Rioka1984მოკლედ, 1-ელ ოქტომბერს გადავრიცხე 1000$ (კურსი 1.6), ანუ 1600 ლარი.
5 ოქტომბერს მივიღე საქონელი- კურსი 1.7 - ანუ 1700 ლარი
დაერიცხა 18% ანუ 306 ლარი.
გატარება დამიწერე რა.

საქონელი რა თანხით ავა მარაგში, ანუ რა იქნება თვითღირებულება? რამდენი გატარება მაქვს ჩასასწორებელი ამის გამო, ბლიად
* * *
შემოსავლების სამსახურმა ამავე კითხვაზე მომწერა ეს პასუხი:
10. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე საბაჟო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში: (27.03.2012. N5942)
ა) ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.
აი, კომენტარს ვერ ვაკეთებ.

მე რა ვკითხე და რას მპასუხობენ.
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))