექით საკითხებს შეინარჩუნეთ მოქნილობა და სწრაფად იმოქმედეთ.
დასძლიეთ შიში. ზოგიერთი შიში გასათვალისწინებელია რადგან ისინი რეალური საფრხისგან გვიცავენ,მაგრამ აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი,რომ უმეტესი მათაგნი უსაფუძვლოა და ეს უსაფუძვლო შიშები არ გვაძლევენ საშუალებას რომ განვვითარდეთ და შევიცვალოთ.
თქვენს გარშემო დროულად შეამჩნიეთ პატარა ცვლილებები, დამიჯერეთ ისინი დიდ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ.
არ არის საჭირო ზედმეტად სიტუაციის გართულება ან პესიმისტური შეხედულებების ქვეშ მოქცევა.
სანამ დანებდებით გაიხსენეთ რა მიზნით დაიწყეთ ეს საქმიანობა.
და ბოლოს ბატონებო ერთი რამ დაიმახსოვრეთ ირბლიანი ადამიანი არის ის ვინც ახერხებს წარმატების საძირკველის აშენებას იმ ქვებისგან რომლებსაც მას ესვრიან . ასერომ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ამ საქმეში უნდა იყოს ის ,რომ დაანახოთ შედეგი იმ ადამიანებს ვინც არ დაგიჯერეს და დაგცინეს ......
მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული მალე მიგეღწიოთ თქვენი მიზნებისთვის....
lnarimanidze@list.ru
557 91 18 56