ხალხნო!
ვიცი, რომ წლის ბოლო მოდის და დიდ ამბავში იქნებით
მაგრააააამ
მე მინდა, თქვენი დახმარება
უცხოელმა მომწოდებელმა მომაწოდა საქონელი:
1. ვაშლი - 10 ლარი
2. მსხალი - 20 ლარი
3. ატამი - 15 ლარი
ტრანსპორტირება დაჯდა სულ 9 ლარი.
ეს 9 ლარი გავყავი სამად და მარაგში ავიყვანე:
1. ვაშლი - 10 ლარი + 3
2. მსხალი - 20 ლარი + 3
3. ატამი - 15 ლარი + 3
ვაშლი აღმოჩნდა გაფუჭებული და დავუბრუნე უკან. ინვოისში ჩავუწერე
13 ლარი (ანუ რა თვითღირებულებითაც მე ავიყვანე მარაგში) და ესე დავადეკლარირე რეექსპორტის დეკლარაციაში. ამ ვაშლის გაგზავნისთვის გადავიხადე
5 ლარი. უცხოელი მიმწოდებელი მეუბნება, რომ ამინაზღაურებს
მხოლოდ 10 ლარს და
ტრანსპორტირების 3 ლარს - არა. მაგრამ მე დავადეკლარურე, როგორც
13 ლარი. კითხვა:
1. ამ ვაშლის უკან გაგზავნისთვის რომ 5 ლარი გადავიხადე, ეს საგარანტიო ხარჯებში გატარდება? თუ რა კოდზე გატარდება?
2. 13 ლარად რომ ავიყვანე ეს ვაშლი მარაგში და მინაზღაურებს 10 ლარს მხოლოდ, ანუ საქონლის ფასს ტრანსპორტირების გარეშე, ამას რა ვუყო და თან გაგზავნის დეკლარაციაშიც რომ 13 ლარი მიწერია?
3. ამ ჩემი აღწერილი ოპერაციებიდან, რაიმე გამოუქვითავი ხარჯი ხომ არ არის?
სავალუტო სხვაობებზე რომ თავი უნდა ვიმტვრიო, ამაზე აღარ შეგაწუხებთ. უკიდურესად ვსაჭიროებ თქვენ დახმარებას.
მოდით და მომეხმარეთ, ძალიან მჭირდებით. წელი ჩემთვისაც იხურება.
The DoctoR
Rioka1984
NABUKKO
qondara
wilow25
Lady_Bird
Natalya_B
ingiloo This post has been edited by Mr-Banks on 19 Dec 2013, 02:42