მცირე ბიზნესი ფიზიკური პირია

და აქვს უფლება დაიქირავოს თანამშრომლები. უბრალოდ ვინაიდან სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმს მიექუთვნება საშემოსავლოს ყოველთვიურად არ უკავებს თანამშრომლებს და არ ახდენს დეკლარირებას. დეკლარირება ხდება მხოლოდ წლის ბოლოს ანუ 15 იანვრამდე და ასევე გადასახადის გადახდა (დაკავებული საშემოსავლო) და ისიც იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოს ხელფასის სახით განაცემები აღემატება ერთობლივი შემოსავლის 25%:
საგადასახადო კოდექსის მუხლი 94. მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები
და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემული ხელფასის ხარჯზე;
ბ) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №999 2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ
მუხლი 15. მცირე ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები, დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის წყაროსთან დაკავება
5. მცირე ბიზნესს არ ევალება:
ა) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. ამასთან, არარეზიდენტი პირისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით;
ბ) კალენდალური წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემულ სახელფასო ხარჯზე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
6. მცირე ბიზნესს კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხებზე ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება. იგი ვალდებულია 25 პროცენტის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხებზე საანგარიშოს მოდევნო წლის 15 იანვრამდე გაიანგარიშოს და ბიუჯეტში ჩარიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი, რის შესახებაც იგი წარადგენს საგადასახადო ორგანოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციას.
მაგალითი 1
პირობა:
ჯონდის მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის აგვისტოში. სტატუსის მინიჭებამდე ჯონდის დაქირავებულ თანამშრობლებზე გაცემული ჰქონდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ხელფასები. კალენდარული წლის განმავლობაში (2011წ.) ჯონდის მიერ გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ არ გადააჭარბა 25%-ს, შესაბამისად, ჯონდის არ წარმოეშვა გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი ხელფასის ადაანგარიშებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონდიმ მიიჩნია, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის
მინიჭებამდე (2011 წლის აგვისტომდე) გაცემული და გადახდის წყაროსთან
დაბეგრილი ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება აღდგენას და დააზუსტა 2011 წლის ყოველთვიური დეკლარაციები (შეიმცირა საშემოსავლო გადასახადის თანხა).
შედეგი:
ჯონდის ქმედება მართლზომიერია.
7. მცირე ბიზნესი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ამ ბრძანების „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმისა, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად