მოგესალმებით ყველას,
სანამ აქ დავპოსტავდი ძალიან ბევრ წყაროს გავეცანი ინგლისურენოვანს, ვუყურე ვიდეოებს და წავიკითხე სტატიები,
მიუხედავად ამისა რამოდენიმე რაღაც არის ძალიან გაუგებარი ჩემთვის და თქვენ ჩემზე გამოცდილები ხართ, იქნებ ორი სიტყვით ამიხსნათ.
ამ მომენტში ბითკოინების ჯამური რაოდენობა არის 16,669,275 და მუდმივად იზრდება,
როგორც ვიცი ბითკოინების ყიდვა-გაყიდვა ხდება მხოლოდ 2 ადამიანს შორის (მყიდველი და გამყიდველი)
გამყიდველსაც თავის დროზე ნაყიდი აქვს ვიღაცისგან ან გამომუშავებული.
რაც არსებობს ბითკოინი დღეს ყველა მაინინგით არის ნაშოვნი?
მაინინგის მეშვეობით იღებ ბითკოინებს, მაგრამ ვინ გაძლევს და რატომ?
(ანუ მოსარგებლეების წრე ვთქვათ ამ პროცესში, ვინები არიან)
ასევე ცნობილია ბითკოინების მაქსიმალური რაოდენობა რაც შესაძლებელია მივიღოთ მაინინგით, ეს არის 21 მილიონი.
წესით და რიგით ბითკოინების გამოცემის შეწყვეტის მიუხედავად იგი უნდა დარჩეს ღირებული რადგან უკვე ხმარებაში იქნება შესული და დამკვიდრებული, რათქმაუნდა ფასის ცვლილებებიც იქნება მაგრამ უკვე მდგრადი და შედარებით ნელი ტემპით, როგორც არის ყველა სხვა აქტივზე,
იქნება ეს ვალუტა, მეტალი, ნავთობი თუ საქონელი და ბიტკოინიც ხდება ჩვეულებრივი ელექტრონული აქტივი, რაზეც საზოგადოება თანხმდება და ეს თანხმობა ჩანს მოთხოვნიდან. ფასის ცვლილებას კი უკვე გამოიწვევს ძირითადად მაკროეკონომიკური მოვლენები და არა მაინინგი, როგორც არის ეხლა.
სხვა ყველა კრიპტოვალუტის მაქსიმალური რაოდენობები არ არის განსაზღვრული წინასწარ, როგორც ბიტკოინის?
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ რადგან ბითკოინი უნდა დარჩეს ყველაზე ძვირად ღირებულ კრიპტოვალუტად მაშინ სხვა დანარჩენის რაოდენობები უნდა აღემატებოდეს ბევრად ბიტკოინისაც, მგონი ლოგიკურია. როგორც ოქრო ღირებულია და იშვიათია ვერცხლთან შედარებით.
და კიდე აქვე პატარა დეტალი

20999999.9769 აი ეს არის ბითკოინის მაქსიმალური ოდენობა ზუსტად და 2033 წელს უნდა დამთავრდეს მაინინგი ძირითადი ფორმულის მიხედვით, ვფიქრობ 2031 წელს დამთავრდება და ძალიან ნელი ტემპით გაგრძელდება 2033 წლამდე.
ნუ მოკლედ ესე მგონია ეს არის ჩვენი დასასრული მეგობრებო

ოქრო და ვერხლი ქუჩაში ეყრება და არავინ არ აიღებსო

არავის აღარ ენდომება
ნუ რავიცი მგონი მოვესწარით მეორედ მოსვლას