#38568688 · 31 Oct 2013, 12:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იხურება იმიტომ რომ საქართველოში წარმოება არის დაუცველი, არც პერსპექტივა აქვს უახლოეს მომავალში თუ რამე არ შეცვალეს, ამას ემატება კრიზისიც, როგორ გგონიათ ვინ დაზარალდა ამ ჰიპერმარკეტების გაკოტრებით როგორციაა გუდვილი, პოპული - პირველ რიგში დაზარალდნენ ქართველი მეწარმეები, გაკოტრება კი მოხდა უზარმაზარი სესხების გამო რომელიც თიბისიმ მისცა, ალბათ აღარ ისურვეს გაგრძელება და ფული მოითხოვეს, საბანკო სფერო კარგად ხვდება კრიზისულ მომენტში როგორ უნდა ჩაიგდოს დიდი ქონება ხელში, ასე ჩაიგდეს ხელში ელიტ-ელექტრონიქსი, ასე იგდებენ "მარშე"-ს და "გუდვილსაც", ეს შემუშავებული სქემაა, ბანკი არასდროს არ ზარალდება საქართველოში და არც დაზარალდება, ამის გარანტიებიც აქვთ ბანკირი პრემიერ მინისტრისგან, არამგონია მომდევნომ დაარღვიოს ეს წესი, სცენარი შემდეგია - თიბისი შექმნის მმართველ ჯგუფს, გააგრძელებს მუშაობას და დაიწყებს თავისი ვალების ამოღებას პირველ რიგში, დანარჩენ მეწარმეებს კი ჩასვავენ მეორე ან მესამე რიგში რომელსაც დაფარვის ვადა მოუვათ 2018 წელს, 5 წლის შემდეგ, ისევ შეიკრიბება ეს კომისია და ამ მეწარმეებს ისევ - 5 წლის შემდეგ გადაიტანენ - 2023 წლამდე კი "ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრიონი" (ასე მუშაობს ელიტ-ელექტრონიქსი ამჟამად), აი ასეთი სისტემა გვაქვს ჩემო ბატონებო და კიდე გვიკვირს რატომ არ ვითარდება წარმოება, რატომ არ ასაქმებენ ხალხს, რატომ არ ხდება ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, რატომაა კრიზისი ზოგადად ქვეყანაში....
|