The DoctoRმადლობა. კორექტირება მაქვს გაკეთებული, მაგრამ თანხები არ შემიცვლია. უცნაურია. თვის ბოლოს ცნობას ავიღებ და ეგ იქნება, რომ დავალიანება არ მაქვს.

შევადარა ბანკის გადახდებს და ემთხვევა გადახდები ბარათზე არსებულ მონაცემებს.
მოკლედ, ეს წერილი მივიღე შემოსავლებისგან.
ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2013 წლის 25 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, საქონლის მიღების მომენტში კომპენსაციის თანხა განისაზღვრება სრულად და შესაბამისად საქონელი მარაგებში ასახვას ექვემდებარება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში კურსთაშორის სხვაობა შედეგს არ წარმოშობს.
ანუ, ვეღარ გავიგე რა!
დღეს არის კურსი 1.6 და ვუკვეთავ 100$-ის საქონელს, ანუ 160 ლარია;
ხვალ მომდის საქონელი 1.5-ზე ანუ 150 ლარი. საბაჟო დეკლარაცია იწერება 150 ლარზე და არის ვთქვათ 30 ლარი. ვეღარ გავიგე, მარაგებში საქონელი რა თანხით ამყავს?????
გატარება მაქვს ასეთი:
1480 / 1220 - 160 - შეკვეთა
1610 / 1480 - 150 - მიღება
1610 / 33XX - 30 - განბაჟება
8240 / 1480 - 10 - ზარალი
1410 / 6110 - 300 - რეალიზაცია
1210 / 1410 - 300 - თანხის მიღება
რეალიზაცია უკეთდება საქონელს ამავე კალენდარულ წელს და რაიმეს არასწორად ვაკეთებ?
მარაგებში 150-ით ამყავს, თუ 160-ით?
გმადლობთ
Ingiloმოდი შენც
This post has been edited by Mr-Banks on 3 Oct 2013, 22:04