Lady_BirdMr-Banksეს კითხვა პასუხი ნახეთ, შპს "ააფ-მენეჯმენტი"-ს პასუხია და იურიდიული ძალა შეიძლება არ ქონდეს მარა ინფორმაციის კუთხით შეგიძლია დაეყრდნოთ, მე მეტს აღარ დავწერ ამ ავანსად გადარიცხულ თანხაზე
კითხვა: შპს ახორციელებს საქონლის იმპორტს საზღვარგარეთიდან, გადახდა ხორციელდება ავანსის სახით პროფორმა-ინვოისის საფუძველზე, ხოლო საქონლის მიღება ხდება კომერციული ინვოისით იგივე თანხით. გთხოვთ განგვიმარტოთ, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაში შესატანად გამოიყენება ინვოისის საფუძველზე გადახდილი თანხა გადარიცხვის დღეს არსებული უცხოური ვალუტის ეკვივალენტით ლარში თუ განბაჟების დღეს დეკლარაციაში ასახული ეროვნული ბანკის კურსით? შპს ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით. პასუხის გაცემისას გთხოვთ მიგვითითოთ კონკრეტული საკანონმდებლო საფუძველი.
პასუხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ეს საკითხი პირდაპირ განმარტებული არ არის. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ბასს 21-ით `უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგები~ და ასევე, სსიპ `შემოსავლების სამსახურის~ მიერ 2011 წლის 7 აპრილს დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოთი (ე.წ. `მენუალი~) #1004.
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის გამოიყენება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი, მისი ბუღალტრული თვითღირებულება უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
- თუ საქონლის ღირებულება გადახდილია ავანსის სახით, გამოიყენება ავანსის გადარიცხვის დღეს მოქმედი სავალუტო კურსი;
- თუ საქონლის ღირებულება გადახდილი უნდა იქნეს განბაჟების შემდეგ, გამოიყენება განბაჟების დღეს მოქმედი სავალუტო კურსი;
- თუ საქონლის ღირებულების ნაწილი გადახდილია ავანსის სახით, ნაწილი კი გადაიხდება განბაჟების შემდეგ, მაშინ ნაწილობრივ გამოიყენება ავანსის გადარიცხვის დღეს მოქმედი სავალუტო კურსი (გადახდილი ღირებულების ნაწილში), ნაწილობრივ კი _ განბაჟების დღეს მოქმედი სავალუტო კურსი (გადასახდელი ღირებულების ნაწილში).
აღნიშნული გამომდინარეობს, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული #1004 `მენუალიდან~ და მეორე მხრივ, ბასს 21 _ `უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების~ 2007 და შემდგომი წლების რედაქციიდან, რომელიც საქონლისა და მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილ თანხებს არაფულად მუხლებად განიხილავს. კერძოდ, ამ სტანდარტის მე-8 მუხლით განსაზღვრულია:
`ფულადი მუხლები არის საწარმოს განკარგულებაში არსებული ფული, მისაღები აქტივები და გასანაღდებელი ვალდებულებები, რომლებიც გადახდილი ან მიღებული იქნება ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულებით~. მე-16 მუხლი კი განმარტავს, რომ `ფულადი მუხლისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშანია ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულების მიღების უფლება (ან მიწოდების ვალდებულება). ფულადი მუხლების მაგალითებია: პენსიები და მომუშავეთა სხვა გასამრჯელოები, რომლის გადახდა ფულით უნდა მოხდეს; ანარიცხები, რომლისთვისაც ანგარიშსწორება ფულით უნდა მოხდეს; ფულადი დივიდენდები, რომელიც აღიარებულია ვალდებულების სახით. ანალოგიურად, კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტების ან აქტივების ცვალებადი რაოდენობის მიღებას (ან მიწოდებას) და როდესაც მისაღები (ან მისაწოდებელი) რეალური ღირებულება ტოლია ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულების, წარმოადგენს ფულად მუხლს. პირიქით, არაფულადი მუხლისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშანია ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულების მიღების უფლების (ან მიწოდების ვალდებულების) არარსებობა. არაფულადი მუხლების მაგალითებია: საქონლისა და მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხები (მაგ., გადახდილი საიჯარო ქირა); გუდვილი; არამატერიალურიაქტივები; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; ძირითადი საშუალებები და ანარიცხები, რომლისთვისაც ანგარიშსწორება არაფულადი აქტივებით უნდა მოხდეს~.
ამგვარად, ბასს 21-ის მიხედვით, საქონლისა და მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხები (ავანსები) არაფულად მუხლებს წარმოადგენს. სტანდარტის 23-ე მუხლის `ბ~ პუნქტის თანახმად, `არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია უცხოური ვალუტით პირვანდელი ღირებულების მეთოდით, უნდა გადაანგარიშდეს ოპერაციის შესრულების თარიღისათვის არსებული სავალუტო კურსით~.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ნორმატიული ძალა აქვს ბასს-ების 2004 წლის ქართულენოვან გამოცემას, მასში შემავალი ბასს 21-ის მაშინდელი რედაქცია კი ამ საკითხს სხვაგვარად განიხილავს (ბასს-ების და ფასს-ების ქართულ ენაზე გამოცემულ შემდგომ რედაქციებს დღემდე ნორმატიული დოკუმენტის ძალა არ მინიჭებიათ!). მიუხედავად ამისა, სსიპ `შემოსავლების სამსახურის~ მიერ 2011 წლის 7 აპრილს დამტკიცებული #1004 `მენუალიდან~ გამომდინარე, ამ თარიღიდან დაწყებული უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსები გადაფასებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ცნობილი გახდა, რომ ავანსის სანაცვლო საქონლის ან მომსახურების მიწოდება ვეღარ მოხდება და ავანსის თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას.