მეც მაგას ვუყურებ მესამე დღეა და გაოცებული ვარ ჯერ კიდევ ასეთი მძიმე order book-ით
ლოგიკურად რომ მიყვე მამენტ რატო უნდა მოგინდეს რომ 20-30 ხანდახან 50+ BTC ღირებულების ძღნერქოინი იყიდო ხო ?
ზოგმა შიეძლება თქვას პატარა ხოდებით დიდი მოგება შეიძლებაო.. მაგრამ რავი მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ამ მოსაზრებას. რატომ უნდა გარისკო 20 30 და მითუმეტეს 50+ BTC პატარა ხოდის (პატარა მოგების) გამო. თუმცა რომ გადავხედე საიტზე და ა.შ იდეა ძაან მომეწონა. სოც.ქსელებით კრიპტოების გადარიცხვები უმაგრესი იდეაა. რავი ვნახოთ.. მემგონია რომ ღირს ცოტა რაოდენობის ყიდვა.
Kvanto_GTASK - იგივე საბაზრო ფასი (market price) მოცემულ მომენტში.
BID("სტავკა") - ანუ რამდენში უნდა ვიღაცას ყიდვა.. ლიმიტებს რომ აგიხსნი ქვევით უფრო მიხვდები.
LAST - მე პრადად არ ვიყენებ ამას იმიტომ რომ ძაან ###ობაა საბოლოო ჯამში. ბოლოს რაც დაფიქსირდა ფასი ეგ არის და მეტი არაფერი.. ეგ LAST შეიძლება იყოს როგორც BID ისევე ASK.
LIMIT BUY - წარმოიდგინე რომ სიტყვაზე ETH ღირს 100$ და გინდა ყიდვა.. თუმცა არ გინდა საბაზრო ფასში იყიდო იმიტომ რომ რატომღაც ფიქრობ რომ ვიღაცეები შეავსებენ BID ორდერებს, ანუ გაყიდიან.. და შეიძლება 90$ზე იყიდო. ანუ შენი "სტავკა" არის 90$. ეს ლიმიტ ორდერი დაიდება BID მხარეს order book-ში და როცა მოვა დრო ვიღაცა შეგივსებს ორდერს ანუ მოგყიდის ამ ETHს 90$ად.
LIMIT SELL - წარმოიდგინე ეხლა როცა შენ გაქვს ETH და მოცემულ მომენტში ღირს 100$.. შენ რატომღაც ფიქრობ რომ ფასი საგრძნობლად გაიზრდება და შეიძლება 150$ად გაყიდო. მაგ დროსაც order book-ში დაიდება ორდერი, უკვე ASK მხარეს და როცა მოვა დრო და როცა ხალხი დაიწყებს ყიდვას, ფასიც გაიზრდება და როცა იქნება ვიღაცა შეგივსებს მაგ ორდერს.. ანუ იყიდის შენგან.
CONDITIONAL - ძაან მარტივია.. როცა ფასი მოხვდება ნიშნულს იყიდე..ან გაყიდე. მე პირადად არ ვიყენებ ამას.
მაქსიმალურად ვეცადე მარტივად ამეხსნა.. რამდენად გამომივიდა ეგ უკვე შენ მითხარი

) თუ რამე ვერ გაიგე, დაწერე და უფრო სხვანაირად ვეცდები რო ავხსნა.
პ.ს
order book აუცილებლად უნდა იცოდე როგორ მუშაობს თუ გინდა რომ რამე იხეირო. არაფერი რთული არაა. ორი სიტყვით რომ ვთქვა, order book არის სხვადასხვა თრეიდერების, სხვადასხვა ფასებში ყიდვა/გაყიდვის limit orderების სია.