ვიმსჯელოთ
ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნაცნობებს/ახლობლებს ნიშნავენ, რომელთან უმრავლესობის კომპეტენცია არსებულ საქმეში 0-ს უახლოვდება, ხოლო შემსრულებელი/დაბალ საფეხურზე მქონე კადრებს მათხოვრულ ხელფასებს უხდიან, რითაც საერთოდ კლავენ მუშაობის მოტივაციას. ასეთ პირობებში საშუალო მოგება შეიძლება დატოვოს ბიზნესმა, ისიც თუ თვითონ საქმეა მომგებიანი და დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მის მართვას.
ნორმალური კადრების შერჩევას რაც შეეხება, არასწორი მიდგომაა 7 წლიანი გამოცდილების და უამრავი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნის მოთხოვნა (რაც რეალურად თითქმის არავის სჭირდება). კარგად დატრენინგებული გამოუცდელი კადრი ხშირ შემთხვევაში საქმეს უკეთ ასრულებს, ვიდრე "გამოცდილი" და სხვა კომპანიაში ნამუშევარი. ანუ აქ იმ ფაქტორებს არ ითვალისწინებენ, თუ როგორ მოხვდა წინა სამსახურში, ან როგორ ასრულებდა საქმეს, იქნებ საერთოდ ვერ მუშაობდა )
და ისე სასტიკად ვარ გაბრაზებული ქართულ ღორულ ბიზნესზე!
ერთხელ ფაზლის დამზადება მინდოდა ბავშვისთვის, 1 კვირა მარბენინეს, ხან მასალა არ ჰქონდათ, ხან ვიღაც იყო წასული, ხან საერთოდ ისვენებდნენ... (მენეჯმენტი + შემსრულებელი)
სკაი ბარი- ძალიან რომ გიჟდება ხალხი, დაბადების დღეზე ტორტი არ შეატანინეს ჩემს მეგობარს- ჯერ 300 ლარი დახარჯეთო ) (უმაღლესი დონის მენეჯმენტი)
ჰო, კიდევ გუშინ სვუპზე შევიძინე რაღაც და გამყიდველი დღეს მთელი დღე ყურმილს არ იღებს! (უკომენტაროდ! )
დიდი პოტენციალი აქვთ ამათ განვითარების